წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში. თავრიდის (ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) იყო. აქ ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას თვით მტრები უწყობდნენ ხელს: რომის იმპერატორები ამ კუთხეში ასახლებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში I-III საუკუნეებში ქრისტიანებსაც თვლიდნენ. ტრაიანეს მმართველობის დროს (89-117) ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმიდა კლიმენტი რომაელი (
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა პავლე აღმსარებელი (IX) პრუსაიდის (მცირე აზია) ეპარქიას მართავდა ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების პერიოდში. წმიდა პავლე წმიდა თეოფილაქტესთან (ხს. 8 მარტს) ერთად მხნედ დადგა სიწმიდეთა დასაცავად, დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა; გარდაიცვალა დაახლოებით 850 წელს.
|
ღირსი პავლე (IV) უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როცა მეუღლის ღალატის ამბავი გაიგო, სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმიდა ანტონ დიდთან (ხს. 17 იანვარს). ამ დროს პავლე უკვე 60 წლის იყო და წმიდა ანტონმა არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისათვის სუსტად ჩათვალა. სამი დღის ვედრების შემდეგ წმიდა ანტონმა მორჩილება დაუწესა პავლეს. დიდხანს ცდიდა მძიმე შრომით, მარხვით, ღამისთევით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით. ამგვარი გამოცდის შემდეგ კი ნება დართო განმარტოებულ კელიაში დასახლებულიყო. მრავალწლიანი ღვაწლისთვის პავლეს უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და ბოროტ სულთა განსხმის ძალა მიენიჭა.
|
ღირსი ემელიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ იღუმენი ჩუმად გაჰყვა ბერს და ნახა, რომ იგი სინანულის ცრემლებით ალტობდა მიწას. უცებ ზეციდან გაისმა ხმა: „ემილიანე მოგეტევოს ცოდვანი შენნი". ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემილიანეს სთხოვა, ძმებისათვის გაენდო თავისი საიდუმლო. წმიდანმაც მოუთხრო სულიერ ძმებს ღვთის უსაზღვრო სახიერების შესახებ. იღუმენმა ბერებს უთხრა: „უფალს შეეძლო ემილიანესათვის ცოდვები გამოცხადების გარეშეც მიეტევებინა. მან თავისი ნება ხმით და ნათლით იმიტომ გააცხადა, რომ ჩვენც გვენახა ღვთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული წრფელად მონანულთა მიმართ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წარმართი რომაელი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან საბოლოოდ ამოეძირკვათ იმ წმიდა ადგილთა ხსოვნა, სადაც ჯვარს ეცვა და აღსდგა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ბრძანა, მიწით დაეფარათ გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი, ზედ კი წარმათული ღვთაებების, ვენერასა და იუპიტერის სამსხვერპლო დაედგათ. ღვთის ნებით, 300 წლისათვის, უდიდესი ქრისტიანული სიწმიდეები _ მაცხოვრის საფლავი და ცხოველსმყოფელი ჯვარი კვლავ განცხადდა მორწმუნეთათვის. ეს მოხდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) დროს, რომელმაც პირველმა შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა, შემდეგ კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 313 წელს მან გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის. დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა 42 ამორეველი მოწამე: კონსტანტინე, აეტი, თეოფილე, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვანი (+845). ბერძენთა და სარკინოზთა ომის დროს (829-842) სარკინოზებმა ხელთ იგდეს ქალაქი ამორეა (გალატეა). ქალაქის დამცველი 42 მეომარი მტრებმა ტყვედ ჩაიგდო და სირიაში წაიყვანა. ამორეველებმა მხნედ აიტანეს მრავალი ტანჯვა-წამება და ქრისტეს ერთგულ მხედრებად დარჩნენ. გაუტეხელ მეომრებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, თავები მოჰკვეთეს, გვამები კი ევფრატში გადაყარეს.
|
წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი (+270-275). წმიდა ღირსმოწამე კონონი ცხოვრობდა იკონიაში (მცირე აზია). დაქვრივების შემდეგ მან შვიდი წლის ვაჟთან ერთად მონასტერში დაიდო ბინა. ღვთისმოსავი ცხოვრების გამო უფალმა იგი განსაკუთრებული მადლით დააჯილდოვა: ბოროტ სულებს განასხმიდა, ავადმყოფებს კურნავდა და ბრმებს თვალის სინათლეს უბრუნებდა. კონონი დაუცხრომელად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს წარმართთა შორის. მისი მოღვაწეობის ამბავი გაიგო ქრისტიანთა მდევნელმა დომენტიანემ და წმიდანს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ღირსმა მამამ უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მასთან ერთად აწამეს მისი შვილი - დიაკონი კონონი. მამა-შვილი გახურებულ გრდემლზე დააწვინეს და ადუღებული ზეთი დაასხეს, გამლღვალი კალით სავსე ქვაბში ჩაყარეს, თავდაყირა დაკიდეს, მაგრამ წმიდანები ზეციურმა მადლმა დაიფარა და უვნებლად გადარჩნენ.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი არკადი კვიპრელი (+361) მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს (306-337). მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა უფლის გზაზე და განამტკიცა ჭეშმარიტებაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა მოწამენი: იულიან მკურნალი და ევული, თვითონ წმიდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალი ნიჭითა და სასწაულების ქმნით დაჯილდოვებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
|
წმიდა მოწამე კონონ ისავრიელი (I) დაიბადა მცირე აზიის ქალაქ ისავრიასთან ახლოს მდებარე ბეთანიაში. წმიდა კონონს სიყრმიდანვე მთავარანგელოზი მიქაილი მფარველობდა, ეცხადებოდა მას და შველოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებში. მშობლების სურვილით კონონი დაინიშნა ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულების სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდხანს და-ძმასავით ცხოვრობდა. წმიდა კონონმა თავისი მშობლები მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი წმიდა ნესტორი, კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო ამბოხებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ისავრიელებმა კი წამები
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ონისიმე (I) ცხოვრობდა პალესტინაში. ქრისტეს აღიარებისათვის მას თავი მოჰკვეთეს.
