წმიდა მოციქული ფილიმონი და მეუღლე მისი აპფია ფრიგიის ქალაქ კოლოსეში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულის ხელით ნათელიღეს, წმიდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს: „ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა" (ფილიმ. 1, 1-3). წმიდანები ფილიმონი, აპფია და წმიდა მოციქული არქიპო მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა. გავიდა ხანი. შიოს მშობლები
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326), კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიკინიუსის დროს (307-324) იგი წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. კვიპროსის მთავარმა, საბინმა, ბრძანა, ეპისკოპოსი შეეპყროთ. ეს რომ წმიდანმა გაიგო, თვითონ გამოცხადდა მასთან და უთხრა: „მე ვარ ის, ვისაც ეძებ, მოვედი, რათა ვაღიარო ქრისტე ღმერთი”. მთავრის ბრძანებით თეოდოტე უმოწყალოდ სცემეს, ხეზე მიაბეს, ბასრი დანებით დასერეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ხუთი დღის შემდეგ მოწამე ისევ მიჰგვარეს საბინს, რომელმაც კვლავ სარწმუნოების გამოცვლა მოითხოვა მისგან. თეოდოტეს ქრისტეს ქადაგება არ შეუწყვეტია. ჯალათებმა წმიდანი რკინის მესრებზე დააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს, შემდეგ ფეხებზე ლურსმნები გაურჭვეს და სიარული აიძულეს. წმიდა თეოდოტეს წამების მოწმენი, მისი მოთმინებითა და ღვთივსულიერი ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსმოწამე ევდოკია (+160-170) იყო სამარიტელი, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში. ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეხალა და იგრძნო, რომ ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა მის სულს. კათაკმევლად დადგინებისა და გამოცდის შემდეგ ილიოპოლისის ეპისკოპოსმა თეოდოტიმ ევდოკია მონათლა. ახალნათელღებულმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მონასტერს მიაშურა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოციქული ონისიმე (სამოცდაათთაგანი), ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა, შემდეგ კი ნათელ-სცა მას. ახალნათელღებული შვილივით ემსახურებოდა პყრობილ წმიდანს. პავლემ, რომელიც პირადად იცნობდა ფილიმონს, ონისიმეს წერილი გაატანა მასთან და სიყვარულით სთხოვა, შეეწყალებინა შეცოდებული მონა და ძმასავით მიეღო იგი. ფილიმონმა (ხს. 4 იანვარს, 19 თებერვალს და 22 ნოემბერს) ამ წერილის პასუხად არა მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა ილარიონ ქართველი (ერობაში - იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იესე ბიძამ ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა მონასტერში. მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლების გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა-კურთხევისთვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა, ურჩია: „შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის სათნო ღვაწლში, სრულ მდუმარებაში და კურნების ნიჭიც მიემადლა, მაგრამ ადამიანთა მოდგმის მტერი არ ცხრებოდა და ათასგვარი საცდურით ცდილობდა მის მონადირებას. ერთხელ, ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შესძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც, ვისი კეთილმსახურების ამბავიც მთელს ქალაქს მოედო. იგი წმიდა მამის კელიას ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი ითხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეივრდომა. მაგრამ აი, ცბიერმა სტუმარმა სხვა, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა და მოსაგრის ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა
...
კითხვის გაგრძელება »
|
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ. ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ. ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
...
