მთავარი » ქრისტიანული ცხოვრება

1. ღმერთო ჩემო, მინდა გავიხსენო შენი გულმოწყალება, ჩემზე ზეცით გადმოვლენილი, გავიხსენო და მადლი მოგაგო. დაე, აღივსოს შენდამი სიყვარულით „ყოველი ძვალი ჩემი" [1]; დაე, შეგღაღადონ: „უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ შემუსრე ჩემი საკვრელი; შენ შემოგწირავ მსხვერპლს ქებისას" [2]. ვიტყვი, თუ ვით შემუსრე ჩემი საკვრელი, რათა ყველამ, ვინც თაყვანს გცემს, წამოიძახოს: „კურთხეულია უფალი ცაშიაც და მიწაზედაც; დიდია და საკვირველი მისი სახელი" [3].

ჩემი გულის სიღრმეში ცოცხლობდნენ შენი სიტყვები; ტყვედ გყავდი მე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მარადისია შენი სიცოცხლე, მაგრამ ეს მარადისობა გამოცანად რჩებოდა ჩემთვის, რადგან „პირისპირ" კი არ ვხედავდი, არა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 908 | დაამატა: mores | თარიღი: 08.12.2011 | კომენტარები (0)

კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით".

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 875 | დაამატა: mores | თარიღი: 08.12.2011 | კომენტარები (0)

პირველი მცნება, რომელიც ღვთის მიერ კაცობრიობას მიეცა, სწორედ მარხვას მიემართება. მარხვა აუცილებელი იყო ჩვენთვის სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, და მით უფრო აუცილებელია ახლა, სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, რათა აღვასრულოთ ღვთის მცნება. ბიბლიის მრავალ წიგნშია მითითებული მარხვის მნიშვნელობა, მაგალითად, წინასწარმეტყველ იოველის წიგნში ნათქვამია: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი... ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა" (იოველი 2, 12-15).

უფალი ბრძანებს, რომ ცოდვილმა ადამიანებმა უ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 838 | დაამატა: mores | თარიღი: 28.11.2011 | კომენტარები (0)

შობის მარხვის დასაწყისი


კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 1035 | დაამატა: mores | თარიღი: 28.11.2011 | კომენტარები (0)

კეთილმსახური მეფის, წმინდა თამარის (ხს. 1 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირას) გარდაცვალების შემდეგ (1213 წ) ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქრისტიანულ საქართველოს. ამ დროიდან სრულიად საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ერთიანი სახელმწიფოს მეფეთ-მეფე შეიქმნა გიორგი IV, ზედსახელად ლაშა. „ლაშა აფსართა ენითა ბრწყინვალესა და მანათობელს ნიშნავს" - აღნიშნავს „ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი მინაწერი.

ლაშა-გიორგი დაიბადა 1192 წელს და თამარის სიცოცხლეშივე, დავით სოსლანის სიკვდილის შემდეგ (1207 წ), იქნა დასმული მის თანამოსაყდრედ, როდესაც ის ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, ხოლო სრულწლოვანების მიღწევისთანავე 1209 წელს დედამ მას ფორმალურად დაუთმო ტახტი და თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. 1210 წლიდან ლაშა-გიორგის სახელზე ფულიც კი იჭრებოდა, მაგრამ მის მიერ ერთპიროვნულად და სრულფასოვნად ტახტის მფლობელობა მხოლოდ წმინდა თამარის სიკვდილის შემდეგ იწყება.

ჭაბუკი მეფის გამოუცდელობის იმედით მისი გამეფებისთანავე მოხარკეები აიშალნენ და საქართველოსთვის ხარკის გადახდაზე უარი განაცხადეს, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 811 | დაამატა: mores | თარიღი: 13.11.2011 | კომენტარები (0)

მათ, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში მოხვედით, მისი ცხოვრებით ცხოვრობთ, ამ ხნის მანძილზე ხშირად მიგიმართავთ აღსარების საიდუმლოსთვის, შესაძლოა, ზედმეტად მოგეჩვენოთ კიდევ ერთი საუბარი ამ თემაზე. მაგრამ, შინაგანად მცხოვრები გამუდმებით უბრუნდება ამ თემას: რა არის აღსარება? როგორ მივიტანოთ ღვთის წინაშე აღსარება, რომელიც განმწმედი და მაცხოვნებელი იქნებოდა? მსურს, შევჩერდე აღსარების საკითხის ზოგიერთ მომენტზე.

