მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა 1 (14) სექტემბერი
12:36
დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა 1 (14) სექტემბერი

დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე ... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული" (ლკ. 4. 18-19).

312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს" შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა".

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 824 | დაამატა: mores | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]