
ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს. რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
მიცვალება წმიდისა იოანე ოქროპირისა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ეკლესიის დიდი მამა იოანე ოქროპირი 407 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა, მაგრამ ჯვართამაღლების დღესასწაულის გამო მისი ხსენება 13 ნოემბერსაა გადატანილი. 27 იანვარს წმიდა ეკლესია ზეიმობს ნეტარი მღვდელმთავრის წმიდა ნაწილების გადასვენებას კომანიდან კონსტანტინოპოლში, 30 იანვარს კი იგი ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად იხსენიება.
|

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში. ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას. 70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი - ელი-ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფ
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა. ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიო
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა კორნილიოს ასისთავი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ „კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის" (საქმე; 10,2). უფალმა არ დააგდო ჭეშმარიტების მაძიებელი მისი სული და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით გაანათლა. ერთხელ, როცა კორნილიოსი საკუთარ სახლში ლოცულობდა, ანგელოზი წარდგა მის წინაშე, ახარა, უფალმა შენი ლოცვა შეისმინაო და უბრძანა, იოპიაში, სვიმონ მეპრატაკესთან გაეგზავნა კაცები სვიმონ-პეტრეს მოსაყვანად. კორნილიოსმა დაუყოვნებლივ შეასრუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, იმპერატორ მაქსიმინე I-ის (235-238) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმრთოებმა აღმსარებლები ზღვაში ჩაახრჩვეს. ტალღებმა წმიდა ცხედრები ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ისინი პატივით მიაბარეს მიწას.
|
წმიდა მოწამე სელევკე გალატელი იყო. ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულოებმა იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად მხეცებს დააგლეჯინეს (III ს.).
|
წმიდა მოწამე სტრატონიკეს აიგივებენ წმიდა სტრატორთან.
|
წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას ეწამნენ პაფლაგონიაში (მცირე აზია). ისინი სასახლის კარზე მსახურობდნენ და გამორჩეული მშვენიერებისა და ახოვნების გამო მეფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. შემდეგ ქრისტიანობის მხნე აღსარებისთვის მარტვილები სკვითიაში გადაასახლეს, სადაც შეხვდნენ ზოტიკეს, ლუკიანეს და ილიას - უფლის ერთგულ მონებს. პირველად გორდიანე და მაკრობიოსი აღესრულენ ქრისტესთვის. მათ შემდეგ, დაახლოებით 320 წელს, ეწამნენ ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე. ერთი ცნობით, ვალერიანეს მარტვილთა ცხედრებთან მწუხარებასა და ტირილში ამოხდა სული.
|
ღვდელმოწამე იულიანე ხუცესი (IV) გალატიის ანკვირიიდან იყო. ნეტარი 12 სექტემბერსაც იხსენიება და მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული.
|
ღირსი პეტრე ატროელი აზიის ოლიმპოს მახლობლად, ქალაქ ატროაში მოსაგრეობდა. ნეტარი ყოველთვის რკინის ჯაჭვებს ატარებდა. ღირსმა პეტრემ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ბოლოს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ტარასისა (784-806) და იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) დროს, წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
|
ღირსი იეროთეოსი 1686 წელს დაიბადა საბერძნეთში. იგი ცდილობდა, ღვთაებრივი სიბრძნე მოეძია მეცნიერებებშიც და მონაზვნურ ცხოვრებაშიც. გულისხმიერებითა და გულმოდგინებით გამორჩეული ჭაბუკი ღრმად დაეუფლა რომაულ და ბერძნულ ფილოსოფიას. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან ათონის მთას მიაშურა. თავდაპირველად ერთ განდეგილს დაემოწაფა წმიდა არტემის (ხს. 20 ოქტომბერს) სენაკის მახლობლად, შემდეგ კი ივერთა მონასტრის საძმოში დამკვიდრდა და ბერად აღიკვეცა. მალე იეროთეოსი მონასტრის საქმეებზე კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, შემდეგ ვლახეთში მოხვდა, სადაც, უფლის მითითებით, შეწყვეტილი განათლება განაგრძო. ნეტარმა თავისი ღვთისმოშიშებით სოფიელი მიტროპოლიტის, ავქსენტის კეთილგანწყობა მოიპოვა და დიაკვნად იქნა ხელდასხმული. შემდგომ მან ვენეციაში განაგრძო განათლება, ბოლოს კი კვლავ ათონის წმიდა მთას
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს. საქართველო თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო მუდამ მტერთა აგრესიას განიცდიდა. 1795 წელს ირანელები ოცდათხუთმეტათასიანი ჯარით კვლავ საქართველოსკენ გამოემართნენ საბრძოლველად. მეფე ერეკლე „ფრიად მწუხარე სიმცირისათვის სპათასა", თვითონ ჩაუდგა ლაშქარს სათავეში, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფემ ასორმოცდაათკაციანი ამალით, რომელშიც თითქმის ყველა დაჭრილი იყო, ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. სამშვიდობოს გასულმა იხილა, თუ როგორ თელავდნენ სამშობლოსათვის თავდადებულთა გვამებს და როგორ შედიოდნენ დედაქალაქში ურჯულოები. მან უკან შემოაბრუნა ცხენი, უნდოდა შეკვდომოდა მტერს,
...