პირველ რიგში, აღსარების თქმა ნიშნავს სიღრმემდე გახსნას, მთელი სულის გადმოღვრას. რასაკვირველია, ამის ბოლომდე აღსრულება არავის ძალუძს, რამეთუ თითოეულ სიღრმეს ახალი და ახალი სიღრმეების გახსნა მოჰყვება. მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია - ჩვენი გაგების, შემეცნების ფარგლებში რაც შეიძლება, ღრმად ჩავიხედოთ საკუთარი ცხოვრების წიაღში და რაც შეიძლება, მართლად, ძრწოლით ან მადლიერებით გავხსნათ ეს სიღრმეები ღვთის წინაშე.

მაგრამ აქ მაშინვე ისმის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 775 | დაამატა: mores | თარიღი: 12.09.2011 | კომენტარები (0)

ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!



კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 883 | დაამატა: mores | თარიღი: 24.04.2011 | კომენტარები (0)


ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღე დღესასწაულთა დღესასწაულისა.

„დაემხო ძალი, პირველ სისხლითა მთრვალი", შეიმუსრა ჯოჯოხეთი, განქარდა ბნელეთის ძლიერება და კაცობრიობა გათავისუფლდა ეშმაკის ტყვეობისაგან. „სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!"

ქრისტე აღდგა!

ეს საოცარი სიტყვები ანგელოზის მიერ პირველად მენელსაცხებლე დედებს ეხარათ, დედებმა მსწრაფლ აუწყეს მოციქულებს, მოციქულებმა - თავი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 1287 | დაამატა: mores | თარიღი: 24.04.2011 | კომენტარები (0)


საით მიხვალ, მხართა ზედა ასვენებულო, იესუ ტკბილო! საით მიხვალ ჩვენგან, სასოებაო და თავშესაფარო ჩვენო! სად მიეფარვი თვალთაგან ჩვენთა, ნათელო ჩვენო! ვითარ შევიცნობ შენს ჩასვენებას, მზეო დაუვალო!

ვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰჴსნა უხრწნელნი ჴორცნი შენნი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

ენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა რა სამოსელი გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან ნიკოდიმოსისთანა, და გიხილა რა შენ მკვდრად უსულოდ განშიშვლებული, გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა და ესრეთ იტყოდა: ჵ იესუ ტკბილო, ყო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 910 | დაამატა: mores | თარიღი: 23.04.2011 | კომენტარები (0)

რომელმან დაჰფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაჰფარეს ქუეყანასა ქუეშე შჳლთა მათ ზღჳსა ჰჴსნილთასა, ხოლო ჩუენ შემსხმელთაებრ ჴმა ვჰყოთ: უფალსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.

უფალო ღმერთო ჩემო, გალობასა განსვლითსა და ქებასა ეპიტაფიითსა გიგალობთ შენ, დაფლვითა შენითა განმხმელსა ცხოვრებისა შესავალთასა და სიკუდილითა მომკვლელსა სიკუდილისა და ჯოჯოხეთისასა.

ზე საყდართა ზედა და ქუე საფლავთასა შინა გიხილეს რაჲ ქრისტე ზესთა სოფლისათა და ქუენათა, განმგულისმსიტყუელნი შეირყეოდეს სიკუდილითა შენითა, რამეთუ ზესთა ბუნებისა იხილვებოდი მკუდრად, დასაბამი ეგე ცხვრებისაჲ.

რაჲთა დიდებითა შენითა აღავსო ყოველივე, შთაჰჴედ შენ სიღრმეთა ქუეშე ქუეყანისათა, რამეთუ არა დაგეფარა შენ ადამის შინაჲ არსებაჲ ჩემი და დაფლული განმაახლე მე განხრწნილი ესე, კაცთმოყვარე.

