უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა. მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა პიმენ სალოსი დაიბადა XIII სს. 60-იან წლებში. წმიდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო - „კეთილშობილთაგანი". წმიდა პიმენი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. სასულირო და საერო მეცნიერების „ხედვითი და ღვთისმეტყველებითი სიბრძნის" უბადლო მცოდნე პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღვთისსათნო ცხოვრებით. წმიდა პიმენი მის „ხედვით და ღვთისმეტყველებით სიბრძნეს" მოგონილი სისულელით მალავდა „და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს". წმიდანი უშიშრად ამხელდა ძლიერთა ამა სოფლისა, მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესოებას. ღრმად განათლებული წმიდა მამა იყო „მამხილებელ უსამართლოებასა და უწესოებასა ზედა მეფეთა და მთავართა არა თუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა". წმიდა ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოციქული არისტობულე (I), ბრიტანეთის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი თავის ძმასთან, წმიდა მოციქულ ბარნაბასთან ერთად წმიდა პავლე მოციქულს მოხსენიებული ჰყავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,10). მოციქულმა პავლემ არისტობულეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და უფლისთვის სათნო ღვაწლში მშვიდობით მიიცვალა.
|
წმიდა მოწამე საბიანე (+287) ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მმართველი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას საბიანე, თანამოსაგრეებთან ერთად, მივარდნილ სოფელში დაიმალა. მისი ადგილსამყოფელი ორი ოქროს მონეტის ფასად გასცა ერთმა უმადურმა ღატაკმა, რომელსაც წმიდანი ყოველთვის ეხმარებოდა. სხვა ექვს ქრისტიანთან ერთად საბიანე შეიპყრეს და წამების შემდეგ ნილოსში დაახრჩვეს.
|
წმიდა მოწამე პაპი (+305-311) ქალაქ ლარანდაში (მცირე აზია) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (305- 311) დროს. ქრისტეს აღიარებისათვის სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ლურსმნებგაჩრილი ჩექმებით წაიყვანეს ჯერ ნეოკესარიაში, შემდეგ კი- ისავრის სელევკიაში. წმიდა პაპი უნაყოფო ხეზე მიაბეს, ხემ ნაყოფი გამოიღო.
|
მღვდელმოწამე ალექსანდრე - რომის პაპი ათი წელი განაგებდა, რომის ეკლესიას. იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით, ცოცხლად დაწვეს 119 წლის 3 მაისს.
|
მღვდელმოწამე იულიანე ანაზავრელი (+305-311) სირიის ანტიოქიაში ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) ზეობისას. წმიდა იოანე ოქროპირის დროს იულიანეს ნაწილები ავადმყოფებს კურნავდა. წმიდა მღვდელმთავარი მასზე ლაპარაკობს 47-საუბარში.
|
წმიდა მოწამენი ტროფიმე და თალია (+300) პრესვიტერები, ძმები იყვნენ. ისინი ლაოდიკიაში მსახურობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (283-305) დროს, ქრისტიანთა დევნისას, ძმები შეიპყრეს და მიჰგვარეს გამგებელ ასკლიპიოდოტს. მან წმიდანთა ქვებით ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ ნასროლი ქვები მსროლელებს უბრუნდებოდა. განმეორებითი დაკითხვის შემდეგ, ძმებს ჯვარცმა მიუსაჯეს. სასიკვდილოდ მიმავალნი უფალს განადიდებდნენ და მადლობდნენ, რამეთუ სათნო იჩინა და წმიდანებს ჯვარზე გაკრულნიც ქადაგებდნენ. დედა ამხნევებდა ჯვარცმულებს. ერთმა იუდეველმა ქალმა თაყვანი სცა წმიდანებს და წამოიძახა: „ნეტარ არიან დედანი, მშობელნი ამგვარი შვილებისა". წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ საპყრობილის დარაჯმა იხილა სამი ანგელოზის თანხლებით ზეცას აღმავალი ძმების სულები. ხალხი მთელი ღამე არ მოშორებია წმიდა მოწამეთა გვამებს. დილით სასჯელის ადგილზე მივ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|