წმიდა მოწამე ტრიფონი ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით გაასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისაგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე პერპეტუა პატრიციების გვარის შთამომავალი იყო. მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა ძმასთან, სატირთან, მხევალთან – ფელიციტატასთან და ჭაბუკებთან: რევოკატთან, სატორნილესთან და სეკუნდთან ერთად, რომლებიც ასევე ქრისტიანობის მისაღებად ემზადებოდნენ.
|
პეტრე გალატელი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმიდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.
|
ღირსი ვენდიმიანი მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი წმიდა ავქსენტის (ხს. 14 თებერვალს) მოწაფე იყო. წმიდანი ავქსენტის მიერ ქალკედონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც თავისი მოძღვრის კელიაში ერთ კლდის ნაპრალში მოსაგრეობდა 42 წლის მანძილზე და უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიიღო. წმიდა ვენდიმიანი გარდაიცვალა 512 წელს.
|
წმიდა უვეცხლო კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან, სახარების სწავლებას ქადაგებდა და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე.
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, კლავდიუსი, დიოდორე, სერაფიონი და პაპი კორინთოში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას, 251 წელს. წმიდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩასხეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვით მოკლეს. წმიდა კლავდი ხელ-ფეხის მოკვეთით მოაკვდინეს, წმიდა დიოდორე დაწვეს, წმიდა სერაფიონს თავი მოჰკვეთეს, წმიდა პაპი კი ზღვაში დაახრჩვეს.
|
წმიდა მოწამე რიფენე ქალაქ კვიზირიდან იყო. მან ჯალათებს ნებით მისცა თავი საწამებლად. მრავალფერი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმიდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს.
|
ღირსმოწამე ილია არდუნისი მორეაში დაიბადა. იგი კეთილგონიერებითა და სიკეთით გამოირჩეოდა და სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ ბოროტის მიერ ცდუნებულმა ილიამ უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალევე შეინანა, ათონის მთას მიაშურა და ბერად შედგა. მან აქ რვა წელი დაჰყო მკაცრ ღვაწლში, მაგრამ სინდისის ქენჯნა ვერ დაიცხრო. წმიდანს აღეძრა სურვილი, სისხლით ჩამოებანა ცოდვით შესვრილი სული. მოძღვრის კურთხევით, სამშობლოში წავიდა და თურქების წინაშე თავი ქრისტიანად გამოაცხადა. უსჯულოებმა სასტიკად სცემეს იგი და მსაჯულს გადასცეს, მსაჯულმა კი მისი დაწვა ბრძანა. უფალმა განადიდა თავისი რჩეული - ცეცხლში არა თუ მისი სხეული, ტანსაცმელი და თმაც კი უვნებელი დარჩა. ქრისტიანებმა პატივით დაფლეს მოწამის ცხედარი.
|
წმიდა ნიკიტა, ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ახალგაზრდა იყო, როცა კიევო-პეჩორის მონასტერში მივიდა და მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენმა გააფრთხილა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტამ ყურად არ იღო რჩევა. ერთხელ, მოსაგრე ცოდვით დაეცა: ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა: „არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენს მაგივრად კი მე ვილოცებ! " ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოიჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. კიევო-პეჩორელი ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი - იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა. ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება.
|
წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი, კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი III საუკუნეში ეწამნენ. წმიდა კენსორინე რომაელი იმპერატორის კლავდიუს II-ს (268-270) უახლოესი კარისკაცი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც თავისი ლოცვის ძალით მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მოწმე საპყრობილის მცველმა 20 მხედარმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისათვის მათ კენსორინესთან ერთად თავი მოეკვეთათ. ამავე ხანებში მოიყვანეს დაკითხვაზე ქალწული ქრისია, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე. იგი მხეცურად აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დაახრჩვეს. წმიდა საბინეს მძიმე ურო ურტყეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა მარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე, მდიდარი პონტოელების შვილი იყო. იგი იმპერატორ ვალენტინის (364-378) კარზე მსახურობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი განერიდა ამ სოფელს და ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. ორმოცი წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, ყოველ კვირა დღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მას კელიაში არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, არც სანათური, ძველი ფლასები ეცვა, ღებულობდა მხოლოდ პურსა და წყალს, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. წმიდა ზენონი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვისთვის მოსულებს მოჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა V ს-ის დასაწყისში.
|
წმიდა მოწამე თეოფილე ახალი კონსტანტინეპოლელი, ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო. არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტრებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს. უსჯულოები ამაოდ ეცადნენ წმიდანის გადადრეკას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რის შემდეგაც კუნძულ კვიპროსზე საპყრობილეში ჩააგდეს. ოთხი წლის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
|

კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე, ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ის ხშირად აკითხავდა ღირს იოანე რილელს (ხს. 18 აგვისტოს, 19 ოქტომბერს), სთხოვდა მას ლოცვას და სულიერ რჩევა-დარიგებას. კეთილმსახურმა მეფემ შესძლო, ბიზანტიასთან ზავი დაედო ბულგარეთისათვის ხელსაყრელი პირობებით და იმასაც მიაღწია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქს ეცნო ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბულგარეთში საპატრიარქო საყდარი დაემტკიცებინა. პეტრემ ხელი შეუწყო ქვეყნიდან ბოგომილების ერესის ამოძირკვას, გარდაიცვალა 967 წელს, 56 წლის ასაკში.