 

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 843 | დაამატა: mores | თარიღი: 23.04.2011 | კომენტარები (0)


მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 928 | დაამატა: mores | თარიღი: 23.04.2011 | კომენტარები (0)

რომელმან დაჰფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაჰფარეს ქუეყანასა ქუეშე შჳლთა მათ ზღჳსა ჰჴსნილთასა, ხოლო ჩუენ შემსხმელთაებრ ჴმა ვჰყოთ: უფალსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.

უფალო ღმერთო ჩემო, გალობასა განსვლითსა და ქებასა ეპიტაფიითსა გიგალობთ შენ, დაფლვითა შენითა განმხმელსა ცხოვრებისა შესავალთასა და სიკუდილითა მომკვლელსა სიკუდილისა და ჯოჯოხეთისასა.

ზე საყდართა ზედა და ქუე საფლავთასა შინა გიხილეს რაჲ ქრისტე ზესთა სოფლისათა და ქუენათა, განმგულისმსიტყუელნი შეირყეოდეს სიკუდილითა შენითა, რამეთუ ზესთა ბუნებისა იხილვებოდი მკუდრად, დასაბამი ეგე ცხვრებისაჲ.

რაჲთა დიდებითა შენითა აღავსო ყოველივე, შთაჰჴედ შენ სიღრმეთა ქუეშე ქუეყანისათა, რამეთუ არა დაგეფარა შენ ადამის შინაჲ არსებაჲ ჩემი და დაფლული განმაახლე მე განხრწნილი ესე, კაცთმოყვარე.

 

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 777 | დაამატა: mores | თარიღი: 23.04.2011 | კომენტარები (0)


დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 877 | დაამატა: mores | თარიღი: 22.04.2011 | კომენტარები (0)

აჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთჳს შიშთჳლ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგანს სენისა, რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა. არმედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ, კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

ღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 918 | დაამატა: mores | თარიღი: 21.04.2011 | კომენტარები (0)


დიდმარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა სათნოებათა აღსრულებისა.

დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ ქვეპერიოდად იყოფა. I პერიოდი - დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით სრულდება. II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის (ძირითადი) პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება. III პერიოდი კი ვნების შვიდეული გახლავთ.

აღდგომის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 1034 | დაამატა: mores | თარიღი: 20.04.2011 | კომენტარები (0)


თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში დამკვიდრდა აზრი, რომ ქართულმა ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება მიიღო IX საუკუნეში. მართლაც, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია, რომ მირონის კურთხევის ნება იერუსალიმის პატრიარქს გამოსთხოვა ეფრემმა.

ძველ ქართულ მწერლობაში კი სხვაგვარ აზრი იყო დამკვიდრებული, კერძოდ, მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ მიიღო ქალკედონის კრების - 451 წლის შემდეგ.

ეკურთხებოდა თუ არა ქართულ ეკლესიაში მირონი V ს-დან, ამ საკითხის გარკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ მეზობელ სომხეთსა და ალბანეთში არსებულ მდგომარეობას.

სომხურ ისტორიოგრაფიაში შემონახული ცნობების თანახმად, ქართველი ხალხი და სამღვდელოება ქართული ეკლესიის ღირსებას უფრო მაღლა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 1049 | დაამატა: mores | თარიღი: 20.04.2011 | კომენტარები (0)


მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!", - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამია ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 811 | დაამატა: mores | თარიღი: 17.04.2011 | კომენტარები (0)


VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი - ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური - ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმებიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ, ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც, რომელნიც ერთ შემთხვევასაც არ უშვედნენ ხელიდან, ქრისტიანებისთვის შე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 850 | დაამატა: mores | თარიღი: 13.03.2011 | კომენტარები (0)

ღირსი ანდრია კრიტელი (XII ს-ის მინიატურა)

წმიდა ანდრია კრიტელი ეპისკოპოსი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი დამასკოში დაიბადა. ბავშვობაში, თურმ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 929 | დაამატა: mores | თარიღი: 08.03.2011 | კომენტარები (0)

მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ. ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ნაწყვეტი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლიდან", სადაც აღწერილია როგორ ამარხულებდნენ ბავშვებს:

„უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული, სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა..."

ჩვენი წინაპრების მიბაძვის სურვილი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ქრისტიანული ცხოვრება | ნანახია: 808 | დაამატა: mores | თარიღი: 08.03.2011 | კომენტარები (0)

1 2 »