მთავარი » წმინდანთა ცხოვრება

ღირსი მაქსიმე ასური (IV) სირიაში ცხოვრობდა. მან ნებსით იტვირთა უპოვარება და მოყვასის მსახურებისათვის გადადო თავი. წმიდა მამის ქოხის კარები მუდამ ღია იყო მნახველთათვის. გაჭირვებულებს აქ ყოველთვის შეეძლოთ მიეღოთ საზრდელი პურითა და ზეთით სავსე ორი ჭურჭლიდან, რომლებიც, ღვთის ნებით, არასოდეს ცარიელდებოდა.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 719 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)

ღირსი სალამან მდუმარე არის პირველი წმიდანი, რომელმაც მდუმარების აღთქმა დაიმარხა. ის მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარე ერთ გამოქვაბულში დაეყუდა და მხოლოდ უფალს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში, როცა კაპერსანის ეპისკოპოსმა წმიდანის მღვდლად კურთხევა გადაწყვიტა, მან პასუხად ერთი სიტყვაც კი არ მიუგო. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე (+დაახ. 400).

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 718 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი ქალაქ ბორდოში (საფრანგეთი) მცხოვრები მდიდარი და კეთილშობილი ოჯახის შვილი იყო. თავისი საოცარი განსწავლულობის წყალობით, 20 წლის ჭაბუკი რომის სენატორად იქნა არჩეული, შემდეგ - კონსულად, ბოლოს კი კამპანიის ოლქის (იტალია) გუბერნატორიც გახდა. 25 წლის იყო პავლიანე, როცა მეუღლესთან ერთად ქრისტიანობაზე მოექცა. ამის შემდეგ მან სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი: სამკვიდრებელი გაყიდა და მიღებული საზღაური გლახაკებს დაურიგა, რითაც მეგობრებისა და მსახურების კიცხვა და სიძულვილი დაიმსახურა. უშვილო ცოლ-ქმარი უპოვარ ობლებს ივრდომებდა და ღვთისმოშიშებით ზრდიდა. შემდეგ კი, განმარტოებული ცხოვრების მაძიებელმა პავლიანემ ესპანეთის ქალაქ ბარსელონას მიაშურა. ასკეტური ცხოვრებით სახელგანთქმულ მოღვაწეს 393 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მალე მან დატოვა ესპანეთი და იტალიის ქალაქ ნოლანისკენ გა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 757 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)


წმიდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ (+67; ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა (საქმე, 14,6-12 2ტიმ. 1,5). პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თავის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას: „ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინება ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 732 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)

ღირსმოწამე ანასტასი სპარსი ქურუმის ვაჟი იყო. წარმართობაში მას მაგუნდატი ერქვა და სპარსეთის მეფის, ხოსროვ II-ის ლაშქარში მსახურობდა, ხოსროვმა 614 წელს დაამარცხა ბერძნები, წმიდა ქალაქი იერუსალიმი გაძარცვა და ურიცხვ დავლასთან ერთად უდიდესი სიწმიდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც წაიღო სპარსეთში. ჯვრის ძალით აღსრულებული უდიდესი სასწაულები თავზარს სცემდა სპარსელებს. ჭაბუკი მაგუნდატი აენთო სურვილით, დაწვრილებით შეეტყო ყველაფერი ამ უდიდესი სიწმინდის შესახებ და მალე გაიგო, რომ მასზე ადამიანთა ხსნისთვის განკაცებული მაცხოვარი ჯვარცმულა. ქალაქ ქალდეკონში, სადაც დროებით დაბანაკდა ხოსროვის ლაშქარი, ცნობისწადილით აღძრული მეომარი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, ნათელ-იღო ანასტასის სახელით, შემდეგ კი მონაზვნობა შეიმოსა და შვიდი წელი გაატარა ღვთივსათნო მოღვაწეობით იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში.

წმიდა ანასტასი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 766 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)


ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 733 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ნეოფიტე ნიკეიდან იყო. მშობლებმა იგი კეთილშობილ ქრისტიანად აღზარდეს. სიკეთის თავშეკავებული ცხოვრებისა და გამუდმებული ლოცვის გამო უფალმა წმიდანს სიყრმეშივე მიმადლა სასწაულქმედების ნიჭი. წმიდანის დედამ უფალს შესთხოვა, გაეცხადებინა მისთვის შვილის მომავალი. ღმერთმა თეთრი მტრედის სასწაულებრივი გამოჩენით აუწყა ქალს, რომ ნეოფიტე საცხოვნებელ გზას დაადგებოდა. იმავე მტრედმა გამოიყვანა ბავშვი მშობლიური სახლიდან და მთის ერთი გამოქვაბულისკენ – ლომის ბუნაგისკენ გაუძღვა. ამ გამოქვაბულში თხუთმეტი წელი იცხოვრა წმიდანმა და გარეთ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა – მშობლების დასაკრძალად და მათი ქონების გლახაკებისთვის დასარიგებლად.

დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელ დევნილობისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და გაბედულად ამხილა წარმართთა უგნურება. გამხეცებულმა უსჯ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 760 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)


წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას აწამა მხედარმთავარმა ლისიუსმა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანმა, კანდიდმა და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი: მხეცებს შორის ყოფნა არჩიეს წარმართებთან ცხოვრებას. წმიდანებს აქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს და ქრისტეს მხნე აღსარებისთვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს უყრიდნენ. ევგენი რამდენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩააგდეს. უვნებლად გადარჩენილ მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 754 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე აგნია კეთილმსახური რომაელების ოჯახში დაიბადა III საუკუნეში. წმიდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, მის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როცა აგნიამ ქალაქის თავის, სიმფრონის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელმა ამცნო მმართველს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიმ ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა – უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმები ჩამოეზარდა თავზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შუქით იყო გარემოცული, რომელიც ყველა შემოსულს თვალებს უბინდავდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა, ხელი შეეხო აგნიასთვის, იმავ წამს მკვდარი დაეცა მიწაზე, მაგრამ წმიდანის მხურვალე ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრული ხალხის წინაშე განაცხადა: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 747 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ანასტასი ღირსი მაქსიმე აღმსარებლის მოწაფე იყო და მასთან განიცდიდა დევნას მონოთელიტთა მხრიდან. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება სწორედ წმიდა ანასტასიმ შემოგვინახა; გარდაიცვალა 662 წელს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 739 | დაამატა: mores | თარიღი: 08.02.2012 | კომენტარები (0)



ღირსი მაქსიმე ბერძენი (XV-XVI), მდიდარი და წარჩინებული ბერძენის ვაჟი, ალბანეთის ქალაქ არტში დაიბადა. სიყმაწვილეში მან ბევრი იმოგზაურა, ბევრ ენას დაეუფლა, მრავალ მეცნიერებას გაეცნო, ბოლოს კი ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის სავანეში ბერად აღიკვეცა. ამ დროს მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილ ივანეს ძემ (1505-15330) ისურვა, თავისი დედის, სოფია პალეოლოგის ბერძნულ ხ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 725 | დაამატა: mores | თარიღი: 02.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა ნეოფიტე ვათოპედელი ათონის ვათოპედის სავანის მნათე იყო. ერთხელ იგი მძიმედ დასნეულდა და მხურვალე ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს განკურნება. პასუხად ყოვლადწმიდა ქალწულის ხატიდან შემოესმა: „ერთი წლის სიცოცხლე გეძლევა სიკვდილისთვის მოსამზადებლად!” სასწაულებრივად განკურნებულმა ნეოფიტემ ღვაწლი გაამკაცრა და აღსასრულისთვის დაიწყო მზადება. ერთი წლის შემდეგ, კვირადღეს, წმიდანს კვლავ ჩაესმა ხმა იმავე ხატიდან – უკვე დადგაო შენი მიცვალების დრო. ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარების შემდეგ ღირსმა ნეოფიტემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 761 | დაამატა: mores | თარიღი: 02.02.2012 | კომენტარები (0)



ღირსი ექვთიმეს მშობლებს – მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მიეღო მათზე. ერთხელ, ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ: „იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემიეს თქუენდა ძჱ და სახელი მისი – სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 709 | დაამატა: mores | თარიღი: 01.02.2012 | კომენტარები (0)



წმიდა მოწამენი: ინა, პინა და რიმა ანდრია მოციქულის მოწაფეები იყვნენ, წარმოშობით სლავები, სამხრეთ სკვითიიდან. ისინი სახარებას ქადაგებდნენ ბარბაროსთა შორის, მრავალი მოაქციეს და მონათლეს. ამისთვის ადგილობრივმა მთავარმა წმიდანები შეიპყრო და მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. მხნე აღმსარებლებმა არ უარყვეს ქრისტე. იმ ხანებში სასტიკი ზამთარი იდგა. მდინარეები ისე იყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 764 | დაამატა: mores | თარიღი: 01.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: ვასი, ევსევი, ევტიქი და ვასილიდი იმპერატორ დიოკლეტიანეს კარისკაცები იყვნენ: ისინი შეესწრნენ თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსის (ხს. 5 იანვარს) წამებას ქრისტესთვის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლნენ. ამისთვის წმიდანები სასტიკად აწამეს და დახოცეს: ვასი წელამდე მიწაში ჩამარხული გადახერხეს, წმიდა ევსევი თავდაღმა დაკიდეს და შუაზე გააპეს, წმიდა ევტიქი ხელებითა და ფეხებით ბოძებზე მიაბეს და ნაწილებად დაფლითეს, წმიდა ვასილიდს მუცელი დანით გამოუფატრეს. ეს მოხდა 303 წელს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 782 | დაამატა: mores | თარიღი: 01.02.2012 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ზაქარია ქრისტეს აღსარებისთვის თურქებმა აწამეს ძველ პატრებში (პელოპონესში) 1782 წელს. მან ჯერ უარყო ქრისტე და გამაჰმადიანდა, მაგრამ შემდეგ შეინანა და დაუბრუნდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. წმიდანი ხეზე დაკიდული აღესრულა.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 759 | დაამატა: mores | თარიღი: 01.02.2012 | კომენტარები (0)

                          

                                                                                                                                 &n ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 785 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)



მაკარი დიდი მეგვიპტელი – დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით იგი დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: „მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა!" ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა მას და ლოცვისა და სინანულის ღვაწლისთვის აღაფრთოვანებდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს, მაგრამ ხანშიშესულ დედ-მამას არ შორდებოდა და მშობლების პატივისცემის მცნებას აღასრულებდა. დედ-მა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 859 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)


წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანტინეპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.

მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინეპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერიოზული, ამასთან, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 785 | დაამატა: mores | თარიღი: 31.01.2012 | კომენტარები (0)

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 52 53 »