|
წმიდა მოწამე თეოდორე ქალაქ მიტილინში დაიბადა, დაოჯახდა და შვილებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით ზრდიდა. ღვთის დაშვებით, მან უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალე სინანულში ჩავარდა, დატოვა ოჯახი და ათონის მთას მიაშურა. წმიდა მამამ მონასტერში ვერ ჰპოვა მოსვენება და მწარედ განიცდიდა მომხდარს. უფალმა თავისი რჩეული მაჰმადიანთა სამსჯავროს წინაშე ქრისტეს აღსარებისათვის აკურთხა. განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, საშინლად დაეტანჯათ მოწამე, რის შემდეგაც იგი თოკით დაახრჩვეს და ზღვაში ჩააგდეს. ქრისტიანებმა წმიდა მარტვილის ცხედარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
|
წმიდა მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდი (306-337) რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის კეისარი, ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობილი კონსტანცი ქლორის ვაჟი იყო. მან სიყმაწვილე დიოკლეტიანე მეფის კარზე გაატარა „საპატიო ტყვეობაში", სადაც საკუთარი თვალით ხედავდა ქრისტიანთა აუტანელ, მხეცურ ტანჯვა-წამებასა და ხოცვა-ჟლეტას. ის გრძნობდა, რომ სისხლისმსმელი იმპერატორი რაღაც დაუძლეველს ებრძოდა, მისი გული ქრისტიანებისადმი თანაგრძნობით იმსჭვალებოდა და იმ ღვთის მისაღებად ემზადებოდა, ვისი ძალაც ასე ცხადად ევლინებოდა უძლურებაში. 306 წელს, კონსტანცი ქლორის სიკვდილის შემდეგ, ლაშქარმა კონსტანტინე დიდი გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად გამოაცხადა. ტახტზე ასვლისთანავე მან ქრისტიანობის სასარგებლოდ გაცემული მამამისის განკარგულებები დაადასტურა და მათ სარწმუნოების აღსარების თავისუფლება მისცა. რომის იმპერიის
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანება. მას შემდეგ, რაც მღვდელმთავარი ეგნატე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ბრძანებით მხეცებს დააგლეჯინეს, 107 წელს ქრისტიანებმა შეკრიბეს მისი ძვლები და რომში დაკრძალეს. 108 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები ანტიოქიის გარეუბანში გადაასვენეს. მათი მეორე გადასვენება თვით ქალაქ ანტიოქიაში მოხდა 438 წელს. როცა ეს ქალაქი სპარსელებმა და
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბოსი, იულიანე და პარიგორი ქალაქ სამოსატში (სირია) ეწამნენ 297 წელს, დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას. მათ უშიშრად ამხილეს კერპთმსახურთა უგნურება, რისთვისაც საშინელი წამების დათმენა მოუხდათ. ბოლოს ჯვარს აცვეს და თავებით ძელზე მიალურსმნეს.
|
წმიდა მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი ფინიკიაში ეწამნენ 312 წელს. ისინი ჯერ სასტიკად დატანჯეს, შემდეგ საპყრობილეში ჩაყარეს და მხეცები მიუსიეს დასაგლეჯად. ნადირებმა პირი არ დააკარეს მარტვილებს. უფალმა ყურად-იღო თავის რჩეულთა ლოცვა და მშვიდობით შეივედრა მათი სულები. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამეთა ცხედრები.
|
ღირსი აფრაატი წარმოშობით სპარსი იყო. მას შემდეგ, რაც ირწმუნა ქრისტე, იგი განეშორა უსჯულო თანამემამულეებს და ჯერ ედესას მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიას. აქ იგი თავისი წმიდა ცხოვრებით მრავალ ადამიანს იზიდავდა და ღვთის სიტყვას უქადაგებდა. წმიდანი 370 წელს მიიცვალა.
|
ნეტარი სტეფანე იყო ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. მისი ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და ბუნებრივია, ანგელოზის მიერ არჩეული ერთ-ერთი ქარტიის მფლობელიც.
|
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად. დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის მან უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ ღირსი მამა მღვიმის მახლობლად, უცნობი ვაჭრის ცხედარი იპოვეს და მის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ მეუდაბნოის ლოცვით მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და თავისი ნამდვილი მკვლელები დაასახელა. წმიდანი IV საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.
|
ღირსი ისააკ ასური, ნინეველი ეპისკოპოსი VII საუკუნეში ცხოვრობდა. ის ძმასთან ერთად მარის წმიდა მათეს სახელობის მონასტერში დაემკვიდრა. ღრმა განსწავლულობისა და მაღალი სულიერებისათვის მას მონასტრის წინამძღვრობას სთავაზობდნენ, მაგრამ მდუმარებისაკენ მოდრეკილმა ღირსმა ისააკმა საერთოდ დატოვა სავანე და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. ძმა ევედრებოდა მას, მობრუნებულიყო უკანვე. ღირსი მამა კი უარზე იდგა, მაგრამ როცა მისი წმიდა ცხოვრების ამბავი გახმაურდა, იძულებული გახდა, ნინევიის ეპოსკოპოსობაზეც დათანხმებულიყო. ქალაქის მცხოვრებლები უხეში ზნით გამოირჩეოდნენ და ქრისტიანული სწავლების მარცვლებს იწყნარებდნენ. მღვდელმთავარი გრძნობდა, რომ არ შესწევდა მათი გამოსწორების ძალა, თან განდეგილური ცხოვრებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|