წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+592) - დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი კონსტანტინეპოლში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს. როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მეთოდე, მორავიის მთავარეპისკოპოსი (+885) და კირილე (+869) საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მკვიდრი დიდებული და ღვთისმოსავი ოჯახის შვილები იყვნენ. წმიდა მეთოდე თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა და ბიზანტიის იმპერიაში შემავალ ერთ-ერთ სლავურ სამთავროს განაგებდა. სავარაუდოა, რომ ბულგარეთში 10 წლის მსახურების შემდეგ წმიდა მეთოდე ბერად აღიკვეცა ულუმბოს მთაზე. წმიდა კირილე ბავშვობიდან გამოირჩეოდა დიდი ნიჭიერებით და მომავალ იმპერატორთან, მიხეილთან ერთად სწავლობდა. მან ბრწყინვალედ აითვისა თავისი დროის ყველა მეცნიერება და მრავალი ენა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამღვდელო ხელდასხმა მიიღო და საპატრიარქო ბიბლიოთეკის მცველი გახდა, მაგრამ მალე მალულად მონასტერში წავიდა. წმიდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი პლატონიდა ასური (+308) - დიაკონისა იყო, შემდეგ ნიზიბიის უდაბნოში წავიდა და დააარსა დედათა მონასტერი. მისი სავანის ტიპიკონი სიმკაცრით გამოირჩეოდა. დები დღეში ერთხელ იღებდნენ საკვებს. ლოვცისგან თავისუფალ დროს ხელსაქმობდნენ. პარასკევს, მაცხოვრის ჯვარცმის ხსენების დღეს, ყოველგვარი საქმიანობა წყდებოდა და დედები დილიდან საღამომდე ტაძარში იყვნენ. მსახურების შუალედებში იკითხებოდა წმიდა წერილი და მისი განმარტება. ღირსი პლატონიდა დებისთვის მკაცრი მონასტრული მოღვაწეობისას, სიმდაბლისა და მოყვასის სიყვარულის ცოცხალი მაგალითი იყო. ღრმა მოხუცებულობას მიღწეული ღირსი პლატონიდა მშვიდობით მიიცვალა 308 წ.
|
120 მოწამე სპარსთაგან წამებული, მოწამე იერემია და არქილე ხუცესი. სპარსეთის მეფე საპორმა საბერძნეთიდან ტყვედ წაყვანილ ქრისტიანებს სჯულის შეცვლა მოსთხოვა. ტყვეთაგან მტკიცე უარითა და ქრისტიანობის მხნე აღსარებით განრისხებულმა მეფემ მათი წამება ბრძანა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ქრისტეს მხედართა სულებს წამებით ვერ გატეხდა, ისინი ცეცხლში დააწვევინა. წამებულთა შორის ცნობილია იერემიასა და არქილე ხუცესის სახელი. გადმოცემით მოწამეთა შორის იყო ღვთის სამსახურისთვის შეწირული 9 ქალწული. ეს მოხდა IV საუკუნეში, დაახლოებით 344-347 წლებში. მათი წამების შესახებ მწირ ცნობებს გვაწვდის წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი.
|
|