წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა". მოციქულთა თ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი კოპრე თეოდოსი დიდის სავანის ბერებმა ნეშომპალის (ბერძნულად - „კოპრია") გროვაზე იპოვეს პალესტინაში. აქ იგი ახალშობილი დატოვა დედამ, რომელიც მომხდურ სპარსელებს გაურბოდა. მამებმა მონასტერში მიიყვანეს ჩვილი, კოპრე დაარქვეს და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. შემდგომ ნეტარი მონაზვნად აღიკვეცა და მთელი ცხოვრება მშობლიურ სავანეში გაატარა. უფლის რჩეულმა სათნოებათა მწვერვალს მიაღწია და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო, მიიცვალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში (+დაახლ. 530).
|
წმიდა სტეფანე სერბელი, სტეფანე ნემანის (ხს. 13 თებერვალს) ძე, სერბეთის მეფე იყო. სიკვდილის წინ ნეტარი ბერად აღიკვეცა სვიმეონის სახელით და 1224 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
|
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი, წმიდა სტეფანე სერბის ძე, შვიდი წელი განაგებდა ქვეყანას. იგი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა სნეულებზე, მწირებსა და გლახაკებზე. ნეტარმა მილეშოვოში ააგო მონასტერი, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1239 წელს. დაკრძალულია იქვე.
|

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი", მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა", ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსნი: ქსანთიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და ესპანეთში ცხოვრობდნენ მოციქულთა დროს. ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლების შესახებ ნეტარებს პირველად წმიდა პავლესგან ესმათ. ღირსმა ქსანთიპამ მეუღლესთან, პროვოსთან ერთად მიიღო ქრისტიანობა, პოლიქსენია კი წარმართად დარჩა. მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ერთმა მამაკაცმა ძალით წაიყვანა იგი საბერძნეთში. უფალმა წმიდანი უვნებლად დაიცვა. ხომალდზე მან პეტრე მოციქულის ქადაგება მოისმინა და ირწმუნა ქრისტე. საბერძნეთში რომ ჩავიდა, პოლიქსენიამ ქრისტიანებს სთხოვა მფარველობა და დახმარება, მათაც აქაიის ოლქის ქალაქ პატრასში გადამალეს ნეტარი, სადაც მან თავად ანდრია პირველწოდებულის ხელით ნათელიღო. ღირსი დედა შეესწრო მოციქულის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მის წამებასაც დაესწრო და იხილა, თუ როგორი სიმშვიდით ითმენდა სასტიკ სატანჯველებს. ანდრია პირვე
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა მოწამე ირიადა 5 სექტემბერსაც იხსენიება რაისას სახელით. მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული.
|
წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესი, პეტრე და ანტონინე აფრიკაში ეწამნენ მრისხანე იბრაჰიმის მმართველობის დროს. იბრაჰიმმა სიცილიის ქალაქ სირაკუზის აღებისა და მოოხრების შემდეგ ტყვედ ჩაიგდო იოანე და მისი ორი ძე, პეტრე და ანტონინე, რომლებიც იძულებით განსწავლა არაბულ ენასა და მეცნიერებებში. როცა ჭაბუკები წამოიზარდნენ, სიბრძნისა და კეთილმსახური ცხოვრების გამო მმართველმა იმდენად შეიყვარა ისინი, რომ ანტონინე თავის ნათესავად გამოაცხადა, პეტრე კი მსახურთუხუცესად დაადგინა. როცა იბრაჰიმმა გაიგო, რომ ყმაწვილები ფარული ქრისტიანები იყვნენ, იგი ენით აღუწერელმა მრისხანებამ შეიპყრო და ბრძანა, რკინის ხუნდებით შეებორკათ და დაუნდობლად ეგვემათ უფლის რჩეულები. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ანტონინე ვირზე შესვეს, ქამრებით დააკრეს ზედ და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით შემოატარეს ქალაქი. მარტვილი მოთმინებით იტანდა შ
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა წინასწარმეტყველი იონა, მცირე წინასწარმეტყველთაგანი ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ: „აღმიქჳთ და
...
