
წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის მონაზვნური ცხოვრების ძალა. ერთხელ წმიდანმა თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა". კეთილმოწმუნე ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე, შენდობა მისცა და მშვიდობით განუტევა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი კვირიაკე განდეგილი კორინთოში დაიბადა საკათედრო ტაძრის ხუცესის, იოანესა და მისი მეუღლის, ევდოქსიას ოჯახში. წმიდანის ბიძამ - კორინთელმა ეპისკოპოსმა პეტრემ იგი წიგნისმკითხველად დაადგინა ეკლესიაში. წმიდა წერილის გამუდმებულმა კითხვამ ნეტარის სულში უფლის სიყვარული და უბიწო, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა გააღვივა. წმიდანი ჯერ კიდევ თვრამეტი წლის იყო, როცა ფარულად მიაშურა ნავსადგურს, ხომალდზე ავიდა და იერუსალიმში გაემგზავრა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვირიაკე სიონის მახლობლად მდებარე სავანეს ესტუმრა და რამდენიმე თვე იღუმენ ამბა ევსტორგიოსის მორჩილებაში გაატარა. აქ მან „უმრავლესისა დაყუდებისა სურვილი აღიღო", იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) განკრძალულ ლავრაში გადაინაცვლა. ღირსმა ექვთიმემ განჭვრიტა ჭაბუკზე დავანებული დიდი მადლი, ბერად აღკვეცა
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია სპარსეთის მეფემ, საპორმა აწამა ქრისტესთვის. დადა საპორის პირველი კარისკაცი იყო, გავედაი და კაზდოია კი - მრისხანე თვითმპყრობლის ღვიძლი შვილები. მეფემ არაფერი იცოდა დადას ქრისტიანობის შესახებ და სპარსეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნა იგი, მაგრამ როგორც კი შეიტყო ნეტარის აღმსარებლობა, ყოველგვარი პატივი აჰყარა და სასტიკი მტარვალის, ანდრომელიქის სამსჯავროზე წარადგინა. წმიდანს დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა კოცონს მიუახლოვდა, დადამ პირჯვარი გადაისახა და ცეცხლი ჩაქრა. ამ სასწაულით შეძრულმა მეფისწულმა გავედაიმ საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. მსაჯულმა ამის შესახებ მეფეს მოახსენა, მან კი ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი. ტანჯვათა შორის გავედაის უფლის ანგელოზი ნუგეშინისცემდა, წყლულებს უმთელებდა და ძალებს უცხოველებდა. წმიდანის საკვირველი კურნებების მოწმე მრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი თეოფანე სირიის ქალაქ ღაზაში მოღვაწეობდა. წმიდანი კეთილი და გულმოწყალე იყო, მთელი ქონება მან მოყვასის მსახურებას შეალია, თვითონ კი სრულიად გაღატაკდა. ნეტარს ჯანის სიმრთელეც წაერთვა და სენმა გატანჯა: სხეული უშუპდებოდა, ულპებოდა და ყარდა. იგი დიდსულოვნად ითმენდა ტკივილს და ყველაფრისთვის მხურვალედ მადლობდა უფალს. როცა იგი კვდებოდა, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. წმიდანის მეუღლე წუხდა იმის გამო, რომ საკადრისად ვერ დაკრძალავდა ქმარს, თეოფანემ კი დაამშვიდა იგი: „ნუ ტირი! დღემდე მცდიდა უფალი, მაგრამ შეწყნარების ჟამიც დადგება და ჩემი მიცვალებისას, ღვთის ნებით, ქარიშხალი ჩაცხრება!" ასეც მოხდა: როგორც კი თეოფანე მიიცვალა, ქარი ჩადგა და ირგვლივ მყუდროებამ დაისადგურა. წმიდანის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი განიწმიდა წყლულებისა და ჩირქისგან და კეთილსურნელოვანი მაკურნებელი მირონიც გადმოსდინდა.
|

ღირსი ხარიტონ აღმსარებელი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: „შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი", ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება ჰპოვა წმიდა ხარიტონმაც, რომელიც „ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოჲთ და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი" წმიდა ქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი იერემია წინასწარმეტყველის (ხს. 1 მაისს) განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა. წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა. წინასწარმეტყველ იერემიას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ბარუქს დიდხანს არ უცხოვრია. იგი ეგვიპტეში გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. წმიდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონელთა ტყვეობიდან და ბაბილონის გაუდაბურება; ცხადად განჭვრიტა ძე ღვთისას განკაცებაც.
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი მცირე აზიის სხვადასხვა ადგილებში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა მარკოზ მწყემსი პისიდიის ანტიოქიის მიდამოებში შეიპყრეს. ოცდაათი მეომარი, რომელთაც მოწამე დაატუსაღეს, მისი ქადაგებით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, რის გამოც მათ ნიკეაში თავები მოკვეთეს, წმიდა მარკოზი კი საწამებლად გადასცეს. წამების იარაღების დასამზადებლად მოუწოდეს სამ მჭედელ ძმას სოფელ კატალიტიდან (კალატიდან): ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს. მათ აშკარად არ გამოუდიოდათ საქმე, ხან ხელები გაუშეშდათ რაღაც ძალით, ხან რკინა დადნა და გატყდა, ბოლოს ზეციდან გაისმა ხმა და ძმებს წმიდა მარკოზთან ერთად სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდა. მათაც ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა ალექსანდრეს, ალფესსა და ზოს
...
