წარმოშობით კართაგენელი, წმ. კვიპრიანე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III-IV საუკუნეებში ქ. ანტიოქიაში. ის დიდგვაროვანი წარმართი მშობლების შვილი იყო, რომლებმაც სიყრმითგანვე მიაბარეს კვიპრიანე ყველაზე სახელგანთქმულ ქურუმებს მოგვობის (ჯადოქრობის) ხელოვნების შესასწავლად, რაც იმ დროინდელ წარმართულ საზოგადოებაში უდიდეს სიბრძნედ ითვლებოდა. მაღალი ნიჭით დაჯილდოებულმა ყმაწვილმა საოცარ წარმატებებს მიაღწია ამ ასპარეზზე და ეშმაკთადმი მსახურების ხელოვნებაში თანამედროვეთ ბევრად გარდაემატა. უკვე დახელოვნებული ჯადოქარი კვიპრიანე, ანტიოქიისა და იმ მხარის წარმართთა შორის ყოვლისშემძლეს სახელით სარგებლობდა. უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან სხვადასხვა სათხოვარით და როგორც წესი უკმაყოფილო არავინ გაბრუნებულა უკან. გრძნეულებით კვიპრიანეს ძალუძდა მოევლინა წვიმა თუ ქარიშხალი, სეტყვა თუ თოვლი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში ორმოცდაცამეტ წლამდე მოღვაწეობდა. შემდეგ მან დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს საღმრთო ლიტურგიაზე ყველანი ეზიარებოდნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და უდაბნოში გადიოდნენ. ბერები ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში. ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამნის ფსალმუნებსა და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის აჩრდილი გაკრთა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე) სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მისი მამა, ამოსი შვილს ღვთისმოშიშებით და სჯულის ერთგულებით ზრდიდა. სრულწლოვანებას მიღწეული ესაია დაქორწინდა ღვთისმოსავ ქალზე და ეყოლა ვაჟი. წინასწარმეტყველური მოღვაწეობა ესაიამ ქრისტეს შობამდე 759 წელს, ოზიას მეფობის ხანაში დაიწყო. უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა. ესაიამ იხილა უფალი "მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა". უფლის გარშემო იდგნენ ექვს-ექვს ფრთიანი სერაფიმნი, რომელნიც გალობდნენ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ; სავსე არიან ცანი და ქუეყანაი დიდებითა მისითა!" ამ დიდებულმა სანახაობამ მას ათქმევინა: "ჰოი, უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემული ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდა ბა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი ექვთიმეს მშობლებს - მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მოეღო მათზე. ერთხელ ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ: "იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემის თქუენდა ძე და სახელი მისი - სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თვისთა". მართლაც, მალე შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე - სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ. სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაეცვალა. დედამ იგი ძმას - ხუცეს ევდოქსეს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, მოწაფეებს უთხრა:"იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს, მშობლებისაგან ნებართვა აეღო. გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეო
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა დავით გარეჯელი პირველად საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და სამაგალითო ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა:"შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი". ჩვილმა ხმა გაიღო დედის მუცლიდან და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად ზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები - ღარიბი მიწათმოქმედები - კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა წუთისოფლის ამაო შფოთს და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა უხვად იხვეჭდა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებებს და სულიერებაშიც სწრაფად წარემატებოდა. წმიდა იაკობი ეფრემის ხასიათსა და შემართებას
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა გრიგოლ ნოსელი წმიდა ბასილი კესარიელის ძმა იყო. გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ჭეშმარიტების მაძიებელი ყრმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით მისი არსების გამსჭვალვაში დიდი როლი შეასრულეს დედამ და განსაკუთრებით, დამ - მაკრინემ. დედის, დის, შემდეგ კი ძმის - ნავკრატიუსის განდგომამ ამსოფლიურ ამაოებათაგან დიდი გავლენა მოახდინა წმიდანზე. წმიდა გრიგოლი წიგნისმკითხველად დაადგინეს ეკლესიაში, მაგრამ 364 წელს მან ხელი აიღო საეკლესიო მოღვაწეობაზე და რიტორობას დაუბრუნდა. ძმა საყვედურობდა მას: "რიტორის სახელი არჩიე ქრისტიანობას?!" როგორც ჩანს, გრიგოლი ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი. ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა - ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინე, გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი და ღირსი თეოზვა დიაკონისა. სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა გიორგი მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში, თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველთა რაზმის უფროსად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ, მხარდაჭერაც აღუთქვა. წმიდა გი
...
კითხვის გაგრძელება »
|
XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, შემდეგ, მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვებების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებში შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა. ერთ დროს ქრისტეს მოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა. . . "ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთს და მიიქცეს გზათგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა". აღდგომის დღეს "მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძველითურთ". საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია. ასე გაჭ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა". სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხდა ქრისტეს კვართი საქა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებლისა მეფისა". ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|