კითხვის გაგრძელება »
|

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს. ცნობები წმიდანის შესახებ 22 ივლისის საკითხავშია ჩართული.
|
წმიდა იონა ხუცესი, მამა თეოფანე კანონმთქმელისა (ხს. 11 ოქტომბერს) და თეოდორესი, გამომეტყველთა (ხს. 27 დეკემბერს), პალესტინელი იყო. იგი კეთილმსახურებით და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იონა დამკვიდრდა ღირსი საბა განწმედილის (ხს. 5 დეკემბერს) ლავრაში, სადაც ადრე მისი ძეები მოღვაწეობდნენ და იქ შევედრა ლოცვითა და მარხვით განწმედილი სული უფალს.
|
წმიდა მოწამე ფოკა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპიდან იყო. მას ქალაქის ბჭეებთან, ზღვის პირას პატარა ბაღი ჰქონდა გაშენებული და მოკრძალებით ცხოვრობდა: ხილს ყიდდა და აღებული საზღაურით თავსაც ირჩენდა, გლახაკებსაც ეხმარებოდა და მწირებსაც უმასპინძლდებოდა. წმიდანის ღვთისმოშიშება ირგვლივ მყოფებზე კეთილ გავლენას ახდენდა: მრავალმა უსჯულომ დაუტევა კერპთაყვანისმცემლობა და მიიღო ქრისტიანობა. ოლქის მმართველმა ბრძანა, შეეპყროთ წმიდა ფოკა და „თვინიერ საშჯელისა და სიტყჳსგებისა" მოეკლათ იგი. წმიდანი შემთხვევით თავად შეხვდა წარმოგზავნილებს, ისე, რომ ვინაობა არ გაუმხელია, გულღიად უმასპინძლა და ღამეც გაათევინა. ღამით ნეტარი ბაღში გავიდა, კუბო შეამზადა თავისთვის, საფლავიც გაითხარა და განკარგულება გასცა, სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინათ. დილით ფოკამ სტუმრებს
...
კითხვის გაგრძელება »
|
მართალი პეტრე, მეზვერედ ყოფილი აფრიკაში ხარკის ამკრეფთა მთავარი იყო იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეობისას. ერთხელ მან პურის ნატეხი ესროლა გლახაკს, რომელმაც მოწყალების თხოვნით თავი მოაბეზრა. ღამით პეტრემ სიზმრად იხილა, თითქოს მიიცვალა და ანგალოზები მის საქმეებს მართლმსაჯულების სასწორზე წონიდნენ. კეთილი საქმეების პინაზე არაფერი იყო დასადები გლახაკისთვის სიბრაზისგან ნასროლი პურის ნატეხის გარდა, მაგრამ ამანაც კი გააჩერა ბოროტი საქმეების პინა, რომელიც უკვე დაბლა ეშვებოდა. პეტრე მიხვდა სიზმრისეული ჩვენების მნიშვნელობას, შეინანა და სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი. ამიერიდან იგი გულუხვად ეხმარებოდა გლახაკებს. ერთხელ ნეტარს ძილში იესო ქრისტე წარმოუდგა. იგი იმ სამოსელში იყო ჩაცმული, რომელიც პეტრემ ოდესღაც მათხოვარს უბოძა. მაშინ პეტრემ მთელი ქონება უპოვრებს დაურიგა და ერთ მონას უბრძანა, თვითონ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი კოზმა ზოგრაფელი ბულგარეთიდან იყო. სიჭაბუკეში მან თავი აარიდა ქორწინებას და მშობლებისგან ფარულად მიაშურა ათონის მთას. ნეტარი ათონის ზოგრაფის სავანეში მორჩილად მიიღეს. დიდმა ხანმა განვლო, სანამ იგი ბერად აღიკვეცებოდა, რის შემდეგაც ეკლესიარქად დაადგინეს. ხარების დღესასწაულზე ვათოპედის მონასტერში ღვთისმშობელმა ინება, ხილულად გაეცხადებინა კოზმასთვის, თუ როგორ ზრუნავდა თავის წილხვედრ მიწაზე. წინამძღვრის კურთხევით კოზმა უდაბნოში გავიდა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. სიკვდილის წინ წმიდა კოზმა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა, მადლობა შესწირა ღმერთს და მშვიდად მიიძინა. უფალმა სასწაულებრივ განადიდა თავისი რჩეული. მისი დაკრძალვის დღეს გამოქვაბულთან თავი მოიყარა უამრავმა მხეცმა და ფრინველმა, რომლებიც თითქოს გრძნობდნენ წმიდა მთის დანაკლისს, ტყიდან ისმოდა ცხოველთა და ფრინველთა მგლოვიარე ხმები. ეს მოხდა 1
...
კითხვის გაგრძელება »
|
|