წმიდა მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათთან ერთად 7 მხედარი ფინიკიაში ეწამნენ 295 წელს. ანანია ხუცესი დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისათვის და ფინიკიის მმართველს მაქსიმეს მიჰგვარეს. ვერც შეგონებებმა, ვერც მუქარამ ვერ გადადრიკა წმიდანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისაგან. როცა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვეს, მან სულის შებერვით დაამსხვრია წარმართთა მთელი ტაძარი და საჯაროდ განაქიქა კერპთაყვანისმცემელთა ცრუ-სარწმუნოება. ამის შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც მეშვიდე დღეს მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქნა, მეთორმეტე დღეს კი თავად სულიწმიდა ეჩვენა მტრედის სახით. ამ სასწაულების მხილველმა საპყრობილის მცველმა, პეტრემაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ანანიას ხვედრი გაიზიარა - ორივე აღმსარებელი ერთად წარადგინეს საწამებლად. ანანია გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირს სვიმეონს (+დაახლ.390) ძველს უწოდებენ სვიმეონ მესვეტისაგან (ხს. 1 სექტემბერს) განსასხვავებლად. იგი ბავშვობაში გავიდა სირიის უდაბნოში, ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და აქ ატარებდა დღეებს განუწყვეტელი ლოცვითა და ღვთისგანგებულებაზე ფიქრით: წმიდა მამა მხოლოდ გამოქვაბულის ირგვლივ ამოზრდილი ბალახებით იკვებებოდა. როცა მარტომყოფის მოღვაწეობის ამბავი გახმაურდა, მასთან სულიერი დამოძღვრის მსურველებმა იწყეს სიარული. განმარტოების მაძიებელმა მამამ რამდენჯერმე გამოიცვალა დაყუდების ადგილი, ბოლოს, ღვთის მინიშნებით, ამანის ქედის ერთ-ერთ მთაზე დაემკვიდრა,აქ ორი სავანე ააგო და კეთილად განაგებდა მის მკვიდრთა ცხოვრებას. ღირსმა სვიმეონმა კეთილმსახური ცხოვრებისათვის ღვთისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო.
|
ღირსი თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) სტუდიტის მონასტრის წინამძღვარი იყო VIII-IX საუკუნეებში. ხატმებრძოლთაგან დევნილი ხერსონესში გარდაიცვალა 826 წელს. 26 იანვარს იდღესასწაულება მისი უხრწნელი ნაწილების გადასვენება ხერსონესიდან კონსტანტინეპოლში. წმიდა იოსები, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი ღირსი თეოდორე სტუდიელის ძმა და ერთგული თანამოღვაწე იყო: მასთან ერთად მოღვაწეობდა საკუდიონის მონასტერში ღირსი პლატონის (ხს. 5 აპრილს) ხელმძღვანელობით, შემდგომში კი, უკვე მღვდელმთავრის ხარისხში, მან ამხილა იმპერატორი კონსტანტინე (780-797) უსჯულო ქორწინებაში, ილაშქრებდა ხატმებრძოლთა ერესის წინააღმდეგ. ამგვარი შეუპოვრობისათვის მან მრავალი დევნა, გადასახლება, ტანჯვა, შევიწროება დაითმინა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმიდა მამამ სტუდიტის მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 830 წელს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა პავლა ქვრივი მდიდარი და დიდგვაროვანი რომაელების ასული იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ქველმოქმედებას მიყო ხელი. 385 წელს წმიდა დედა ქალიშვილთან ერთად აღმოსავლეთში გაემგზავრა. იერუსალიმის მახლობლად მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი და მამათა მონასტერი, ბეთლემში კი - დედათა სავანე, სადაც აღესრულა კიდეც 404 წელს.
|
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში. 1840-45 წლებში გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად. 1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოც
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას - ნონა. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ფელიციტას შვიდი ვაჟი ჰყავდა: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი. წარმოშობით ფელიციტა მდიდარი რომაელების ოჯახიდან იყო. როცა ქურუმებმა წმიდანს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღმერთების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი, მან მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის ისინი საწა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი პოპლი ასური მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში დაიბადა. იგი სენატორის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ შემდგომ უარყო ეს სოფელი, ქონება მოწყალებად გასცა და მონაზვნობა შეიმოსა. წმიდანი ასურეთის უდაბნოს ერთ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც ორი სავანე დააარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი - ასურელებისათვის. გარდაიცვალა 380 წელს.
|
ღირსი მარი მგალობელი ასურეთში მოღვაწეობდა. ის 37 წელი ცხოვრობდა ერთ ნესტიან ქოხში, მშვენიერის პირისახის, რბილი და სასიამოვნო ხმის გამო წმიდანს მგალობელი შეარქვეს. ღირსი მამა გარდაიცვალა 60 წლის ასაკში (+430).
