ღირსი ბასილი იყო საქართველოს კათოლიკოს ევფემიოსის (ექვთიმე III) ბიძა. წინასწარჭვრეტის მადლით გაბრწყინებული ბასილი წმიდა ათონის მთაზე მოღვაწეობდა. წმიდა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) მეფობის დროს საქართველო საყოველთაო განუკითხაობამ მოიცვა. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე მეფე იძულებული იყო მონღოლთა სურვილები აესრულებინა და ურჯულოთა მხარდამხარ ებრძოლა. გაუთავებელ ომებს ქართველთა სისხლი ეწირებოდა. ამას ზედ დაერთო ჩვენი ცოდვების გამო გარდამოვლენილი სასჯელი ღვთისა - საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მთელი სამცხე და ქართლი დაანგრია. ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა, დაიწყო შინაომები, ქართველები მტრებსაც კი აღემატებოდნენ უზნეობით და ურჩობით. დემეტრე მეფე
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა იოანე ბავშვობიდანვე წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 20 ნოემბერს) მოწაფე იყო. იოანემ ახალგაზრდობაშივე დასთრგუნა ხორციელი ვნებები და მთელ დღეებს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. წმიდა გრიგოლს ძალიან უყვარდა მისი მორჩილი და ბრძენი მოწაფე, წმიდა იოანეც ყოველმხრივ ცდილობდა მიებაძა მისი მოძღვრისთვის, იგი კეთილმსახურებითა და გულმოდგინებით აღასრულებდა ყოველივე ლოცვა-კურთხევას. ხატმბრძოლთა ერესის მძიმე დროში, ლეონ სომეხის მეფობისას, წმიდა გრიგოლი და იოანე კონსტანტინეპოლში ჩავიდნენ და იქ განამტკიცებდნენ მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში. წმიდა იოანე იქვე აღესრულა, დაახლოებით 820-850 წლებში. წმიდა იოანე მგალობელმა (ხს. 4 აპრილს) წმიდა იოანე დაკრძალა მისი მოძღვრის, წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის გვერდით.
|
წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი, სევერიანე (+303) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის (+303, ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) შეურყეველმა რწმენამ და სიმტკიცემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. წმიდა ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი და სევერიანე ესწრებოდნენ წმიდა გიორგის წამებას ურმის თვალზე და როცა მისი სასწაულებრივი გადარჩენა იხილეს, სახალხოდ აღიარეს, რომ თვითონაც ქრისტეს მიმდევრები იყვნენ. მსაჯულის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს ნიკომიდიაში (+დაახლ. 303).
|
წმიდა კოზმან ქალკედონელი და ღირსი ავქსენტი (+815-820) ცხოვრობდნენ IX საუკუნეში, როცა ხატმებრძოლები დევნიდნენ მართლმადიდებლებს. წმიდა კოზმანი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად, შემდგომ კი ქალკედონის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. მგზნებარედ იცავდა მართლმადიდებლობას ხატმებრძოლი ერეტიკოსებისაგან. ამ საქმეში მისი ერთგული თანაშემწე იყო ღირსი ავქსენტი. ხატმებრძოლები მრავალგზის ამაოდ ეცადნენ თავიანთ მხარეს გადაედრიკათ წმიდა ეპისკოპოსი, იგი არ დაემორჩილა იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) ბრძანებას ტაძრიდან წმიდა ხატების გატანის თაობაზე. ურჩობისათვის კოზმანს მღვდელმთავრის ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც იგი ღირს ავქსენტისთან ერთად მტკიცედ იცავდა ხატთა თაყვანისცემის უძველეს და წმიდა წესს.
