მთავარი » 2011 » მაისი » 18

1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა.

მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიოორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად 18 წლის თამარი იქცა. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო „მზე მზეთა და ნათელი ნათელთა". სახელმწიფოს კარის გარიგების დაცვით ღირსმა და მადლმოსილმა მეუფემ, ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირის ძემ და რაჭისა და თაკვერის ერისთავმა კახაბერ კახაბერის ძემ სამეფო გვირგვინი დაადგეს, ვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 907 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა ზოსიმე II კუმურდოელო ეპისკოპოსი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ის შუა წლებში. მისი საერო სახელი იყო ზებედე. ის აღზარდა ქართლის მეფე გიორგი VIII-ის (1446-1466) ასულმა ქეთეონმა.

1515 წელს ზებედე ბერად აღკვეცილა. ამავე წელს ვარაუდობენ მის ეპისკოპოსად ხელდასხმასაც. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს კუმურდოს ტაძრის მინაშენზე არსებული წარწერა: „ზოსიმე კუმურდოელსა შეუნდოს ღმერთმან ამინ".

ეპარქიაში სამღვდელმთავრო, საგანმანათლებლო, და აღმშენებლობითი მოღვაწერობის გარდა აღსანიშნავია წმიდა ზოსიმეს უდიდესი ღვაწლი იერუსალიმის წმიდა მიწაზე. როგორც ცნობილია, XV-XVI სს-ის მიჯნაზე განსაკუთრებულად იყო გამწვავებული ბრძოლა გოლგოთის გარშემო, ისტორია მოგვითხრობს თ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 790 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა წინასწარმეტყველი იერემია, ძველი აღთქმის ოთხ უდიდეს წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი, იყო ანათოთელი მღვდლის ექელკისიას შვილი. იგი მოღვაწეობდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში - ისრაელის მეფის იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. 15 წლის იერემიას გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო მოწოდებული წინასწარმეტყველად. მას შეეშინდა ასეთი დიდი და მძიმე მსახურებისა, რადგან ჯერ ყრმა და გამოუცდელი იყო, მაგრამ უფალმა თანადგომა და მფარველობა აღუთქვა. „და განყო უფალმა ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა. აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხუარად და აღფხრად და წარწყმედად და აღშენებად ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 790 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

ღირსმოწამე ვატა სპარსელი (IV) სპარსეთის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ბერი იყო და მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ნიზიბიაში, სპარსეთის მეფის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 812 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 936 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

წმიდა დონატ ეპისკოპოსი (+დაახლ. 387) ცხოვრობდა წმიდა კეთილმსახური მეფის თეოდოსი დიდის (379-397) დროს და იყო ქალაქ ევერიის ეპისკოპოსი. ქალაქთან ახლოს, სიროპში მოწამლული წყარო ამოდოდა. როცა ეპისკოპოსმა ამის შესახებ გაიგო, მრევლთან ერთად მივიდა და განაგდო წყაროში ჩაბუდებული საშინელი გველი. წმიდა ეპისკოპოსმა ილოცა, აკურთხა წყალი და უშიშრად დალია, ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა ადიდა უფალი. წმიდა დონატმა სხვა მრავალი სასწაულიც აღასრულა: ერთხელ თეოდოსი მეფის ასული დასნეულდა და ბოროტმა სულმა შეიპყრო. როცა წმიდა დონატი სასახლეში მივიდა, ეშმაკი განვიდა გვემულისაგან და სნეული განიკურნა. ერთ მევახშეს მეორედ უნდოდა მიეღო ვალი გარდაცვლილი მევალის ქვრივისაგან, წმიდა ეპისკოპოსმა მკვდარი აღადგინა, რათა დაემოწმებინა, რომ ვალი დაბრუნებული იყო.

წმიდა დონატი გარდაიცვალა დაახლოებით 387 წელს.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 821 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე მაქსიმეს შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ქრისტეს აღმსარებლობისათვის ეწამა. მრავალგვარი ტანჯვის შემდეგ მას მუცელი გამოუფატრეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 837 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)


წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (1867) (ერობაში - დიმიტრი 1807 წლის 6 თებერვალს დაიბადა ვოლოგდის გუბერნიის სოფელ პაკროვსკოში, დიდგვაროვანთა ოჯახში. წმიდანის მამას ალექსანდრე ერქვა, დედას - სოფია. პატარა დიმიტრის სიყრმიდანვე უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა და ლოცვა; ეკლესიაში ხშირად დადიოდა, ესწრებოდა წირვა-ლოცვას. 1822 წელს 16 წლის დიმიტრი მამამ სანკტ-პეტერბურგში წაიყვანა მთავარ საინჟინრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ დაახლოებით ორი წელი იმსახურა სპეციალობით. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი სანუკვარი ოცნება იყო, ღვთისმსახურებისთვის შეეწირა თავი, მაგრამ მის გადაწყვეტილებას დიდი გამოცდა ელოდა წინ. იმპერატორმა ნიკოლოზმა დიმიტრის გა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 814 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)


ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. წმიდა ანდრია მოციქულმა, ღვთისმშობლის წილხვედრი, ქართველი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.

ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) ოსმალები მთელი სამი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. თავის მხრივ, რომმაც გააძლიერა ამ მხარეში მისიონერების მოღვაწეობა. ამ ორ ცეცხლს შუა მომწყვდეული ლაზები მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგმა კათოლიკებსა და მონოფიზიტებს „შეაფარეს" თავი, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შემდგომში მთლიანად დაკარგა სარწმუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 784 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

წმიდანი ცრანი მოწამენი კვიზიკელნი: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III). ქალაქი კვიზიკია მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად თვით პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი საიდუმლოდ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ III ს-ის ბოლოს კვიზიკია ძირითადად წარმართული ქალაქი იყო, თუმც იქვე ქრისტიანული ეკლესიაც არსებობდა. ასეთი მდგომარეობა აწუხებდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მათ შორის იყვნენ წმიდა თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თესტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი. ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, მაგრამ ყველას აერთიანებდა ქრისტეს სიყვარული.

კვიზიკიაში ჩასულმა წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 894 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი სიყრმიდანვე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდა. უდაბნოს ერთ-ერთ მონასტრის იღუმენად არჩევის შემდეგ წმიდანი ბრძნულად და ფრთხილად მართავდა საძმოს, ეხმარებოდა მათ ლოცვითა და რჩევა-დარიგებით.

მოუკლებელი ლოცვისა და შრომის შედეგად ღირსმა მამამ მიიღო წინასწარჭვრეტის მადლი. მისი ლოცვით უდაბნოში წყარო გაჩნდა, განადგურდა კალია, რომელიც ნათესებს სპობდა, ჩაძირული გემის მგზავრები გადარჩნენ. წმიდანის სიკვდილის შემდეგ მის მიმართ აღვლენილი ლოცვებით იგივე სასწაულები მეორდებოდა.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 770 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი დიოდორე და როდოპიანე დიაკვნები (III-IV) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს კარიის აფროდისიაში. წარმართთა შორის ქრისტიანობის გავრცელებისთვის ისინი ქვებით ჩაქოლეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 746 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.

აქ მათ ააგეს წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი და ბევრი წარმართი მონათლეს. როცა კუნძულის მმართველმა შეიტყო, დაატყვევა ისინი და ჩასვა საკანში, სადაც 7 ავაზაკი იჯდა: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია და მამია, მოციქულებმა ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქციეს. ავაზაკყოფილები მოწამეობრივად აღესრულნენ - ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს.

მათი წამების მხილველმა ციხის დარაჯმა ირწმუნა ქრისტე და თავი მაცხო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 715 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი დადა, მაქსიმე და კვინტილიანე (+286) აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს.

იმპერატორის ბრძანებით, მისმა თანაშემწეებმა ტრაკვინიუსმა და გავინიუსმა ქალაქ დოროსპოლში მდიდრული წარმართული ზეიმი მოაწყვეს, სადაც მრავალმა ხალხმა მოიყარა თავი ცრუ-ღმერთების თაყვანსაცემად. როცა ზეიმი დამთავრდა, იმპერატორს მოახსენეს, რომ სამმა ძმამ - დადამ, მაქსიმემ და კვინტილიანემ, მისი განკარგულების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა არ მიიღო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში.

მმართველებმა დაკითხეს ძმები. ტარკვინიუსმა წმიდა მაქსიმეს ზევსის ქურუმობა შესთავაზა. წმიდანმა კი ზევსს ბილწი მემრუშე უწოდა და კვლავ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.

მაშინ ტარკვინიუსი წმიდა დადას და კვინტილიანესთან ერთად ციხეში ჩაამწყვდიეს. შუაღამისას, როცა წმიდანებმა დაიძინეს, მათ ეშმაკი გამოეცხადა, გამოღვიძებულებმა კი ანგელოზი ი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 788 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)


მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ხორციელი ძმა უფლისა (+107) იყო კლეოპას, წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების (+63; ხს. 23 ოქტომბერს) შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს (98-117) რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს, რომ წმიდა სვიმეონი დავით მეფის ტომიდან იყო (რომაელები ანადგურებდნენ დავით მეფის შთამომავლებს) და ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებდა. წარმართებმა შეიპყრეს 100 წელს მიტანებული წმიდა ეპისკოპოსი და ხანგრძლივი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 811 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)

მართალი ევლოგი უცხოთშემწყნარებელი IV საუკუნეში ცხოვრობდა თებაიდაში. მან უცხოთა შეწყნარებისა და მსახურების ღვაწლი იდო თავს, რითაც სათნო ეყო მოწყალეთა შემწყალებელ უფალს და ეკლესიის მიერ წმიდანად იქნა კანონიზებული.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 800 | დაამატა: mores | თარიღი: 18.05.2011 | კომენტარები (0)