წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე დაწვეს, წმიდა აღაპი და თეკლე (ხს. 19 აგვისტოს) კი – მხეცებს დააგლეჯინეს. ხალხის ბრბოში მდგარმა ყრმებმა: პუბლიმ, ტიმოლაისმა, ალექსანდრემ, სხვა ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილამ გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ სარწმუნოებისათვის. მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს, ურბანს. ურბანი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადა
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე ეწამა ქრისტესთვის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. წმიდანი მმართველმა ანტონიონმა დაკითხა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. ღვთისგან სასწაულებრივად დაცულმა ალექსანდრემ უდრტვინელად აიტანა ტკივილი. შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს. ანტონიონი მსაჯულის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ეშმაკეულ იქმნა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
|
წმიდა მოწამე ნიკანდრი ეგვიპტეში ეწამა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. ის მკურნალი იყო ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილეებში აკითხავდა აღმსარებლებს და ეხმარებოდა მათ. ერთხელ ნიკანდრიმ ნახა ქრისტიანთა გვამები, რომლებიც მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად და ღამით წავიდა მათ დასამარხავად. ის შეამჩნიეს, დაიჭირეს და სასტიკად აწამეს: ცოცხლად გააძვრეს ტყავი , შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.
|
წმიდა მოწამე მანუელ კრიტელი ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს თურქებმა და გაამაჰმადიანეს. როცა გაიზარდა, კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. Aამისათვის 1792 წელს კუნძულ ხიოსზე თავი მოჰკვეთეს.
|
ღირსი ბენედიქტე ნურსიელი (+543), დასავლური ბენედიქტიანელთა მონაზვნური ორდენის დამაარსებელი, დაიბადა იტალიის ქალაქ ნურსიაში 480 წელს. 14 წლის ყმაწვილი მშობლებმა რომში გაგზავნეს სასწავლებლად, მაგრამ, ირგვლივ არსებული უზნეობით შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ცხოვრების სხვა გზა აერჩია. თავიდან წმიდა ბენედიქტე მივიდა წმიდა პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარში, სოფელ ეფედიში, შემდეგ კი მთებში გაიხიზნა. აქ ის შეხვდა განდეგილ რომანოზს, რომელმაც ბერად აღკვეცა და აჩვენა გამოქვაბული, სადაც უნდა ეცხოვრა. დროდადრო განდეგილს საზრდელი მოჰქონდა ბერისთვის. წმიდა ბენედიქტემ სამი წელი ცდუნებებთან სასტიკ ბრძოლაში გაატარა და სძლია მათ. მალე მის ირგვლივ შეიკრიბა ხალხი, რომლებსაც უნდოდათ მისი ხელმძღვანელობით ეცხოვრათ უდაბნოში. მოწაფეთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ წმიდა ბენედიქტემ ისინი თორმეტ საძმოდ დაჰყო და იღუმენებიც დაუნიშნა. თი
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა აღმსარებელი ექვსიმონი - ლამპასკის ეპისკოპოსი ცხოვრობდა მცირე აზიაში დარდანელის სრუტესთან. ის ცნობილი იყო თავისი სიკეთითა და მკაცრი მოღვაწეობით. ხატთაყვანისცემისათვის იმპერატორ თეოფანეს (829-842) დროს გადაასახლეს და დევნილობაში გარდაიცვალა.
|
|