|
წმიდა მოწამე იოანე ახალი (+1526) დაიბადა საბერძნეთში, ქალაქ იანინში. დაობლების შემდეგ წმიდა იოანე კონსტანტინეპოლში წავიდა. მშობლების დანატოვარი თანხით ქალაქის ბაზარში პატარა დუქანი იყიდა და ხელოსნობა დაიწყო. წმიდა იოანე შრომისმოყვარე იყო, პატიოსნად ასრულებდა ყველა შეკვეთას და საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ მისი სული ზეცათა სასუფეველს მიელტვოდა. წმიდა იოანე მძიმე დროში ცხოვრობდა. კონსტანტინეპოლი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანები ძლიერ იდევნებოდნენ. მრავალი ქრისტიანი ხელოსანი და ვაჭარი გამაჰმადიანდა. წმიდა იოანე მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საყვედურობდა განდგომილებს, რისთვისაც მათ მოიძულეს წმიდანი და მისი დაღუპვა განიზრახეს. იოანემ ეს იცოდა, მაგრამ არ ეშინოდა, რადგან, ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებული, თვითონვე ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის. დიდ პარასკევს წმი
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმიდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე. საეკლესიო საქმეებისთვის აფხაზეთს მიმავალმა გრიგოლმა ქართლში „ნებითა ღმრთისაჲთა... პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთმოქმედი". უკან დაბრუნებულმა გრიგოლმა ყრმა ეფრემი თან წაიყვანა ხანძთას არსენთან (ხს. 25 სექტემბერს) ერთად და აღსაზრდელად თავის თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს (ხს. 5 ოქტომბერს) ჩააბარა. ხანძთის სავანეში ყრმების გამოჩენამ საძმოს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს მონასტრის წესდებით აკრძალული იყო. ბერებმა ღირს გრიგოლს მიმართეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოყვანენ და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენზევე გამოეხუების მომავალთა
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მის თანა მოწამე ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი (+344) - წმიდა სვიმეონ ეპისკოპოსი მოწამეობრივად აღესრულა სპარსეთის მეფის, საპორ II ის (310-381) დროს. წმიდანს ბრალად დასდეს ბერძნებთან ურთიერთობა და სპარსეთის მეფის წინააღმდეგ მტრული ქმედებანი. 344 წელს მეფემ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს დიდი ხარკი დაეკისრათ. როდესაც ზოგიერთმა მის გადახდაზე უარი განაცხადა, მეფემ ქრისტიანთა საყოველთაო დევნა გამოაცხადა, წმიდა სვიმეონი ბორკილდადებული მოიყვანეს სასამართლოზე ორ სხვა ხუცესთან - ავდელიასა და ანანიასთან ერთად. წმიდა ეპისკოპოსი არც მიესალმა მეფეს. როცა საპორმა იუცხოვა მის მიმართ ასეთი უპატიო დამოკიდებულება, სვიმეონმა უთხრა: „ადრე მე პატივს მივაგებდი შენს ხარისხს, ახლა კი მოყვანილი ვარ ქრისტე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი აკაკი მელიტინელი (+435) - დაიბადა სომხეთის ქალაქ მელიტინაში. მის მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ისინი უფალს ევედრებოდნენ მემკვიდრის მონიჭებას და ჰპირდებოდნენ, რომ თუ შვილი მიემადლებოდათ, მას ღვთის სამსახურში ჩააყენებდნენ. მართლაც, ყრმა აკაკი მილიტინის ეპისკოპოსს ოტრიას მიაბარეს. როცა მაკედონიუსის ერესი გაჩნდა, ოტრია ეპისკოპოსი II მსოფლიო კრებაზე (381 წ.) იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმიდაზე, როგორც ერთარსება და განუყოფელი სამების მესამე პირზე. ეპისკოპოსი სიყვარულით ზრდიდა აკაკის: ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ დიაკვნად დაასხა ხელი, ბოლოს კი მღვდლადაც აკურთხა. წმიდა აკაკი ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, ხალხს ასწავლიდა წმიდა წერილს, განუმარტავდა მართლმადიდებლურ მრწამსს. მის მოწაფეთა შორის იყო თვით ექვთიმე დიდი (+473; ხს. 20 იანვარს). ოტრიას გარდაცვალების შემდეგ მრევ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ადრიანე (+251) ქრისტეს აღსარებისათვის დაატუსაღეს იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ერთ წარმართულ დღესასწაულზე უმღრთოებმა ყველა ქრისტიანი გამოუშვეს საპატიმროებიდან იმ პირობით, რომ მსხვერპლს შესწირავდნენ კერპებს. წმიდა ადრიანესაც უბრძანეს, სამსხვერპლოზე საკმეველი დაედო, მაგრამ მოწამემ შემოწირული ძღვენი ძირს ჩამოყარა, ცეცხლი ჩააქრო და სამსხვერპლო დაარბია. გაბოროტებულმა წარმართებმა სასტიკად ცემეს წმიდანი და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს.
