მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » ღირსი ვუკოლი ზმირნელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 100) 6 (19) თებერვალი
19:12
ღირსი ვუკოლი ზმირნელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 100) 6 (19) თებერვალი

ღირსი ვუკოლი წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო და მის მიერვე იკურთხა ზმირნის ეკლესიის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.

ღვთის მადლით, მწყემსმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში.

წმიდა ვუკოლის საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებს სასწაულებრივ კურნავდა.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 770 | დაამატა: mores | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]