|
წმიდა მოსე, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი (ერობაში - მიტროფანე) 1325 წელს აღსაყდრდა მღვდელმთავრის ტახტზე, მაგრამ ურთიერთქიშპობამ, შფოთმა და სხვა უბედურებებმა დაამძიმეს მისი სული და 1390 წელს ნებით გადადგა ეპისკოპოსობიდან. წმიდანმა ოცზე მეტი წელი გაატარა მონაზვნურ ღვაწლში, 1352 წელს კი სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით კვლავ დაუბრუნდა თავის კათედრას. წმიდა მოსე ჭეშმარიტ მწყემსად მიევლინა ეპარქიას: ჩაგრულებს მფარველობდა, ღარიბ ქვრივებს შეეწეოდა, რჩევა-დარიგებით განამტკიცებდა კეთილმსახურებს; მან თავი მოუყარა მწერლებს და თავისი ხარჯებით მრავალი წიგნი გადააწერინა, ბევრი ტაძარი ააგო ნოვგოროდსა და მის შემოგარენში. 1359 წელს დასნეულებული და დაუძლურებული მღვდელმთავარი კვლავ გადადგა ტა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი ქსენია (ერობაში - ევსებია) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. იგი სიყრმიდანვე აინთო საღვთო ტრფიალებით. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. ღირს დედას ყველა უწვდიდა დახმარების ხელს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირს
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები ტიმოთე და აღაპი III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეეპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მთას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეოდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიპყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი მაკედონი - ასურელი მეუდაბნოე (IV-V) თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. 25 წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოებში ერთი ღრმა თხრილი ამოარჩია სამკვიდრებლად და აქ, ღია ცის ქვეშ ატარებდა დღეებს ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს განრიდებული. ღირს მაკედონთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი დამოძღვრის მოსასმენად. სიბერის წლებში მოისმინა მეუდაბნოემ შეისმინა მათი ვედრება და ვიწრო კელიაში გადავიდა. მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა დანაყული და წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა (მიტომაც უწოდეს „კრიტოფაგი" - ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მოუძლურებულმა. უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების ნიჭი მიმადლა. ღირსი მაკედონი გარდაიცვალა დაახლოებით 76 წლ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი XIX საუკუნეში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში. მისი მეუღლე, მეფის კარის მომღერალი, 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. მწუხარებამ შესძრა ქსენიას გული და აი, სწორედ მაშინ მოუწოდა მას უფალმა ქრისტეს სალოსობისაკენ. თავისი სულიერი ღვაწლი რომ დაეფარა, წმიდანი შეშლილივით იქცეოდა, უცნაურ ტანსაცმელს იცვამდა, და გარდაცვლილი მეუღლის, ანდრიას სახელს იჩემებდა. ქონება ღარიბებს დაურიგა და არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რომელიც ეცვა: საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი დიონისეს (XVI) ღვთივრჩეულობა ბავშვობაშივე გაცხადდა ზეციური სასწაულით: მისი აკვნის თავზე ჯვარი გაბრწყინდა. მომავალმა წმიდანმა სიყრმიდანვე შეიყვარა საღმრთო წიგნების კითხვა და ლოცვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ კი ათონის მთას მიაშურა და ბერად აღიკვეცა. მკაცრი მოღვაწეობით გამორჩეული მოღვაწე მალე დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი. ღირს მამასთან მრავალი მონაზონი მოდიოდა რჩევა-დარიგების მოსასმენად და ისიც დაუზარებლად მოძღვრავდა ყველას. როცა ფილოთეოსის სავანის იღუმენი გარდაიცვალა, ძმების თხოვნით, წინამძღვრობა დიონისემ იტვირთა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოეწონათ ეს არჩევანი და ბერებს შორის შუღლი და მტრობა ჩამოვარდა. წმიდა მამა ყველაფერზე მაღლა მშვიდობასა და ურთიერთსიყვარულს აყენებდა, ამიტომ ნებით გადადგა იღუმენობიდან და ჯერ ბერიას მიაშუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამნენ ეგვიპტეში.
|
ღირსი ფილონი კოპლასტიელი (კუნძული კვიპროსი) ეპისკოპოსი იყო. იგი მშვიდობით მიიცვალა V საუკუნეში. წმიდა მამას მიაწერდნენ მოსეს ხუთწიგნეულის კომენტარებსა და „ქება ქებათას" განმარტებას.
|
წმიდა გერასიმე, ველიკოპერმელი (უსტვიმელი) ეპისკოპოსი, პერმის განმანათლებლის, სტეფანეს შემდეგ აღსაყრდა მღვდელმთავრის ტახტზე. მისი სამწყსო მეტად შევიწროებული იყო ნოვგოროდელთა, განსაკუთრებით კი, წარმართ ვოგულთა თავდასხმებით. წმიდა გერასიმე უშიშრად მიდიოდა მათ ქვეყნებში და შეაგონებდა მტრებს, შეეწყვიტათ უმწეო პერმელი ქრისტიანების ძარცვა. ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, 1441 წელს, იგი ვოგულმა მსახურმა მოკლა (გადმოცემით ომოფორით დაახრჩო) (+1441).
|

წმიდა მოწამე იოანე ყაზანელი ნიჟნი ნოვგოროდიდან იყო. იგი თათრების ერთ-ერთი თავდასხმის დროს ტყვედ ჩავარდა და ყაზანში მცხოვრები ხანის ნათესავის, ალეი-შნურის ყმა გახდა. დღისით პატიოსნად ემსახურებოდა თავის ბატონს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა, მოთმინებით იტანდა ყოველგვარ წყენას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ერთხელ ალეი-შნურმა გადაწყვიტა, მაჰმადიანობაზე მოექცია თავისი ტყვე. იოანემ კი განაცხადა, რომ უფლად მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს იესო ქრისტეს ცნობს. ღამით თათრებმა წმიდანი რუსულ სასაფლაოზე მიიყვანეს, მახვილით აწამეს, შეკრეს და თოვლში ჩააგდეს. გონსმოსულმა მოწამემ გაჭირვებით მიაღწია ყაზანში მცხოვრები რუსების საცხოვრებელს და ითხოვა, მღვდლისთვის ეხმოთ. ზიარების შემდეგ მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, გამთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მღვდელმოწამე კლიმი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატეაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს, წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც - იგი ბავშვებს განსწავლიდა და ნათლისღების მისაღებად ამზადებდა. ბევრი შემდეგში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა. კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წა
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 52 53 » |