მთავარი » 2012 » თებერვალი » 15

                                


ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით, „კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშისცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა” (ლკ. 2,25). მისდა უწყებულ იყო სულისგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას – განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა.

ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 821 | დაამატა: mores | თარიღი: 15.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა ვლასი კესარიელი – ვუკოლი – წარმოშობით კაბადუკიის კესარიიდან (მცირე აზია) იყო და მწყემსობით ირჩენდა თავს („ვუკოლი” ბერძნულად მწყემსს ნიშნავს).

როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა ვლასი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს, ხარის ძარღვებით სცემეს, მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ნებით, წმიდანი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე. მმართველს უნდოდა შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, რომ წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო უფლის რჩეულს, გონებადაკარგული ქვაბში გადაეშვა და მაშინვე აღესრულა.

წმიდა ვლასიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და მშვიდობით მიიცვალა. მისი კომბალი მიწაში ჩაარჭვეს, მან ფესვები გაიდგა, უზარმაზარ ხედ იქცა და ტოტებით დაფარა იმ ტაძრის საკურთხეველი, რომელშიც მისი წმიდა ნაწილები იყო დასვენებული.

< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 780 | დაამატა: mores | თარიღი: 15.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი (ერობაში-ივანე დიმიტრის ძე კასტიკინი), 1836 წელს დაიბადა სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. იგი ხუთი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მომავალი წმიდანი, საფუძვლიანი სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, 1860 წელს ბერად აღიკვეცა ნიკოლოზის სახელით, მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და შემდეგ საკუთარი სურვილით იაპონიაში გაამწესეს, ქ. ხაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად.

თავდაპირველად იაპონიაში სახარების ქადაგება წარმოუდგენელი ჩანდა. თავად მამა ნიკოლოზის სიტყვებით, „მაშინდელ იაპონელებს უცხოელები მხეცებად მიაჩნდათ, ქრისტიანობა კი – ავაზაკთა ეკლესიად, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ბოროტმოქმედები და მისნები იმყოფებოდნენ”. რვა წლის განმავლობაში წმიდანი ეცნობოდა უცხო ქვეყანას, ენას, იმ ხალხის ზნე-ჩვეულებებს, რომელთა შორისაც უწევდა ქა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 761 | დაამატა: mores | თარიღი: 15.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა სვიმეონი, ტვერელი ეპისკოპოსი, პოლოცკელ მთავართა გვარის ჩამომავალი, პოლიცკის მეშვიდე და ტვერის ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. მეუფის კათედრა თავდაპირველად პოლიცკში იმყოფებოდა, მაგრამ ლიტველი მთავრის მტრულმა გამოხდომებმა და შფოთმა, 1263 წელს კი – პოლიცკის მთავრის ვერაგულმა მკვლელობამ წმიდანი აიძულა, რეზიდენცია ტვერში გადაეტანა (ტვერელი მთავარი იაროსლავ იაროსლავის ძე ამ დროს დიდი მთავარი გახდა და ტვერი თავის სატახტო ქალაქად აირჩია).

ნეტარი სვიმეონი, შემწყნარებელი და მოწყალე ხასიათის მღვდელმთავარი, უდიდესი სიმტკიცითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისტორიამ შემოგვინახა წმიდანის საუბარი პოლოცკელ მთავარ კონსტანტინესთან. ამ უკანასკნელს თავისი მსაჯულის დაცინვა მოუნდომებია და სადილობის დროს მღვდელმთავრისთვის უკითხავს: „სად მოხვდებიან მსაჯულები იმქვეყნად?” სვიმეონს უპასუხნია: „მსაჯული თა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 750 | დაამატა: mores | თარიღი: 15.02.2012 | კომენტარები (0)