მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერინე და აკვილა (III) 21 (03.02) იანვარი
12:27
წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერინე და აკვილა (III) 21 (03.02) იანვარი


წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას აწამა მხედარმთავარმა ლისიუსმა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანმა, კანდიდმა და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი: მხეცებს შორის ყოფნა არჩიეს წარმართებთან ცხოვრებას. წმიდანებს აქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს და ქრისტეს მხნე აღსარებისთვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს უყრიდნენ. ევგენი რამდენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩააგდეს. უვნებლად გადარჩენილ მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 754 | დაამატა: mores | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]