კითხვის გაგრძელება »
|

ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი" დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა". გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების". მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი". 1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა" წმიდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს" უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსის
...
კითხვის გაგრძელება »
|
მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მან დატოვა თავისი ქვეყანა, ბითვინიაში, სორეად წოდებულ ადგილას დამკვიდრდა უცხოთშეწყნარებით ცნობილ კორნილიუსთან და იქ განაგრძო ღვთის სიტყვის ქადაგება. მალე ნეტარმა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ააგო, სადაც კორნილიუსი ჯერ დიაკვნად დაადგინა, შემდეგ კი - მღვდლად აკურთხა. ამ ხანებში ავტონომემ სახარების სწავლებით ლიკაონია და ისავრიაც მოიარა. ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ ავტონომემ კორნილიუსს ეპისკოპოსად დაასხა ხელი, თავად კი ასიაში გაემგზავრა. შემდგომ იგი სორეის მახლობელ სოფელ ლიმნეში ჩავიდა. აქ წმიდა ავტონომეს
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მღვდელმოწამე იულიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ ანკვირიის მახლობლად. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მან თავის ორმოც თანამოაზრესთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ გალატიის ოლქის მმართველმა შეიტყო, შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გააფთრებულებმა, გააშიშვლეს იგი და გახურებულ რკინის ცხაურზე დააყენეს, მაგრამ როცა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, ანგელოზმა ცეცხლის მხურვალება განაქარვა და მოწამე უვნებელი დარჩა. მმართველის შეკითხვაზე, თუ ვინ იყო იგი და როგორ დაშრიტა ცეცხლი, ნეტარმა მიუგო: „მე ღვთისმსახური ვარ!" ჯალათებმა მოიყვანეს იულიანეს მხცოვანი დედა და დაემუქრნენ, რომ თუ ძეს მსხვერპლშეწირვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. ცნობილია, რომ იგი დაიბადა ალექსანდრიაში. მხურვალე ქადაგებებითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი მამა საშინლად სძულდათ ალექსანდრიელ წარმართებს. ერთ-ერთი ქადაგების დროს ისინი გარს შემოერტყნენ ნეტარს და შეიპყრეს. წმიდა მღვდელმთავარს წინააღმდეგობა არ გაუწევია. უსჯულოებმა სასტიკად გვემეს იგი, ეკლის გვირგვინი დაადგეს თავს, ქალაქში დაატარებდნენ და დასცინოდნენ, შემდეგ ზღვის ნაპირას აღმართულ კლდეზე აიყვანეს და მორევში ჩააგდეს. უეცრად ქარი ამოვარდა და ტალღებმა უფლის სათნომყოფელი უვნებლად გამორიყა ნაპირზე. გაოგნებულმა უღმრთოებმა ნეტარი თეოდორე ქალაქის თავს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა კი ბრძანება გასცა, სასტიკად ეწამებინათ იგი. მხნე აღმსარებლის ბაგეებს ლოცვის გარდა არც ერთი სიტყვა არ დასცდენია. ბოლოს უღონოქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი (სხვა ცნობით - იკონიელი) ეპისკოპოსი იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) ზეობაში ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ნებით გამოცხადდა იკონიის მმართველთან, ამხილა იგი კერპთმსახურებაში და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის წმიდა კორნუტი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ფეხებზე ბორკილები დაადეს. ქალაქის ქუჩებში დაატარებდნენ ხალხის დასაცინად. ნეტარს სისხლი ღვარად სდიოდა ფეხებიდან. ბოლოს წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს (ბერძნულ თვენსა და სხვა წყაროებში მღვდელმოწამე კორნუტი კურნუტის სახელით იხსენიება. იხ. 17 აგვისტოს საკითხავიც).
|
|