|
წმიდა აღაპიტე რომის პაპი (+536) - მართლმადიდებლობის მგზნებარე დამცველი იყო. თავისი ღვთისმოსაობით მან საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა და 535 წელს რომის პაპად აირჩიეს. გუთთა მეფემ თეოდორიკე დიდმა, წმიდა აღაპიტე კონსტანტინეპოლში გაგზავნა ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად. გზად წმიდა მღვდელმთავარი ყრუ-მუნჯ და კოჭლ ადამიანს შეხვდა და კოჭლობისაგან განკურნა, შემდეგ კი მეტყველების ნიჭიც დაუბრუნა. კონსტანტინეპოლში წმიდა აღაპიტემ განკურნა ბრმა მათხოვარი. ამ დროს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება. წმიდა აღაპიტემ მონაწილეობა მიიღო კრების მუშაობაში და დამაჯერებლად დაიცვა მართლმადიდებლური სწავლება ერეტიკოს სევერიოსის მწვალებლობისაგან. წმიდანი გარდაიცვალა კონსტანტინეპოლში 536 წელს.
|
ღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478). რუსეთის ეკლესიის უდიდესი ლამპარი, ბერების სამყოფელის დამაარსებელი სოლოვკის კუნძულზე, დაიბადა ნოვგორდის ეპარქიაში ონეგის ტბის მახლობლად. ის სიყრმითგან ღვთისმოსავ გარემოში იზრდებოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი ქონება დაარიგა და ბერად აღიკვეცა. განმარტოებული ადგილის ძებნაში ღირსი მამა გაემგზავრა თეთრი ზღვის სანაპიროზე და იქ შეხვდა ღირს გერმანეს (ხს. 30 ივლისს), რომელმაც მოუთხრო ერთი უკაცრიელი კუნძულის შესახებ. დაახლოებით 1436 წელს განდეგილებმა მშვიდობით მიაღწიეს კუნძულს. უფალმა მათი საცხოვრებელი ადგილი აკურთხა ღვთაებრივი გამოცხადებით, რომელიც ღირსმა ზოსიმემ იხილა. ბერებმა შიშველი ხელებით დაიწყეს მუშაობა, ააშენეს კელიები, დაამუშავეს
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია (+304) დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ. ასეთი გამოცხადება ჰქონდა აკვილაში დიდმოწამე ანასტასიას (+304, ხს. 22 დეკემბერს), მან მოინახულა დები და განამტკიცა რწმენაში. მალე წინასწარმეტყველება ახდა: მღვდელი ზენონი გარდაიცვალა, დები კი შეიპყრეს და იმპერატორ დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. დების სილამაზით მოხიბლულმა დიოკლეტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა. წმიდა დებმა უპასუხეს, რომ ერთადერთი ზეციური საქმრო ჰყავთ - ქრისტე, რომლისთვისაც მზად არიან ეწამონ და არაფერზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ლეონიდე და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი - აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. ისინი ქრისტეს აღიარებისთვის წყალში ჩაჰყარეს დასახრჩობად, მაგრამ უფალმა სასწაულებრივად დაიცვა და განადიდა მათი სარწმუნოება: მოწამეები წყალზე სვლითა და გალობით მხნედ აკურთხებდნენ და აქებდნენ ღვთის ყოვლისშემძლეობას. ეშმაკებისაგან გონებადაბნეული ჯალათები ნავებით დაეწივნენ წმიდანებს, ყელზე ქვები გამოაბეს და ისე დაახრჩვეს.
|
წმიდა მოწამე ირინე სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრობდა მკაცრი ასკეტური ღვაწლით. წარმართთა დასმენით იგი შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, ქრისტეს უშიშრად აღიარებისთვის სასტიკად აწამეს: ამოგლიჯეს ენა, ჩაულეწეს კბილები, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 205-304 წლებში.
