წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მშობლებმა „განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა"და ეკლესიაში მედავითნედ დაადგინეს. თეოდოსის ადრევე შთავარდნოდა „სიყუარული ღმრთისაჲ" და ამ სოფლის საქმეთაგან განშორებაზე ფიქრობდა. მხურვალე ლოცვით განმტკიცებულმა და სახარებისეული შეგონებებით გამხნევებულმა აღასრულა კიდეც განზრახვა - დატოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცად გაეშურა. წმიდა ქალაქიდან გამობრუნებულმა ყმაწვილმა ანტიოქიაში გამოიარა და სვიმეონ მესვეტისაგან კურთხევა მიიღო. განჭვრეტის ნიჭმიმადლებულმა წმიდა მამამ სვეტიდან ჩამოსძახა ღვთის რჩეულს: „კეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო, თეოდოსი", შემდეგ კი თავისთან იხმო, ამბორს-უყო მას და სიტყვიერ ცხოვართ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმინდა თეოდოსი ანტიოქელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე კელიაში დასახლდა ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დააარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს" უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმიდანის ეშინო
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი მიხეილ კლოპელი ბოიართა გვარის ჩამომავალი იყო და დიდ მთავარ დიმიტრი დონელს (1363 – 1389) ენათესავებოდა. მან ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი იტვირთა, დატოვა მოსკოვი და ძაძებით მოსილი ჩავიდა კლოპის მონასტერში, ნოვგოროდის მახლობლად. წმიდანი ტაძარში მგალობლად და მკითხველად გაამწესეს, ტრაპეზის დროსაც ის უკითხავდა ძმებს წმიდანთა ცხოვრებებს და თავისი მშვენიერი, ღვთივსულიერი ხმით ყველას გულს ულბობდა. ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, კლოპის სავანეში ჩამოვიდა დიმიტრი დონელის ვაჟი -კონსტანტინე. როცა წირვა დამთავრდა, იგი მეუღლესთან ერთად ტრაპეზზე მიიწვიეს, უცნობი მოწესე იობის წიგნს კითხულობდა. მთავარს ხმა ეცნაურა, მი
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა თეოდოსი, ტრაპიზონელი მიტროპოლიტი დაიბადა კასტორიის მთების მახლობლად, სოფელ კორიცაში. 18 წლისა ათონზე დაემკვიდრა, ფილოთეოსის სავანეში, სადაც მოსაგრე მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. წმიდანი ჯერ სავანის იღუმენად აირჩიეს, შემდეგ კი ტრაპიზონის ეკლესიის მიტროპოლიტად. წმიდა თეოდოსი მშვიდობით მიიცვალა XVI საუკუნეში.
|

წმიდა გრიგოლ ნოსელი ბასილის კესარიელის (ხს. 1 იანვარს) ძმა იყო. ისიც „ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ.” გრიგოლ ნოსელმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, მიიღო როგორც ანტიკური, ისე ქრისტიანული განათლება. ჭეშმარიტების მაძიებელი ყრმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულით მისი არსების გამსჭვალვაში დიდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი დომენტიანე, მელიტინელი ეპისკოპოსი VI საუკუნეში ცხოვრობდა, იმპერატორ იუსტინე უმცროსის დროს. იგი ადრე დაქვრივდა, მონაზვნობა შეიმოსა და წმიდა თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. 30 წლის იყო წმიდანი, როცა ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად აირჩიეს. მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველს და სამწყსოს მოსიყვარულე მღვდელმთავარს სახელმწიფოებრივი დავალებებით ხშირად გზავნიდნენ სპარსეთში. საყოველთაო სითბოთი გარემოცული დომენტიანე ხშირად ღებულობდა მდიდრულ საჩუქრებს, მაგრამ მათ გლახაკებსა და უპოვრებს უნაწილებდა. ღვთის ნებით, წმიდანი სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ აღსრულებული მრავალი სასწაულით გაბრწყინდა.
|

წმიდა თეოფანე დაყუდებული (ერობაში გიორგი ვასილის ძე გოვოროვი) ირლოვის გუბერნიის სოფელ ჩერნავსკში დაიბადა 1815 წლის 10 იანვარს. მამამისი ვასილი ამავე სოფლის წმიდა ვლადიმირის ტაძარში მსახურობდა მღვდლად. დედა ტატიანა - მღვდლის ოჯახიდან იყო. პატარა გიორგი მამას ხშირად დაჰყავდა ტაძარში, სადაც მსახურების დროს ან კლიროსზე იდგა, ან მამას ეხმარებოდა საკურთხეველში. ერთხელ, მწუხრის ლოცვის შემდეგ, დარაჯმა ბავშვი შემთხვევით სამრეკლოში გამოკეტა. გიორგის ბევ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი მარკიანე - კონსტანტინეპოლის დიდი ტაძრის პრესვიტერი და იკონომოსი რომში დაიბადა, დაწყებითი განათლება კი კონსტანტინეპოლში მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ დარჩენილი მდიდარი მემკვიდრეობა ღირსმა მამამ ტაძრების მშენებლობას, აღორძინებასა და შემკობას მოახმარა. მან ააგო და მდიდრულად მორთო წმიდა მოწამე ანასტასიის სახელობის ეკლესია და აქ გადმოასვენა წმიდანის უხრწნელი ნაწილები, ააშენა წმიდა მოწამე ირინეს ტაძარი. თავისი ზნეობრივი სიწმიდით და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ღირსმა მარკიანემ პარტიარქის ყურადღება მიიქცია, რომელმაც პრესვიტერად აკურთხა და კონსტანტინეპოლის დიდი საპარტიარქო ტაძრის იკონომოსად დანიშნა იგი. ღირსი მაკრიანე გარდაიცვალა 472-474 წლებში და დაკრძალეს კონსტანტინეპოლში, წმიდა იოანე ნა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|