მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 31


წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან უარისა მონასტერი".

გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 788 | დაამატა: mores | თარიღი: 31.10.2011 | კომენტარები (0)


წმიდა წინასწარმეტყველი იოველი ქრისტეს შობამდე რვაასი წლის წინ ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის მოოხრება. წინასწარ განჭვრიტა ისიც, რომ მაცხოვრის მეოხებით სულიწმიდა გარდამოვიდოდა „ყოველსა ზედა ჴორცსა" (იოველი, 2; 28-32).

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 837 | დაამატა: mores | თარიღი: 31.10.2011 | კომენტარები (0)


რომის იმპერიაში, უკეთური მაქსიმიანეს მეფობის დროს (დაახ. 307 წ.), ეგვიპტის მთავარ ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი მხედარი, სახელად უარი. იგი კერპთაყვანისმცემლების შიშით გარკვეულ დრომდე მალავდა თავის ქრისტიანობას, მაგრამ შემდგომში ყველას წინაშე განაცხადა თავისი რწმენა.

იმ დროისათვის მაქსიმიანემ წამოიწყო ქრისტიანთა დევნა და მთელს თავის სამფლობელოში გასცა ბრძანება, დაეხოცათ ყველა ქრისტიანი, რომლებიც უარს იტყოდნენ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. მიაღწია ამ ბრძანებამ ეგვიპტემდეც და უმოწყალოდ იღვრებოდა მრავალი მორწმუნის უდანაშაულო სისხლი. ამ დროს უარი ღამღამობით, მცველების მოსყიდვით შედიოდა საპყრობილეებში, ამბორს უყოფდა წმიდა მოწამეთა ბორკილებს, ჰბანდა ჭრილობებს, მიჰქონდა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 758 | დაამატა: mores | თარიღი: 31.10.2011 | კომენტარები (0)

ნეტარი კლეოპატრა პალესტინაში, თაბორის მთის მახლობლად მდებარე სოფელ ედრაში დაიბადა, იგი წმიდა მოწამე უარის თანამედროვე იყო და, ღვთის ნებით, მის მარტვილობას შეესწრო. როცა უარს სული აღმოხდა, ჯალათებმა მისი წმიდა ცხედარი ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, კლეოპატრამ კი შუაღამისას ძესთან და ერთგულ მსახურებთან ერთად იგი შინ წაასვენა. მალე კეთილმსახურმა ქვრივმა მოწამის წმიდა ნაწილები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი თავისი მეუღლის ნეშტად გაასაღა, მთავრობის ნებართვით თავის სამშობლოში გადაასვენა, საგვარეულო სასაფლაოზე წმიდა უარის სახელობის ტაძარი ააგო და მღვდელმსახურთა დასისა და ურიცხვი ერის თანდასწრებით სიწმიდე შიგ დააბრძანა.

კლეოპატრა შვილის სამეფო კარზე მსახურებაზე ოცნებობდა, მაგრამ იოანე უცებ ავად გახდა და გარდაიცვალა. სასოწარკვეთილმა დედამ სირბილით მიაშურა წმიდა უარის ტაძარს, მისი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 767 | დაამატა: mores | თარიღი: 31.10.2011 | კომენტარები (0)

მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი ქრისტეს აღსარებისთვის IV საუკუნის პირველ ნახევარში, საპორ II-ის ზეობისას დასაჯეს სიკვდილით ასოცდარვა მართლმორწმუნესთან ერთად. მათ შესახებ მოთხრობილია 20 თებერვლის საკითხავში.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 771 | დაამატა: mores | თარიღი: 31.10.2011 | კომენტარები (0)

ღირსი იოანე რილელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბულგარეთში, მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ სრედეციდან (სოფია) ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქ ტირნოვოში 1238 წლის 19 ოქტომბერს იქნა გადასვენებული. წმიდანის ცხოვრება 18 აგვისტოს საკითხავშია ჩართული.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 835 | დაამატა: mores | თარიღი: 31.10.2011 | კომენტარები (0)