|
წმიდა მოციქულები არისტარქოს, პუდი და ტროფიმე (I) - იყვნენ სამოცდაათ მოციქულთაგანნი, რომელნიც თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ წარგზავნა საქადაგებლად (ლკ. 10,24). წმიდა მოციქული არისტარქოსი წმიდა პავლე მოციქულის თანამოღვაწე იყო. შემდგომ ის გახდა სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსი. მისი სახელი ხშირად იხსენიება მოციქულთა საქმეებში (19, 29, 20, 4, 27, 2) და წმიდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (კოლ. 4,10 ფილ. 1,24). წმიდა მოციქული პუდი მოხსენიებულია წმიდა პავლე მოციქულის მე-2 ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ (2, 21). მას რომის სენატში მაღალი თანამდებობა ეჭირა. წმიდა პუდის სახლში თავს იყრიდნენ მოციქულები, შემდგომ ეს სახლი გადაკეთდა ეკლესიად, სადაც, გადმოცემით, თვით წმიდა მოციქულ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა ვასილისა და ანასტასია (I) რომში ცხოვრობდნენ. ისინი ქრისტიანული რწმენის ნათელს წმიდა პეტრე და პავლე მოციქულებისგან ეზიარნენ. მათ ღვთის მსახურებისთვის გადადეს თავი. როდესაც ნერონის (54-68) ბრძანებით დაიწყეს ქრისტიანთა დევნა და ტანჯვა-წამება, წმიდა ვასილისა და ანასტასია უშიშრად პატრონობდნენ წამებულთა გვამებს. როცა ამის შესახებ ნერონმა გაიგო, წმიდა ვასილისა და ანასტასია შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდანები უშიშრად აღიარებდნენ მაცხოვრის სარწმუნოებას. ნერონის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 68).
|
წმიდა მოწამე საბა (+372) წარმოშობით გუთი იყო. იგი ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფილმა, რომელიც IV საუკუნეში ქადაგებდა გუთთა შორის. ნათელღების შემდეგ წმიდა საბა თამამად ქადაგებდა ქრისტიანობას. გუთმა მთავრებმა და მსაჯულებმა წარმართი ქურუმების გავლენით ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და აიძულებდნენ მათ, ნაკერპავი ეჭამათ. ბევრი წარმართი თანაუგრძნობდა ქრისტიან ნათესავებსა და ახლობლებს და ნაკერპავის ნაცვლად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდა. წმიდა საბამ არ ისურვა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამგვარ ტყუილთან შეგუება და განაცხადა, რომ ქრისტიანმა თავისი სარწმუნოება აშკარად უნდა აღიაროს. წმიდანის სიმტკიცით გაბრაზებულმა თანასოფლელებმა სოფლიდან გააძევეს იგი, მაგრამ შემდეგ შეინანეს და დაბრუნება სთხოვეს. როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, საბას თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, სამსჯავროზე წასულიყვნენ და ფიცის ქვეშ გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი - სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე - ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან. სომეხთა მეფის, არტაქსარის მეფობის დროს (88-123 წწ) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულ სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმიდა თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს უფლის სამსა
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 (27) აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში ივანე ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრი ტფილისში აღზარდეს ნათესავებმა, მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა. 1830 წელს დიმიტრი ყიფიანმა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა 1820-1830-იანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას. დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად. დიმიტრი ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას ღებუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655), წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპ თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ, ის აირჩიეს რომის მღვდელმთავრად. ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. ერესს თავად იმპერატორი კონსტანცი (641-668) და კონსტანტინეპოლის პატრიარქი პავლე II-ც (641-654) თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის მითითებით გამოიცა ერეტიკული „რწმენის ნიმუში" (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს. ერეტიკული „რწმენის ნიმუშს" რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმიდა პაპმა მარტინემ, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინეპოლის პატრიარქს გაუგზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი ანტონი, იოანე, ევსტათი (+1347) აღესრულნენ ლიტვის დიდი მთავრის, ოლგერდის (1345-1377) დროს. მთავარი დაქორწინებული იყო ვიტებსკელი მთავრის ასულ მარიამზე (+1346), აღიარებდა ქრისტეს და მეუღლის სიცოცხლეში ქრისტიანობის ქადაგების ნებასაც იძლეოდა. მისმა ორმა ძმამ, ნეჟილომ და კუმეცმა ნათელიღეს მარიამის მოძღვრისგან და მიიღეს სახელები: ანტონი და იოანე. მარიამ დედოფლის თხოვნით ვილნოში მართლმადიდებლური ეკლესიაც კი აშენდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთავარმა ოლგერდმა დაიწყო მფარველობა ცეცხლთაყვანისმცემლებისა, რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანებს. წმიდა იოანე და ანტონი ცდილობდნენ თავიანთი აღმსარებლობა არ გამოეჩინათ, მაგრამ არც წარმართულ წესებს ასრულებდნენ. მალე მთავარმა შეა
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე არდალიონი (+დაახლ. 305-311) - აღესრულა ქრისტესთვის იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ის მსახიობი იყო. ერთხელ წმიდა არდალიონი ცირკში ქრისტიანის როლს თამაშობდა. ავტორის ჩანაფიქრით, მსახიობს ჯერ უარი უნდა განეცხადებინა მსხვერპლშეწირვაზე, შემდეგ კი დათანხმებულიყო ქრისტეს უარყოფაზე. მოქმედების მსვლელობისას წმიდა არდალიონი ხეზე ჩამოკიდეს და წამება დაუწყეს. ის ისე ბუნებრივად განასახიერებდა ტანჯულს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებული განადიდებდა მის ხელოვნებას. მოულოდნელად წმიდანმა ხალხს გაჩუმება სთხოვა და განაცხადა, რომ ის ჭეშმარიტად ქრისტიანია და არ განუდგება ქრისტეს. ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე აზატი IV საუკუნეში აღესრულა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. მასთან ერთად აწამეს სხვა 1000 ქრისტიანი სპარსელი.
