მთავარი » 2011 » მაისი » 11

წმიდა მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 322) და მართალი გლაფირა ქალწული (+322). ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ხს. 21 მაისს). ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.

ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 781 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი (+139) დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში. ღვთისმოსავი დედის, მარიამის შემწეობით სტეფანემ ბავშვობიდანვე გამოიჩინა არაჩვეულებრივი გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში: ერთ წელიწადში შეისწავლა კითხვა და მამას ეხმარებოდა ღვთისმსახურებაში.

წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 811 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63) დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) ძმისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა (საქმე, 12, 12).

წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს (ხს. 29 ივნისს) და ბარნაბას თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 818 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი (+516) 496-511 წლებში მართავდა კონსტანტინეპოლის სამწყსოს. ევტიქის ერესის წინააღმდეგ გამოსვლისათვის იმპერატორმა ანასტასი I-მა (491-518) წმიდანი პაფლაგონიაში გადაასახლა, სადაც 516 წელს გარდაიცვალა. მისი ცხედარი დასაფლავებულია კონსტანტინეპოლში, წმიდა კალინიკეს ეკლესიაში. წესის აგებისას გარდაცვლილმა მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაისახა.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 802 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა მოწამენი: საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი (+272). წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისათვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.

საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო:

როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 770 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი - პასიკრატე და ვალენტი (+228) მიზიის ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და მმართველი აბსოლანის კარზე მსახურობდნენ. პასიკრატე 22 წლისა იყო, ვალენტინი კი - ოცდაათის.

როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა პასიკრატემ და ვალენტინმა საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა. სამსჯავროზე წმიდა პასიკრატემ აპოლონის კერპს შენერწყვა.

წმიდანის ძმა ტიროდა და ევედრებოდა მას, მოჩვენებით მაინც შეეწირა მსხვერპლი ბომონებისთვის, მაგრამ მოწამემ ქრისტესთვის სიკვდილი არჩია სიცრუით შენარჩუნებულ ამაო სიცოცხლეს. მოწამე ვალენტინმაც განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტესთვის აღსრულებულიყო.

ორივე წმიდანი მახვილით განგმირეს.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 743 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: ევსევი, ნეონი, ლეონტი, ლონგინოზი და სხვანი (+303) წმიდა გიორგის წამებას ესწრებოდნენ. დიდმოწამის შეურყეველმა სარწმუნოებამ ღვთის სასოება აღძრა მათში: წმიდანებმა ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც საპყრობილეში ჩაყარეს.

წმიდა გიორგის სიკვდილით დასჯის შემდეგ დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება, ყველა პატიმარს მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. როცა ამაზე უარი განაცხადეს, სანატრელი მოწამეები ჯერ რკინის ჯოხებით ცემეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 757 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)

ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) კაბადოკიის კესარიის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. მას მონასტრისთვის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. ამ მიზნით სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა.

ერთ-ერთი ეკლესიის იკომონოს ანასტასის მობეზრდა ღირსი თომას ხელგაწვდილი სიარული და სილა გააწნა მას. ამ ამბის მხილველებმა ანასტასის უხეშობა უსაყვედურეს, მაგრამ ღირსმა თომამ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „ამიერიდან არაფერს მივიღებ ანასტასისაგან, ვერც ის შეძლებს ვერაფრის მოცემას". ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეორე დღეს ანასტასი გარდაიცვალა, მონასტერში გამობრუნებული ღირსი თომა კი გზაში, ქალაქ დაფნის გარეუბანში, წმიდა ექვთიმეს ეკლესიაში აღესრულა. დაასაფლავეს უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თომას საფლავზე ქალი დამარხეს. ოთხი საათის შემდეგ მიწამ კუბო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 758 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)


ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი (VII-VIII) უფლის მსახურებისათვის ჯერ კიდევ შობამდე იყო გამორჩეული. მის დედას ჰქონდა გამოცხადება, რომ ჩვილი იქნებოდა რჩეული ჭური სულიწმიდისა.

გოგონა ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა. წმიდა ცხოვრებით გამორჩეულმა უფლისგან ხორციელ და სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიიღო და ბოლოს იღუმენიად აირჩიეს.

უსაზღვრო იყო ღირსი დედის თავშეკავება: მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ბალახით და ბოტსნეულით იკვებებოდა, ღვინოს და ზეთს არასდროს ღებულობდა. ბევრჯერ მთელ დიდმარხვას უჭმელად ატარებდა. მეზვერის სინანულის მიმსგავსებით სამი წელი ზეცისკენ არ აღუპყრია თვალები, სულიერი მზერა კი ნიადაგ ღვთისკენ ჰქონდათ მიპყრობილი. შუაღამის ლოცვებში წმიდანს ზეციური ნათ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 845 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.

ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 858 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა ალექსანდრა დედოფალი და ვალერია (+314). წმიდა გიორგის წამების ამსახველ პირველ აქტებში წერია, რომ დიოკლეტიანეს მეუღლე, წმიდა ალექსანდრა გარდაიცვალა წმიდა გიორგის წამების დღეს. სინამდვილეში, მან მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო მოგვიანებით, 314 წელს.

ამ ხნის განმავლობაში მრავალი მოვლენა მოხდა. 305 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ უარი განაცხადა ტახტზე და ძალაუფლება გადავიდა მისი თანამმართველის, ფანატიკოსი წარმართის, უხეში და სასტიკი მხედრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ხელში. მისი მეუღლე იყო წმიდა ალექსანდრე დედოფლის ასული წმიდა მოწამე ვალერია, რომელიც დიოკლეტიანემ მისი სურვილის გარეშე გაათხოვა. წმიდა ალექსანდრა ქალიშვილს ქრისტიანული ღვთისმსახურებით ზრდიდა. როდესაც გალე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 811 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა მოწამენი ანატოლი და პროტოლეონი (303) ქრისტიანობაზე მოიქცნენ წმიდა დიდმოწამე გიორგის მხნეობისა და სასწაულების ხილვის შემდეგ. იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით მათ მახვილებით მოჰკვეთეს თავი.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 837 | დაამატა: mores | თარიღი: 11.05.2011 | კომენტარები (0)