წმიდა სამეოცთაგანნი მოციქულნი, არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლის დასაწყისში იგი წერს: „ფილიმონს საყუარელსა და თანა შემწესა ჩუÅნსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოსს, თანამოსაგრესა ჩუÅნსა." არქიფო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში. იმპერატორ ნერონის (54-680 დროინდელ დღევნულობის ჟამს მოციქულები არქიფო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 1015 |
დაამატა: mores |
თარიღი: 02.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე, ისიხი და ასკილიპიოდოტა ადრიანოპოლში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ქალაქში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მაქსიმე, თეოდოტი და ისიხი ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილი მარტვილები მხეცებისგან უვნებლად იქნენ დაცულნი და ჯალათებს ხელით აღესრულნენ.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 884 |
დაამატა: mores |
თარიღი: 02.03.2012
| კომენტარები (0)
|
ღირსი აღმსარებლები: ევგენი და მაკარი ანტიოქიის ტაძრის ხუცესები იყვნენ. ერთხელ, ივლიანე განდგომილის ზეობისას (361-363), მათ წარმართულ ორგიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რისთვისაც სამსჯავროზე წარადგინეს. ხუცესებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი განდგომილებაში და ახოვნად დაითმინეს სასტიკი სატანჯველები. ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. აქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო. წმიდანებმა ლოცვის ძალით შემუსრეს ურჩხული. აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა ნეტარი მამების ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 872 |
დაამატა: mores |
თარიღი: 02.03.2012
| კომენტარები (0)
|
ღირსი დოსითეოზი, წმიდა ამბა დოროთეს (ხს. 5 ივნისს) მოწაფე, VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარ წარჩინებულ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელ მან მოისმინა თავისი მხედარმთავარი ბიძის მონათხრობი წმიდა ქალაქის, იერუსალიმის შესახებ და ძალიან მოუნდა იქაურობის მონახულება. მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსემანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსითეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულ აუხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა, „როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს?" პასუხად მიიღო: „იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ლოცვას უმატე!" ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო. წმიდანმა დიდხანს ეძება იგი, მაგრამ ამაოდ – დიდებული ქალბატონი თავად ღვთისმშობელი იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 875 |
დაამატა: mores |
თარიღი: 02.03.2012
| კომენტარები (0)
|
ღირსი რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და წმიდა წინასწარმეტყველის ელიას (ხს. 20 ივლისს) და იოანე ნათლისმცემლის (ხს. 7 იანვარს) მსგავსად მთებსა და უდაბნოებში მოსაგრეობდა. შემდგომში წმიდანი ფილიკიაში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით. იმპერატორმა ზენონმა ღირს რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად. ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოსაგრე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) ზეობისას, ღირსი რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 919 |
დაამატა: mores |
თარიღი: 02.03.2012
| კომენტარები (0)
|
ღირსი კონონი კილიკიაში დაიბადა. ის ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა მდინარე იორდანის ნაპირას მდებარე პენტუკლის მონასტერში და იქვე ეკურთხა მღვდლად. იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ შეიტყო მკაცრი მოღვაწის შესახებ და ხალხს აგზავნიდა ხოლმე მასთან ნათლისღებისთვის. ღირსი კონონი ნათლავდა მომსვლელებს და მირონს სცხებდა მათ, მაგრამ ქალების მონათვლას ერიდებოდა და თავს იკავებდა. წმიდა მამას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ ცდუნებებთან ბრძოლაში ლოცვებით შეეწეოდა. ერთხელ სპარსეთიდან მოსანათლად მოვიდა მომხიბლავი ასული, ღირს კონონს ვნება მოეძალა, ვერ შეძლო ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება. მოსაგრემ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სავანე, მაგრამ გზად კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა: „დაბრუნდი შენს მონასტერში, მე დაგეხმარები ცდუნებათაგან განთავისუფლებაში". ღირსი კონონი შეეცადა შეპასუხებოდა, ეუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 877 |
