მთავარი » 2011 » სექტემბერი » 29


წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო. ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.

ქალკედონის მმართველმა, პისკოსმა ბრძანება გასცა, მთელი ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი არესის კერპის თაყვანსაცემად გამოცხადებულიყვნენ, ურჩებს ტანჯვითა და სიკვდილით დაემუქრა. კერპთაყვანისცემას განრიდებული ორმოცდაცხრა ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. „ჴორცთა სიკეთითა და სათნოებათა შუენიერებითა, ჰასაკისა ყუავილითა და ტომთა საჩინოებითა შორის მათსა ბრწყინვალეთა ვარსკუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 801 | დაამატა: mores | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე სებასტიანა პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იმპერატორ დომიციანეს (81-96) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას იგი მმართველ გიორგის სამსჯავროზე წარადგინეს მიზიის ოლქის ქალაქ მარკიანოპოლში. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდანი დაუნდობლად გვემეს და კოცონზე შეაგდეს, მაგრამ მისი ლოცვით ცეცხლი ჩაქრა. შემდეგ სებასტიანა ქალაქ ჰერაკლიაში გაგზავნეს, ხელმეორედ გაასამართლეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, უფალმა კი კვლავ დაიცვა თავისი რჩეული - მას ნადირები არც გაჰკარებიან. ბოლოს, მმართველის ბრძანებით, სებასტიანას თავი მოჰკვეთეს.

წმიდანის ზღვაში ჩაგდებული სხეული ანგელოზებმა კუნძულ როდოსზე გადააბრძანეს (თრაკიაში, მარმარილოს ზღვაში).

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 784 | დაამატა: mores | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო და დაუცხრომელი მოშურნეობისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ლოცვის ძალით ნეტარმა შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის - ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა. მაკედონიელმა აკაკიმ, რომელიც სამშობლოში მიემგზავრებოდა, კრძალვით წაასვენა მარტვილის ცხედარი - სურდა, მაკედონიაში დაეკრძალა იგი, მაგრამ გზაში დასნეულდა და გარდაიცვალა. ხომალდი კუნძულ ლემნოსთან გაჩერდა. წმიდა მელიტინა აქ მიაბარეს მიწას. მის გვერდით დაფლეს აკაკიც.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 763 | დაამატა: mores | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარები (0)

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოსაგრეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. სიჭაბუკეში ღირსი მამის მოწაფე იყო ცნობილი „ლავსაიკონის" ავტორი, ჰელენოპოლელი ეპისკოპოსი პალადიუსი, რომელმაც შემოგვინახა მოგონებები წმიდანის შესახებ. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ღირსი დოროთეს საზრდელი იყო პური და უდაბნოს მწირი მცენარეულობა. იგი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა. დასაძინებლად წმიდანი არასოდეს წვებოდა: ზოგჯერ თუ ჩათვლემდა საზრდელის მიღების ან მუშაობის დროს. ერთხელ ღირსმა მამამ მოწაფე წყლის მოსატანად გაგზავნა, ეს უკანასკნელი კი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 782 | დაამატა: mores | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარები (0)


ჩეხეთის მთავარი, წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო. მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ (ხს. 6 აპრილს და 11 მაისს). გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ჭეშმარიტების ნათლით ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი ადრე, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე - ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით დ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 757 | დაამატა: mores | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარები (0)

ღირსი პროკოპი ბოჰემიაში, სოფელ ხოტუნში დაიბადა. მღვდელმთავრის ხარისხში მყოფმა წმიდანმა ბევრი იღვაწა ჩეხეთში ქრისტიანობის გასავრცელებლად. მდინარე საზავზე ნეტარმა წმიდა იოანე წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1053 წელს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 751 | დაამატა: mores | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარები (0)


წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა".

აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 820 | დაამატა: mores | თარიღი: 29.09.2011 | კომენტარები (0)