|
წმიდა ქრისტეფორე საბაიტელი - სარკინოზებმა მოკლეს პალესტინაში VIII საუკუნეში.
|
მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი (+303) დაიბადა სირიის ლაოდიკიაში ქრისტიანულ ოჯახში და სიყრმიდან ეკლესიაში მსახურობდა. თექვსმეტი წლის ყმაწვილი მედავითნედ აკურთხეს და თორმეტი წლის მანძილზე მოღვაწეობდა ამ სამსახურში. ღვთისმსახურებაში გამოჩენილი ერთგულებისა და გულმოდგინებისათვის ეპისკოპოსმა სისინმა მას დიაკვნად დაასხა ხელი, ოცდარვა წლის მსახურების შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს. ამ ხარისხში წმიდა არტემონი ოცდაცამეტი წლის მანძილზე ქადაგებდა ქრისტიანობას წარმართთა შორის. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა არტემონი უკვე მოხუცი იყო. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, ყველა ქრისტიანს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ეპისკოპოსმა სისინმა შეიტყო, რომ ლაოდიკიაში უნდა ჩამოსულიყო მხედართმთავარი პატრიკიოსი, იგი წმიდა არტემონთან ერთად შეიპარა არტემიდას სამსხვერპლოში და კერპები დაამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე კრისკენტი მირონ-ლუკიელი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი იყო. ერთხელ, როცა ქალაქის მცხოვრებლები წარმართულ ტაძარში მიდიოდნენ, მან ქადაგება დაიწყო და წარმართებს მოუწოდა, მიეღოთ ქრისტიანობა. წმიდანი დაატუსაღეს და ქალაქის გამგებელს მიჰგვარეს. როდესაც კრისკენტის ვინაობა ჰკითხეს, მან მიუგო, რომ ქრისტიანია. გამგებელი იცნობდა წმიდანის მამას და ტყვექმნილს ურჩია, სხვის დასანახად შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის, გულით კი ქრისტიანად დარჩენილიყო. წმიდა მოწამემ განაცხადა: „შეუძლებელია სხეულმა გააკეთოს ის, რაც სულს არ უნდა, რადგანაც მას სული მართავს და ამოძრავებს". წმიდა კრისკენტი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს. წმიდა ანდრია კრიტელი (+740, ხს. 4 ივლისს) წმიდა კრისკენტის იხსენიებს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში.
|
წმიდა მოწამე თომაიდა მეგვიპტელი (+476) - ცხოვრობდა ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში. წმიდანს ძალიან უყვარდა საღვთო წერილის კითხვა. თხუთმეტი წლის თომაიდა ქრისტიან მეთევზეზე გაათხოვეს. ყოველგვარი სათნოებით შემკული ქალი ყველას ძალიან უყვარდა. ეშმაკის ჩაგონებით წმიდა თომაიდას მამამთილი მისი სილამაზით მოხიბლა და, როდესაც შვილი სათევზაოდ იყო წასული, თავისი ყოვლადბილწი განზრახვის განხორციელება მოინდომა. წმიდანი საშინელ სამსჯავროს და ცოდვილთა დასჯას მოაგონებდა ვნებისაგან გონდაკარგულ მოხუცს, მაგრამ ვერაფერს გაჭრა. რძლის სიმტკიცით გამძვინვარებულმა მახვილს დასტაცა ხელი და ქალს დაემუქრა. წმიდანმა უპასუხა: „ორადაც რომ გამაპო, ღვთის მცნებას არ დავარღვევ". ვნებით დაბრმავებულმა მამამთილმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|