დაამატა: mores |
თარიღი: 02.03.2012
| კომენტარები (0)
|
![]() ღირსმოწამე ფილოთეა (ერობაში - რიგულა) ღვთისმოყვარე მშობლების ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. იგი ათენში დაიბადა 1522 წელს. როცა კეთილმსახურებაში აღზრდილმა ასულმა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი გაათხოვეს. რიგულას მეუღლე, ურჯულო და უხეში კაცი ხშირად სცემდა და ტანჯავდა ცოლს. ქალი მოთმინებით იტანდა შეურაცხოფას და ევედრებოდა უფალს, გონს მოეყვანა მისი ქმარი. სამ წელიწადში წმიდანი დაქვრივდა, რის შემდგომაც მან დაიწყო მკაცრი მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და ღამისთევებით. წმიდა მოსაგრემ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქალთა მონასტერიც დააარსა და მის მკვიდრთაგან პირველმა თავად შეიმოსა მონაზვნობა ფილოთეას სახელით. ამ დროს საბერძნეთი თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. მრავალი ათონელი ქალი მტ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 930 |
დაამატა: mores |
თარიღი: 02.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა დაახ. 1510-15 წლებში, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. სამეფო გვარისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და სიბრძნე, მონაზვნური მორჩილება და ღმერთზე მინდობის უდიდესი სათნოება საოცრად იყო შერწყმული წმიდა ნიკოლოზში. ღვთის განგებით იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. „ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათოლიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კჱ (28), დღესა შაბათსა", - ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრებაში". წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმიდა კათოლიკოსმა მეტეხ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 961 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია – წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წლს, კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცესა და შეურყევლობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნებას მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალებლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-სთან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 937 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი წმიდა მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) და მისი დის, კეთილმსახური დედოფლის პულხერიას (+453; ხს. 10 სექტემბერს) ზეობისას განაგებდა ეკლესიას. ამ დროს ქრისტეს სამწყსოს ერთობას მომწამლველმა ერეტიკულმა სწავლებებმა საფრთხე შეუქმნა. 448 წელს, მღვდელმთავარ ფლაბიანეს ძალისხმევით, კონსტანტინეპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც განიხილა და დაგმო ევტიქის ერესი, თავის ცდომაზე ჯიუტად მდგარი მღვდელმსახური კი ეკლესიიდან განკვეთა და ხარისხი აჰყარა. მწვალებელს ძლიერი მფარველი ჰყავდა იმპერატორთან დაახლოებული საჭურისის, ქრისანთის სახით. ამ უკანასკნელმა ინტრიგების მეშვეობით ევტიქის მხარეს გადმოიბირა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე და იმპერატორისგან გამოითხოვა ნებართვა ეფესოში კრების მოწვევისა, რომელიც შემდგომ „ავაზაკთა კრების" სახელით გახდა ცნობილი. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 862 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სინადელი ეპისკოპოსი კაბადოკიაში დაიბადა იმპერატორების დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. მისი მშობლები ქრისტიანები იყვნენ. წმიდანი სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა, სადაც მკაცრი მარხვის, ლოცვის და სავანის ძმების მსახურების ღვაწლი იტვირთა. გულმოდგინე მოღვაწეობისათვის უფალმა აღაპიტეს სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა. როცა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) წმიდანის დიდი ფიზიკური ძალის შესახებ შეიტყო, ბრძანა, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, სამხედრო სამსახურში გაემწესებინათ იგი. ლიკინიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აღაპიტე შეუერთდა წმიდა მოწამეებს: ვიქტორს, დორიტეს, თეოდულეს და აგრიპას, მაგრამ ცოცხალი დარჩა. მტარვალი იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, თავი დაეღწია არმიაში მსახურებისათვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 876 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმიდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან. წმიდა თეოდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 895 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი" ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 915 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
