მთავარი » 2011 » მარტი » 24

წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს მონასტერში, მეუდაბნოეებთან საუბრებში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმიდა თეოდოსის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტერში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისაგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი", რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა.

სპარსელთა თავდასხმების გამო წმიდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი მძიმედ დაავადდა. მან მონაზვნობა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 885 | დაამატა: mores | თარიღი: 24.03.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მღვდელმოწამე პიონი - სმირნის ხუცესი და სხვა მასთან წამებულნი ეწამნენ უსჯულო იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს ეგეოსის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ სმირნაში.

როდესაც დევნის დაწყება გაიგო, წმიდა პიონი, საბინთან და ასკლიპიადასთან ერთად, ტანჯვისათვის განემზადა: მათ ქედზე ბორკილები დაიდეს.

23 თებერვალს, წმიდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის (+167) ხსენების დღეს, წმიდა მოწამეები შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. საპყრობილეში ისინი შეხვდნენ სმირნის საკათედრო ტაძრის პრესვიტერს ლინას და ქრისტიან ქალს მაკედონიას, რომლებიც ქრისტეს აღმსარებლობისათვის იყვნენ დატყვევებულნი. წმიდა მოწამეებთან მრავალი ქრისტიანი მიდიოდა საპყრობილეში და საჩუქრები მიჰქონდა. წმიდანები ყველაფერს ციხის დარაჯებს ურიგებდნენ. წმიდა პიონთან ისინიც მიდიოდნენ, ვინც შიშის გამო უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. წმიდა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 750 | დაამატა: mores | თარიღი: 24.03.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ეპიმახო (+დაახლ. 250) წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. ის დიდხანს ცხოვრობდა დაყუდებულად პილუსიის მთაზე. ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნის დროს (დაახლ. 250 წ.) წმიდა ეპიმახო ქალაქში ჩავიდა, წარმართული კერპები დაამსხვრია და უშიშრად იქადაგა ქრისტეს სწავლება, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მისი მარტვილობის მოწმეებს შორის იდგა ქალი, რომელსაც თვალი სტკიოდა. მოწამის წმიდა სისხლმა იგი განკურნა. წმიდანს საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 799 | დაამატა: mores | თარიღი: 24.03.2011 | კომენტარები (0)