მთავარი » 2012 » იანვარი » 31

                          

                                                                                                                                 &n ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 785 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)



მაკარი დიდი მეგვიპტელი – დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით იგი დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: „მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა!" ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა მას და ლოცვისა და სინანულის ღვაწლისთვის აღაფრთოვანებდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს, მაგრამ ხანშიშესულ დედ-მამას არ შორდებოდა და მშობლების პატივისცემის მცნებას აღასრულებდა. დედ-მა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 859 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)


წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანტინეპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.

მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინეპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერიოზული, ამასთან, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 785 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)

წმიდა ქალწულმოწამე ევფრასია სილამაზით გამორჩეული ქრისტიანი ქალწული, ნიკომიდიელ დიდგვაროვანთა შვილი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს დროინდელ დევნილობისას ქალაქის თავმა მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ჯერ სასტიკად აწამა ქრისტეს აღმსარებელი, შემდეგ კი ერთ მეომარს მისცა შესაგინებლად. წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, დაეცვა მისი ქალწულობა. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულს: ევფრასიამ მხედარს ისეთი ბალახის მოძებნა შესთავაზა, რომელსაც შეეძლო მისი დაცვა მოწინააღმდეგის იარაღისა და სიკვდილისაგან. „მაგრამ, - თქვა მან, - ამ მდელოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა ის მოწოდებულია ქალწულის და არა ქალის მიერ. მეომარმა დაიჯერა და ევფრასიასთან ერთად ბაღში ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 772 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)

წმიდა არსენი, კერკირელი მთავარეპისკოპოსი პალესტინაში მოღვაწეობდა VIII საუკუნეში. ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი ფრიად განათლებული ადამიანი და ცნობილი სასულიერო მწერალი იყო. მან სახელი გაითქვა სიბრძნით და სამწყსოზე გამუდმებული ზრუნვით. წმიდა მამას ეკუთვნის კანონი, ანდრია მოციქულის შესხმა და წმიდა დიდმოწამე ბარბარას ცხოვრება.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 772 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)



ღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმიდანი 295 წელს დაიბადა, 40 წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოში „კელიების მონასტრის" წინამძღვრად დაადგინეს.

მაკარი ალექსანდრიელი საოცარი მოშურნეობით გამოირჩე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 815 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)