მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » წმიდა მოწამე იულიანე (+312) 6 (19) თებერვალი
19:06
წმიდა მოწამე იულიანე (+312) 6 (19) თებერვალი

წმიდა მოწამე იულიანე ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო. იგი 312 წელს ეწამა, იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას. იულიანე დახელოვნებული მკურნალი იყო, კურნავდა როგორც ხორციელ, ასევე სულიერ ავადმყოფსაც და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.

როცა წმიდა მოწამეები – ეპისკიპოსი სილვანი, დიაკონი ლუკა, და მოკი მკითხველი (ხს. 29 თებერვალს) მხეცების დასაგლეჯად მიჰყავდათ, იულიანე ამხნევებდა და გამანტკიცებდა მათ, რისთვისაც შეიპყრეს, ვიწრო ნაპრალში შეიმწყვდიეს, ხელებსა და ფეხებში გრძელი ლურსმანები ჩააჭედეს და ისე მოკლეს.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 800 | დაამატა: mores | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]