კითხვის გაგრძელება »
|
მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი მართალი და კეთილმსახური ცხოვრების გამო საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ქალაქ სებასტიის მაცხოვრებლებმა იგი ერთსულოვნად აირჩიეს თავიანთ ეპისკოპოსად. წმიდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის ხანა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელების, დიოკლეტიანეს (284-305) და ლიკინიუსის (307-324) მეფობის წლებს დაემთხვა. იგი განამტკიცებდა თავის სამწყსოს, საპყრობილეებში აკითხავდა ტუსაღებს, ამხნევებდა მარტვილებს. ბევრი ქრისტიანი თავს არიდებდა უსჯულოებს, უდაბურ და კრძალულ ადგილებში იხიზნებოდა. ვლასიც იძულებული შეიქმნა არგეოსის მთისთვის შეეფარებინა თავი და აქ, გამოქვაბულში განეგრძო ღვაწლი. ტყის ნადირები მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის (ხს. 23 მაისს) „დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისას ჭიმჭიმელისა შესხმა - მოთხრობა". იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება: 1) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ" მიტროფანე სმირნელისა; 2) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ" ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) „თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ" თეოფილაქტ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ნიკიფორე სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. ამავე ქალაქში მკვიდრობდა ხუცესი საპრიკიუსი. ნიკიფორეს და საპრიკიუსს ერთმანეთთან ისეთი გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ, რომ ბევრს ისინი ღვიძლ ძმებადაც კი მიაჩნდა. ერთხელ, ეშმაკის მანქანებით, განუყრელი მეგობრები წაჩხუბდნენ და უწინდელი მხურვალე სიყვარული საშინელი სიძულვილით შეეცვალათ. ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და მეგობრების მეშვეობით შენდობა სთხოვა საპრიკიუსს, მაგრამ მას არ სურდა პატიება. მაშინ ნიკიფორე თვითონ მოვიდა ყოფილ მეგობართან და მდაბლად ითხოვა შენდობა, მაგრამ საპრიკიუსი შეუბრალებელი იყო. ამ დროს იმპერატორებმა ვალერიანემ (253-259) და გალიენმა (260-268) ქრისტიანთა დევნა წამოიწყეს. სამსჯავროს წინაშე წარმდგარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად დანიშნეს. წმიდანი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთე
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა - ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი. დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი. თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. მამამისი კახეთის თავადი იბად ვაჩნაძე იმ დროისათვის ცნობილი კაცი იყო. მან შვილს სამეცნიერო და საღვთისმეტყველო განათლება მიაღებინა. სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნე „ბრძენი და მეცნიერი" არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და „მოძღვარი სამეცნიერო". წმიდა არსენმა დააარსა ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში. სრული ბიოგრაფიული ცნობებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში (ძველი სახელწოდება – პანორმი) მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ ქრისტიანი ქალწული. წმიდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დააბინავეს, რომელსაც ხუთი ასული ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ აღათია ნაირ-ნაირი ტანსაცმლებით, საჭმელ-სასმელით, გასართობებით ეცდუნებინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო არანაირ ფანდებზე არ ეგებოდა, ზიზღით უარყოფდა ყოველგვარ სიტკბოებას და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი ევაგრე მონაზვნად აღკვეცამდე ციხედიდის მთავარი იყო. ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე იყო.ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა ერთ გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით, „კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშისცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა” (ლკ. 2,25). მისდა უწყებულ იყო სულისგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას – განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა. ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით, მან მწიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღმრთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი. ამით თავის სახელგანთქმულ წინგსაცავსაც გაამდიდრებდა და ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებდა - იმხანად ეგვიპტეში გადახვეწილ ებრაელებს თითქმის დავიწყებოდათ მშობლიური ენა. პტოლემეოსმა იერუსალიმში ელჩობა წარგზავნა და მღვდელმთავარ ელეაზართან დიდი ძღვენი და წერილი გაატანა. სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის საღმრთო წიგნები და სჯულ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანი, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: „ვერავინ განდევნის ტრიფონის გარდა”. როცა მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: „არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!” და დატოვა ასული. გახარებულმა გორ
...
კითხვის გაგრძელება »
|
1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დასდეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა. მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიოორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად 18 წლის თამარი იქცა. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო „მზე მზეთა და ნათელი ნათელთა". სახელმწიფოს კარის გარიგების დაცვით ღირსმა და მადლმოსილმა მეუფემ, ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირის ძემ და რაჭისა და თაკვერის ერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 49 50 51 52 53 » |