მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » წმიდა მღვდელმოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 840) 26 (8.01) დეკემბერი
21:35
წმიდა მღვდელმოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 840) 26 (8.01) დეკემბერი

წმიდა მოწამე ექვთიმე, სარდელი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორების, კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და ირინეს (797-802) დროს. ამ ხარისხში იგი მონაწილეობდა VII მსოფლიო კრებაზე (787 წ.), რომელზედაც ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. როცა ტახტზე ხატმბრძოლი ნიკიფორე I (802-811) ავიდა, ექვთიმე სხვა მართლმადიდებელ იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლეს. იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი - მიხეილ II ენაბრგვნილიც (820-829) ხატთაყვანისცემის წესის უარყოფას მოითხოვდა წმიდანისგან, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნეტარი მოწამე მესამედ გადაასახლეს - ამჯერად კუნძულ კრეტაზე. ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) ბრძანებით, რომელმაც ტახტზე მიხეილი შეცვალა, წმიდა ექვთიმეს წამებით ამოხადეს სული.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 780 | დაამატა: mores | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]