საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა. წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა (ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული იქადაგეს დიდაჭარაში, სამხრეთ საქართველოში, შემდგომ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. წმიდა სვიმონ კანანელი აფხაზეთში დარჩა და იქვე აღესრულა მოწამეობრივად (დაკრძალულია ანაკოფიაში). სხვადასხვა დროს ქართლში ყოფილან მოციქულები: წმიდა მატათა (ხს. 9 აგვისტოს), წმიდა ბართლომე (ხს. 11 ივნისს). მატათას წმიდა ნაწი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი თეოფანე სიღრიანელი (+818) დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილშობილ და ცნობილ ოჯახში. მისი მამა ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-74) ნათესავი იყო. სამი წლის თეოფანეს მამა გარდაეცვალა. თეოფანე სასახლის კარზე გაიზარდა და იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) წარჩინებული კარისკაცი გახდა. ის მდგომარეობამ აიძულა, ცოლი შეერთო, მაგრამ, მეუღლესთან შეთანხმებით, უბიწოება დაიცვა, რადგან მის სულში ბერული ცხოვრების სურვილი ღვივდებოდა. სიღრიანის მონასტერში ყოფნისას თეოფანე შეხვდა ბერს, გრიგოლ სტრატიგს, რომელმაც თეოფანეს მეუღლეს ქმრის მოწამეობრივი აღსასრული უწინასწარმეტყველა. რამდენიმე ხნის შემდეგ თეოფანეს მეუღლე ბითვინიის ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად შედგა, თავად თეოფანე კი გრიგოლმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მართალი ფინესი (დაახლ. 1500 წ. ქრისტემდე), მღვდელმთავარ არონის შვილიშვილი და მღვდელმთავარ ელიაზარის შვილი, თვითონაც მღვდელი იყო. როცა წმიდა წინასწარმეტყველ მოსეს (ხს. 4 სექტემბერს) მიერ ეგვიპტის მონობიდან გამოყვანილი ისრაიტელნი აღთქმულ მიწას მიუახლოვდნენ, მათი მეზობლები – მოაბელნი და მადიამელნი, შიშითა და შურით აღივსნენ, მოგვი ვალაამი მოიწვიეს და სთხოვეს, დაეწყევლა ებრაელები. უფლის ნებით ვალაამმა სამგზის აკურთხა ღვთივრჩეული ერი. მაშინ მოაბელებმა ისრაიტელები ბალ-ფეგორის კერპით აცდუნეს. უფალმა დასაჯა განდგომილები: ათასობით ებრაელი დაიხოცა შავი ჭირით. ამ დროს ვინმე ზიმრიმ, სიმეონის ტომიდან, მოსესა და მთელი კრებულის თვალწინ მადიამელი დედაკაცი მოიყვანა. განრისხებულმა ფინესმა ისრაიტელიც და დედაკაციც მახვილით განგმირა. „და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა. „ფინეს, ძემან ელიაზარისამან, ძისა აპრონ მღვდლი
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი – რომის პაპი (+604) დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. პაპი დელიქსი მისი ბაბუა იყო. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი. გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება ექვსი მონასტრის მოწყობას მოახმარა, რომში წმიდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერი დაარსა და ბერად აღიკვეცა. პაპ პელაგი II-ის დავალებით წმიდა გრიგოლი დიდხანს ცხოვრობდა ბიზანტიაში. აქ დაწერა მან „იობის წიგნის თარგმანები". პელაგის გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრაზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. შვიდი თვის განმავლობაში უარობდა იგი ამ მაღალ პატივს, მაგრა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1021) დაიბადა 946 წელს ქალაქ მალატიაში (პაფლაგონია). მან უმაღლესი განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში. მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობა ეჭირა კიდეც. 25 წლის ასაკში სვიმეონმა იგრძნო ლტოლვა ბერული ცხოვრებისაკენ, სახლიდან გაიქცა და სტუდიტის მონასტერს მიაშურა, აქ გაიცნო წმიდა ბერი სვიმეონ ღვთისმოშიში და მისი მოწაფე შეიქმნა. ღირსი სვიმეონის ძირითადი ღვაწლი იყო მოუკლებელი ლოცვა: „უფალო, შეგვიწყალენ". უფრო ხანგრძლივი ლოცვისთვის ის განმარტოვდებოდა ხოლმე. ლიტურღიაზეც კი ცალკე იდგა, ხშირად მარტო რჩებოდა ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში. სიკვდილზე ფიქრი ჩვევად რომ გადაქცეოდა, მთელ ღამეებს სასაფლაოზე ატარებდა. სულიერი ამაღლების ჟამს მასზე სულიწმიდა გადმოდიოდა ნათელი ღრუბლის სახით და გარემოს ფარავდა მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|