XVII საუკუნეში საქართველო სპარსელთა სათარეშო ასპარეზად იქცა. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით დასჩხაოდნენ თავს ივერიასა და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ჰყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ. ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. "ქართლის ცხოვრების" მემატიანე მოგვითხრობს, რომ –"აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის".
|
წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე - კანანელი კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გუილთ ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზეც გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში...
|
წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს. ანდრია ბეთსაიდაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი, ჭეშმარიტ სწავლებას ეძიებდა და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. იესოს გამოჩენისას წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: "აჰა ტარიგი ღმრთისაი". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ მაცხოვარს და "მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა". შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა და ისიც იესოსთან მიიყვანა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მათ მოუწოდა: "მოვედით და შემომიდდეგით მე, და გყვნე თ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედარმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების:ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს. ევსტათი ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტერს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს წმიდანს ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშმა გაიბრწყინა ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებით. "პლაკიდა, რაისა მდევნი მე?"-ჰკითხა მაცხოვარმა. შეშინებულმა სტრატილატმაც კითხვითვე მიმართა-"ვინ ხარ Eშენ, უფალო?" "მე ვარ იესუ ქრისტე, რომელმან ყოველივე დავჰბადე არაარსისაგან და თვისთა ხელითა შევჰქმენ კაცი და არავე მოაქმდე დავაყენე კაცთმოყუარეობაი ჩემი, არამედ შემუსრვილი ცოდვისა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|