მთავარი » 2012 » იანვარი » 17



ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები. მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ (ხს. 6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინება-განმტკიცება.

თვითონ იოანე ზედაზნის მთაზე დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 806 | დაამატა: mores | თარიღი: 17.01.2012 | კომენტარები (0)

კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა – ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ თაყვანისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან 70 გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება.

4 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალ-ცალკე იხსენიებს მათ. მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (23 ოქტომბერს), მარკოზ მახარებელი (25 აპრილს), ლუკა მახარებელი (18 ოქტომბერს), კლეოპა, ძმა იოსებ დამწინდველისა და სვიმეონი, ძმა მისი (2 აპრილს), ბარნაბა (11 ივნისს), იოსია, ანუ იოსები, ბარსაბად, ანუ იუსტად წოდებული (30 ოქტომბერს), თადეოზი (21 აგვისტოს), ანანია (1 ოქტომბერს), მთავარდიაკ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 823 | დაამატა: mores | თარიღი: 17.01.2012 | კომენტარები (0)



წმიდა დიონისე არეოპაგელი ათენში ცხოვრობდა, აქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლება, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლში სწავლობდა ასტრონომიას. წმიდანი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს. „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”, - უთქვამს მას მაშინ. ათენში დაბრუნებული დიონისე, არეოპაგის – ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 837 | დაამატა: mores | თარიღი: 17.01.2012 | კომენტარები (0)

ღირსი აქილე პეჩორელი დიაკონი მკაცრი მმარხველი იყო. იგი დიდი ხანი ცხოვრობდა განმარტოებით, კელიაში გამოკეტილი. გადმოცემით, წმიდანი ცეცხლზე დამზადებულ და ტკბილ საჭმელს არასოდეს ღებულობდა, ბოსტნეულსაც იშვიათად ჭამდა, თან მცირე რაოდენობით, მარხვაში კი მხოლოდ სეფისკვერი იყო მისი საზრდელი.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 766 | დაამატა: mores | თარიღი: 17.01.2012 | კომენტარები (0)

ღირსი ზოსიმე აღმსარებელი წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლეტიანეს (284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ – საპყრობილის ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმიდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდნენ.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 791 | დაამატა: mores | თარიღი: 17.01.2012 | კომენტარები (0)

ღირსი ევსტათე, ახოვანი მოსაგრე და კეთილი მოძღვარი, საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა იგი. მალე მონასტრის იღუმენად აირჩიეს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. თბილად მიიღო სამწყსომ მდიდარი სულიერი გამოცდილების მქონე, ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი.

მოკლე ხანში ღირსი მამა სერბეთის მთავარეპისკოპოსი გახდა. შვიდი წელი ბრძნულად განაგებდა იგი ეკლესიას, 1285 წელს კი მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 776 | დაამატა: mores | თარიღი: 17.01.2012 | კომენტარები (0)

ღირსმოწამე ექვთიმე, ვატოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 ბერი XIII საუკუნეში მოსაგრეობდნენ ათონის მთაზე. ისინი პირუთვნელად ამხელდნენ ლათინთა ერესისაკენ მიდრეკილ პატრიარქებს – მიხეილ პალეოლოგს (1261-1281) და იოანე დეკს (1275-1282), რისთვისაც წამებით ამოხადეს სული – იღუმენი ზღვაში დაახრჩვეს, ბერები კი – ჩამოახრჩვეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 714 | დაამატა: mores | თარიღი: 17.01.2012 | კომენტარები (0)

ღირსმოწამე ონოფრე (ერობაში მათე) ბულგარეთის სოფელ გაბროვოში დაიბადა. მან კარგი განათლება მიიღო და ბრწყინვალე მომავალიც ელოდა, მაგრამ ღვთისმოყვარე ჭაბუკმა ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში მანასეს სახელით აღიკვეცა ბერად. თურმე ერთხელ, ბავშვობაში, მამას მათე ანცობისათვის დაუსჯია და გაბრაზებულ ბავშვს უაზროდ დაუყვირნია: „გავთურქდები!” ქრისტიანობის ამ უნებლიე, სიტყვიერი გმობის გამო სინანულმა მიიყვანა იგი წმიდა მთაზე, მაგრამ ათონელ ბერთა ცხოვრების მკაცრმა წესმაც ვერ დააკმაყოფილა, ქრისტესათვის წამების სურვილი აღეძრა და თავისი გულისნადები გამოცდილ მოძღვარს, ნიკიფორეს გაუმხილა. ნიკიფორემ სქემით შემოსა მოშურნე ბერი, ონოფრე უწოდა და თურქების კუთვნილ კუნძულ ხიოსზე გაგზავნა, სადაც წმიდანმა გმო ყურანის ცრუ-სიბრძნე და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 750 | დაამატა: mores | თარიღი: 17.01.2012 | კომენტარები (0)