მთავარი » 2011 » თებერვალი » 18

წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში (ძველი სახელწოდება – პანორმი) მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ ქრისტიანი ქალწული. წმიდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დააბინავეს, რომელსაც ხუთი ასული ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ აღათია ნაირ-ნაირი ტანსაცმლებით, საჭმელ-სასმელით, გასართობებით ეცდუნებინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო არანაირ ფანდებზე არ ეგებოდა, ზიზღით უარყოფდა ყოველგვარ სიტკბოებას და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 832 | დაამატა: mores | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარები (0)