წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ გააფთრებული ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, ზეგარდმო შეწევნით, წმიდანი ცოცხალი დარჩა. მაშინ უღმრთოებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული (+დაახლ. 130). კოდრატეს წმიდა ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს. ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.
|
მღვდელმოწამენი: იპატი, ეფესოს ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი VIII საუკუნეში ეწამნენ ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. სიყმაწვილეში წმინდანები ერთად სწავლობდნენ მონასტერში. შემდეგ იპატი ბერად აღიკვეცა, ანდრია კი ხუცესად იკურთხა და გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს ქრისტიანულ სარწმუნოებაში. როცა ლეონ ისავრიელის დროს ხატთაყვანისმცემელთა დევნა დაიწყეს, წმიდა იპატი და ანდრია მტკიცედ აღდგნენ ხატთაყვანისცემის დასაცავად. იმპერატორმა, რომელსაც სურდა, გადაებირებინა წმიდანები, ხატთაყვანისცემის შესახებ დისპუტი მოაწყო. იპატიმ და ანდრიამ შეძლეს, დამაჯერებლად დაეცვათ ხატების მართლმადიდებლური თაყვანისცემა. მარტვილები შეიპყრეს და დიდხანს საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული - იმედოვნებდნენ, რომ ასე მაინც შეაცვლევინებდნენ აზრს, მაგრამ უფლის რჩეულები არ მოტყდნენ. მაშინ უღმრთო თვითმპყრობელმა წ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მღვდელმთავრები ისააკი და მელეტი კვიპროსის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მათ სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მამები სხვადასხვა წელს, მაგრამ ერთ დღეს გარდაიცვალნენ.
|
წმიდა მოწამე ევსები ფინიკიაში ეწამა ქრისტესთვის. უღმერთოებმა იგი მახვილით განგმირეს.
|
წმიდა მოწამე პრისკე ფრიგიაში ცხოვრობდა. თავისი ქადაგებით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც უღმრთოებმა სასტიკად აწამეს, დაბოლოს, თავი მოჰკვეთეს.
|
წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი (ერობაში - დანიელ საბას ძე ტუპტალო), 1651 წლის დეკემბერში დაიბადა კიევის მახლობლად მდებარე დაბა მაკაროვოში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან განათლება კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიიღო, 1668 წლის 9 ივლისს კი ბერად აღიკვეცა და დიმიტრი დაერქვა (დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად). 1675 წლის 23 მაისს წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. 1701 წელს მამა დიმიტრი კეთილმსახური ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ტობოლსკის მიტროპოლიტად აკურთხეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მოსკოვში დარჩა და მალე როსტოვის მი
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს. ევსტათი ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს წმიდანს ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველმყოფელი ჯვრის ნიში გაბრწყინდა ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებით. „პლაკიდა, რაჲსა მდევნი მე?" - ჰკითხა მაცხოვარმა. შე
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ერთხელ ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ყველგან თავაშვებული ღრეობა იყო გამართული. ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი მწუხარებით შესცქეროდნენ ამ ხმაურიან, უსჯულო ზეიმს და უფალს ევედრებოდნენ, ცხონების გზაზე დაეყენებინა გონდაბინდულები. ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა წმიდანები შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ. საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე კი სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილ ფრიგიის მმართველ დიონისესთან გაგზავნეს. უღმრთო დიონისემ ვერანაირი ძალისხმევით ვერ შეძლო ახოვანი ქრისტიანის მოდრეკა - წმიდანი ფსალმუნის ამ სიტყვებს იმეორებდა მხოლოდ: „მრავალ არიან ჭ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ერთხელ, ნადირობის დროს, კილიკიის მმართველი დომენტიანე გადააწყდა ბერს, რომელიც მშვიდად და ალერსიანად საუბრობდა გარსშემორტყმულ მხეცებთან. მონადირეთა დანახვაზე მხეცები დაფრთხნენ და დაიფანტნენ. ბერს ჰკითხეს, ვინ იყო და ამ უდაბნოში რატომ ცხოვრობდა, მან კი მიუგო, ზოსიმე მქვია, ქრისტიანი ვარ და ქალაქში იესო ქრისტეს მტრების გვერდით ყოფნას ნადირებთან ცხოვრება მირჩევნიაო. დომენტიანე დაემუქრა: „თუ ნაზარეველს ეთაყვანები, ნაზარეთში სახალხოდ სასტიკად გაწამებ და ქრისტეს უარყოფასაც გაიძულებო", შემდეგ კი წმიდანს ჰკითხა, რა ძალით ათვინიერებდა ველურ ცხოველებს. მოხუცმა მიუგო: „მე - ქრისტიანი ვარ და ყოველი სული ქრისტეს ემორჩილება". უღმრთოებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებელი მამა, ნაზარეთში წაიყვანეს და სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, კისერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა კეთილმსახური მთავრის, თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა, დავითისა და კონსტანტინეს შესახებ იხილეთ 5 მარტის - წმ. მთავრების ნაწილთა აღმოყვანების დღის - საკითხავში. 19 სექტემბერს ეკლესია მათ მიცვალებას აღნიშნავს (XIII-XIV).
|
|