ღირსი მარიამი ფილიპე მოციქულის (ხს. 14 ნოემბერს) და იყო. წმიდა ქალწული თავის ძმასა და ბართლომე მოციქულს (ხს. 11 ივნისს) ახლდა თან და მქადაგებლურ მოღვაწეობაში ეხმარებოდა. ფრიგიის ქალაქ ივრაპოლში წმიდანები შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ფილიპე ვერ გადაურჩა წარმართთა შურისგებას, იგი ჯვარზე აღესრულა, მარიამი და ბართლომე კი გაანთავისუფლეს. ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად, წმიდა მარიამი კი ლუკაინიაში (მცირე აზია) ქადაგებდა და აქვე აღესრულა მშვიდობით.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 973 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა მოწამე მინა კალიკელადი (მჭევრმეტყველი) წმიდა ერმოგენთან და ევგრაფთან (ხს. 10 დეკემბერს) ერთად აღესრულა დაახლოებით 313 წლს. წმიდანი ბასილი მაკედონელის (867-886) ზეობისას ძილში გამოეცხადა ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს და მიანიშნა თავისი ცხედრის ადგილსამყოფელზე. ამ ჩვენების მიხედვით, მისი წმიდა ნაწილები მოიპოვა მხედართმთავარმა მარკიანემ.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 936 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი დონელი კაზაკების ჩამომავალი იყო. იგი ჯერ ხუცესად მსახურობდა ყაზანში, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის არქიმანდრიტად იქნა დადგენილი. 1589 წელს ერმოგენს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი და იგი პირველი ყაზანელი მიტროპოლიტი გახდა. წმიდანის ყაზანში მსახურების წლებში მოხდა ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინება. 1606 წლის 3 ივლისს წმიდა ერმოგენი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა. წმიდა ერმოგენის პატრიარქობის წლებს დაემთხვა რუსეთში ცრუ-დიმიტრისა და პოლონეთის მეფის, სიგიზმუდ III-ის შემოჭრა. წმ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 895 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა ავქსივიუსი მდიდარ რომაელთა შვილი იყო. მშობლებმა ყმაწვილს კარგი საერო განათლება მიაღებინეს, რის შემდეგაც მის დაქორწინებას აპირებდნენ. როცა ეს შეიტყო, ავქსივიუსმა ფარულად დატოვა სახლი, კუნძულ კვიპროსს მიაღწია და ქალაქ სოლონის მახლობლად დასახლდა. ღვთის ნებით, აქ წმიდანი შეხვდა წმიდა მოციქულსა და მახარებელს მარკოზს, რომელმაც ქალაქ სოლონის ეპისკოპოსად დაადგინა იგი, თვითონ კი ალექსანდრიას მიაშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. წმიდა ავქსივიუსი ქალაქის დასავლეთ კარიბჭესთან, ზევსის წარმართული ტაძრის მახლობლად დაემკვიდრა და თანდათანობით ქრისტიანობაზე მოაქცია იქაური ქურუმი და სხვა კერპთმსახურები. ერთხელ მღვდელმთავართან მოვიდა წმიდა ჰერაკლე, კვიპროსის ყოფილი ეპისკოპოსი, და ურჩია მას, სახარება საჯაროდ ექადაგა. მართლაც, ერთხელ ავქსივიუსი სავაჭ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 839 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
წმიდა მოწამე თეოდორე ბიზანტიელი კონსტანტინეპოლის მახლობლად დაიბადა. ბავშვობაში იგი გაამაჰმადიანეს, შემდეგ კი დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, რისთვისაც თურქებმა სასტიკად აწამეს და ბოლოს ჩამოახრჩვეს (+1795).
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 866 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|
ღირსი თეოდოსი გრიგოლ სინელის (ხს. 8 აგვისტოს) სულიერი შვილი იყო. წმიდა გრიგოლის მონასტერი შევიწროებული იყო ყაჩაღთა თავდასხმებით. იღუმენმა ღირსი თეოდოსი ბულგარეთის მეფესთან, ალექსანდრესთან გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. კეთილმსახურმა ხელმწიფემ უხვი შეწირულობანი გაიღო სავანის გალავნით შემოსაზღუდად და მონასტრისთვის ნახირიც შეიძინა. სამეფო კარზე უკანასკნელად ყოფნის დროს, თეოდოსისთან ერთად დიდებული მოვიდა და სთხოვა, ისიც თან წაეყვანა სავანეში. ეს იყო რომანოზი, რომელიც შემდგომ ღირსი მამის გულწრფელი და საყვარელი მოწაფე გახდა. გრიგოლ სინელის სიკვდილის შემდეგ თეოდოსიმ უარი განაცხადა წინამძღვრობაზე, რომანოზთან ერთად დატოვა მონასტერი და ქალაქ ტირნოვის მახლობლად საკუთარი სავანე დააარსა. წმიდა მამამ სახელი გაითქვა მართლმადიდებლური მოძღვრების ქა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება |
ნანახია: 930 |
დაამატა: mores |
თარიღი: 01.03.2012
| კომენტარები (0)
|