საინტერესოა - მთავარი გვერდი

წმიდა სამეოცთაგანნი მოციქულნი, არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლის დასაწყისში იგი წერს: „ფილიმონს საყუარელსა და თანა შემწესა ჩუÅნსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოსს, თანამოსაგრესა ჩუÅნსა."

არქიფო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.

იმპერატორ ნერონის (54-680 დროინდელ დღევნულობის ჟამს მოციქულები არქიფო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქი... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 14 | დაამატა: mores | თარიღი: 02.03.2012 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე, ისიხი და ასკილიპიოდოტა ადრიანოპოლში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ქალაქში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მაქსიმე, თეოდოტი და ისიხი ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილი მარტვილები მხეცებისგან უვნებლად იქნენ დაცულნი და ჯალათებს ხელით აღესრულნენ.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 10 | დაამატა: mores | თარიღი: 02.03.2012 | კომენტარები (0)

ღირსი აღმსარებლები: ევგენი და მაკარი ანტიოქიის ტაძრის ხუცესები იყვნენ. ერთხელ, ივლიანე განდგომილის ზეობისას (361-363), მათ წარმართულ ორგიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რისთვისაც სამსჯავროზე წარადგინეს. ხუცესებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი განდგომილებაში და ახოვნად დაითმინეს სასტიკი სატანჯველები. ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. აქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო. წმიდანებმა ლოცვის ძალით შემუსრეს ურჩხული. აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა ნეტარი მამების ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 12 | დაამატა: mores | თარიღი: 02.03.2012 | კომენტარები (0)

ღირსი დოსითეოზი, წმიდა ამბა დოროთეს (ხს. 5 ივნისს) მოწაფე, VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარ წარჩინებულ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელ მან მოისმინა თავისი მხედარმთავარი ბიძის მონათხრობი წმიდა ქალაქის, იერუსალიმის შესახებ და ძალიან მოუნდა იქაურობის მონახულება. მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსემანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსითეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულ აუხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა, „როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს?" პასუხად მიიღო: „იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ლოცვას უმატე!" ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო. წმიდანმა დიდხანს ეძება იგი, მაგრამ ამაოდ – დიდებული ქალბატონი თავად ღვთისმშობელი იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 10 | დაამატა: mores | თარიღი: 02.03.2012 | კომენტარები (0)

ღირსი რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და წმიდა წინასწარმეტყველის ელიას (ხს. 20 ივლისს) და იოანე ნათლისმცემლის (ხს. 7 იანვარს) მსგავსად მთებსა და უდაბნოებში მოსაგრეობდა. შემდგომში წმიდანი ფილიკიაში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით. იმპერატორმა ზენონმა ღირს რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად.

ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოსაგრე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) ზეობისას, ღირსი რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით,... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 10 | დაამატა: mores | თარიღი: 02.03.2012 | კომენტარები (0)

ღირსი კონონი კილიკიაში დაიბადა. ის ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა მდინარე იორდანის ნაპირას მდებარე პენტუკლის მონასტერში და იქვე ეკურთხა მღვდლად. იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ შეიტყო მკაცრი მოღვაწის შესახებ და ხალხს აგზავნიდა ხოლმე მასთან ნათლისღებისთვის. ღირსი კონონი ნათლავდა მომსვლელებს და მირონს სცხებდა მათ, მაგრამ ქალების მონათვლას ერიდებოდა და თავს იკავებდა. წმიდა მამას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ ცდუნებებთან ბრძოლაში ლოცვებით შეეწეოდა.

ერთხელ სპარსეთიდან მოსანათლად მოვიდა მომხიბლავი ასული, ღირს კონონს ვნება მოეძალა, ვერ შეძლო ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება. მოსაგრემ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სავანე, მაგრამ გზად კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა: „დაბრუნდი შენს მონასტერში, მე დაგეხმარები ცდუნებათაგან განთავისუფლებაში". ღირსი კონონი შეეცადა შეპასუხებოდა, ეუ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 9 | დაამატა: mores | თარიღი: 02.03.2012 | კომენტარები (0)


ღირსმოწამე ფილოთეა (ერობაში - რიგულა) ღვთისმოყვარე მშობლების ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. იგი ათენში დაიბადა 1522 წელს. როცა კეთილმსახურებაში აღზრდილმა ასულმა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი გაათხოვეს. რიგულას მეუღლე, ურჯულო და უხეში კაცი ხშირად სცემდა და ტანჯავდა ცოლს. ქალი მოთმინებით იტანდა შეურაცხოფას და ევედრებოდა უფალს, გონს მოეყვანა მისი ქმარი. სამ წელიწადში წმიდანი დაქვრივდა, რის შემდგომაც მან დაიწყო მკაცრი მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და ღამისთევებით. წმიდა მოსაგრემ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქალთა მონასტერიც დააარსა და მის მკვიდრთაგან პირველმა თავად შეიმოსა მონაზვნობა ფილოთეას სახელით. ამ დროს საბერძნეთი თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. მრავალი ათონელი ქალი მტ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 12 | დაამატა: mores | თარიღი: 02.03.2012 | კომენტარები (0)


წმიდა ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა დაახ. 1510-15 წლებში, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. სამეფო გვარისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და სიბრძნე, მონაზვნური მორჩილება და ღმერთზე მინდობის უდიდესი სათნოება საოცრად იყო შერწყმული წმიდა ნიკოლოზში. ღვთის განგებით იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. „ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათოლიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კჱ (28), დღესა შაბათსა", - ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრებაში".

წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმიდა კათოლიკოსმა მეტეხ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 29 | დაამატა: mores | თარიღი: 01.03.2012 | კომენტარები (0)

წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია – წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წლს, კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცესა და შეურყევლობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნებას მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალებლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-სთან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფი... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 29 | დაამატა: mores | თარიღი: 01.03.2012 | კომენტარები (0)

წმიდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) და მისი დის, კეთილმსახური დედოფლის პულხერიას (+453; ხს. 10 სექტემბერს) ზეობისას განაგებდა ეკლესიას. ამ დროს ქრისტეს სამწყსოს ერთობას მომწამლველმა ერეტიკულმა სწავლებებმა საფრთხე შეუქმნა. 448 წელს, მღვდელმთავარ ფლაბიანეს ძალისხმევით, კონსტანტინეპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც განიხილა და დაგმო ევტიქის ერესი, თავის ცდომაზე ჯიუტად მდგარი მღვდელმსახური კი ეკლესიიდან განკვეთა და ხარისხი აჰყარა. მწვალებელს ძლიერი მფარველი ჰყავდა იმპერატორთან დაახლოებული საჭურისის, ქრისანთის სახით. ამ უკანასკნელმა ინტრიგების მეშვეობით ევტიქის მხარეს გადმოიბირა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე და იმპერატორისგან გამოითხოვა ნებართვა ეფესოში კრების მოწვევისა, რომელიც შემდგომ „ავაზაკთა კრების" სახელით გახდა ცნობილი.... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 30 | დაამატა: mores | თარიღი: 01.03.2012 | კომენტარები (0)

1 2 3 ... 110 111 »