|
წმიდა მოწამე კონონი (III) გალილეის ნაზარეთში დაიბადა, ცხოვრობდა ქალაქ მანდონში. ღვთისმოშიში, კეთილი, მდაბალი და მოსიყვარულე ქრისტიანი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს დაიჭირეს, ხელ-ფეხი სამსჭვალებით დაუხვრიტეს, ბორბალზე გააკრეს და აწამეს. წმიდანი გამუდმებით ლოცულობდა და ასე მიაბარა სული უფალს.
|
ღირსი მარკოზ მმარხველი (V) ეგვიპტის ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბავშვობიდანვე მისი საყვარელი საქმიანობა იყო წმიდა წერილის კითხვა. გადმოცემით, მან მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა. ცნობილია, აგრეთვე, რომ ღირსი მარკოზი ისმენდა წმიდა იოანე ოქროპირის ქადაგებებს. ჩვენამდე მოღწეულია წმ. მარკოზის მიერ დაწერილი მრავალი სწავლება. ღირსი მარკოზი გამოირჩეოდა სიმდაბლითა და სიწმიდით. განსაკუთრებული კრძალულობის გამო მას მმარხველი ეწოდა.
|
ღირსი ისიხი მმარხველი (+434) დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღვთისმოსაობაში გაზრდილმა ისიხიმ დატოვა სახლი და დაეყუდა მაიონისის მთის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიმ იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა. გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხის ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება, რამაც ღირსი მამა ძლიერ გაახარა. გარდაცვალების წინ მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ევლოგი წარმოშობით პალესტინელი იყო, წარმართი მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მწირობა დაიწყო: დადიოდა მთელ პალესტინაში, ქადაგებდა და წარმართებში ქრისტეს რწმენას ავრცელებდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
|
წმიდა მოწამე ევლაპი პალესტინაში ცხოვრობდა. ქრისტეს აღიარებისათვის მას თავი მოჰკვეთეს.
|
ღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს (+475), წარმოშობით ლიკიიდან (მცირე აზია) იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450 წელს კი, პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა. ერთ დროს ღირსი გერასიმე ევტიხისა და დიოსკორეს ერესით იყო ცდუნებული და იესო ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა, მაგრამ ღირსი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) თანადგომით ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა. სავანეში წმიდა ბერმა მკაცრი წესები განაჩინა: კვირაში ხუთი დღე მეუდაბნოეები განმარტოებით ცხოვრობდნენ, ცეცხლზე გამზადებულ საზრდელს არ ღებულობდნენ, მხოლოდ გამხმარი პურით, ბალახითა და წყლით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას საღვთო ლიტურღიაზე იკ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი: პავლე და დაჲ მისი, იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატინიკე (+273). წმიდა მოწამენი, პავლე და იულიანა იმპერატორ ავრელიანეს დროს (270-275) აღესრულნენ ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში. ერთხელ ამ ქალაქში იმპერატორი ჩავიდა თავისი ამალით. დამხდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა სამმა ჯარისკაცმა – კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს. უსჯულო იმპერატორმა იულიანას ცდუნება გადაწყვიტა და ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით, წ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონთან ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და, განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო, უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით, ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან. ჩადენილი ცოდვის გამო სინდისის ქენჯნით შეძრწუნებული ბერი დიდხანს დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერსად პოულობდა თავშესაფარს და იქამდეც კი მივიდა, რომ ბერობის დაგდება და ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მრავალმოწყალე უფალმა არ დაუშვა მონანული სულის დაცემა. უდაბნოში მოხეტიალე იაკობი მონასტერს გადააწყდა და იღუმენის და საძმოს წინაშე აღიარა თავისი ცოდვა. მიუხედავად იღუმენის
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა კეთილმსახური დანიელ მოსკოველი (+1303) ვლადიმირში დაიბადა 1261 წელს. ის იყო მეოთხე ძე წმიდა ალექსანდრე ნეველისა (ხს. 30 აგვისტოს და 23 ნოემბერს). 1272 წელს მთავარმა დანიელმა მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი მოსკოვი და მისი მიმდებარე მიწები. კეთილმსახურმა მთავარმა მდინარე მოსკოვის პირას ააშენა ტაძარი თავისი ზეციური მფარველის, ღირსი დანიელ მესვეტის (ხს. 11 დეკემბერს) სახელზე. მოსკოვის სამთავრო მაშინ პატარა და უბადრუკი იყო. 1300 წელს ღირსი დანიელის წინამძღოლობით მოსკოველებმა გაანადგურეს თათართა ლაშქარი, რომელიც დედაქალაქის დაპყრობას აპირებდა. ეს იყო პირველი გამარჯვება თათრებზე. მთავარს გამარჯვებით არ უსარგებლია, არ გაუძარცვავს, არ დაურბევია დამარცხებული სამთავრო და არ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 47 48 49 50 51 52 53 » |