კითხვის გაგრძელება »
|
კრება ღირს კიევო-პეჩორელ მამათა, ახლო (ღირსი ანტონის) მღვიმეებში განსვენებულთა ადრე (1670 წლიდან) ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნის, ე.ი. 21 სექტემბრის შემდგომ შაბათს იდღესასწაულებოდა; 1886 წელს კი, კიევის მიტროპოლიტის, პლატონის დროს, იგი 28 სექტემბერს იქნა გადატანილი, შორეულ მღვიმეებში განსვენებულ მამათა საერთო მოსახსენებელი დღის, 28 აგვისტოს შესაბამისად. ახლო (ანტონის) მღვიმეებში სულ სამოცდაცამეტი წმიდა მამის უხრწნელი ნეშტი განისვენებს, მათ შორის ცხრა - დახურულ სენაკში. გარდა ამისა, აქ ოცდაათი მირონმდინარე თავის ქალაცაა დაცული. ახლო მღვიმეების კიევო-პეჩორელ მამათა კანონებში, უძველეს ხელნაწერებში და თვით გამოქვაბულში აღმოჩენილ წარწერებში დაცულია სხვა წმიდანთა სახელებიც. როგორც ჩანს, ადრე აქ მეტი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი სქიმმონაზვნები კირილე და მარიამი (+დაახლ. 1337) ღირსი სერგი რადონეჟელის მშობლები იყვნენ. ეკლესია მათ წელიწადში ორჯერ იხსენებს: 18 იანვარს და 28 სექტემბერს (ცნობები მათ შესახებ იხილეთ 18 იანვრის საკითხავში).
|
კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი, წმიდა ლუდმილას (ხს. 16 სექტემბერს) შვილიშვილი, ნეტარი დიდედის ხელით აღიზარდა. წმიდანი თვრამეტი წლისა იყო, როცა ქვეყნის გამგებლობა დაეკისრა. მიუხედავად სიჭაბუკისა, იგი ბრძნულად და სამართლიანად აღასრულებდა მძიმე მოვალეობას და გულმოდგინედ იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისათვის. ნეტარი ვიაჩესლავი ღრმა განსწავლულობით გამოირჩეოდა, ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. იგი აშენებდა და ამკობდა ეკლესიებს, მოწიწებით ეპყრობოდა სასულიერო პირებს. მოღალატე დიდებულებმა, სხვა ვარაუდით კი - გერმანულ-კათოლიკურმა პარტიამ წმიდა მთავრის წინააღმდეგ მისი ძმა, ბოლესლავი აღძრა. ბოლესლავმა ტაძრის კურთხევაზე მიიწვია ვიაჩესლავი, მეორე დღეს კი, საცისკრო ლოცვაზე დასასწრებად მიმავალი, ეკლესიის ზღურბლზე მოღალატურად
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. „და მუნ თუალით მხილველ ქმნილ იყო ვნებასა ქრისტესსა და მსმენელ აღდგომასა მისსა და განმცდელ საკჳრველებათა მათ მაშინ აღსრულებულთა". წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. პაპასა და მამასავით კალისტრატეც მხედარი იყო და თანამებრძოლებს შორის ზნეკეთილობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ღამით, როცა ყველას ეძინა, ის ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მალე წმიდანი უფროსთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა მოუწოდა უფლის რჩეულს და კერპებისთვის მსხვერპლის შე
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი უფლის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მას იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში" (12, 25; 15, 37-39), პავლე მოციქული კი კოლასელთა (4, 10) და ფილიმონის (1, 23) მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს (მის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ 25 აპრილის საკითხავში). წმიდა მოციქული არისტარქოსი მოხსენებულია მოციქულთა თავის, წმიდა პავლეს ეპისტოლეებში კო
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ეპიქარია რომში აწამეს ქრისტესთვის, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაკიდეს და რკინის ჩანგლებითა და ჩაქუჩის ცემით ნაწამებს თავი მოკვეთეს.
|
ღირსი ეგნატე კაბადოკიაში ცხოვრობდა X საუკუნეში. იგი მშობლებმა სიყმაწვილეშივე შესწირეს უფალს. მოწიფულობის ასაკს რომ მიაღწია, ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ხუცესად დაასხეს ხელი. შემდგომში ეგნატე მაცხოვრის სავანის იღუმენად დანიშნეს კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა მონასტრისთვის. წმიდა ეგნატე ქალაქ ამორიის მახლობლად გარდაიცვალა 975 წელს. დიდი ხნის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.
|
ღირსი საბატი სოლოვკელი (+1435) 1396 წელს მივიდა კირილო-ბელოეზერის მონასტერში და ბერად აღიკვეცა. აქედან იგი ლადოგის ტბის კლდოვან კუნძულ ვალაამზე გადავიდა სამოღვაწეოდ, შემდეგ კი სოლოვკის უდაბურ კუნძულს მიაშურა და იქ დაემკვიდრა. წმიდანი გარდაიცვალა 1435 წლის 27 სექტემბერს.
|
წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40). შემდგომ ქრისტემ წმიდანს, „რომელი ბადეთა და თევზთა და ტბასა შინა იქცეოდა", ძმით, იაკობითურთ მოუწოდა და კაცთა მონადირედ დადგინება აღუთქვა (მთ. 4,21). მანაც დაუტევა ყოველივე. მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის ქრისტემ გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა. იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე. საიუდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან. 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად. მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული. ხატი ასვენია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.
|
წმიდა ტიხონი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა (ერისკაცობაში - ვასილი) 1865 წლის 19 იანვარს დაიბადა ფსკოვის გუბერნიაში, ტროპეცკის მაზრაში მღვდლის, იოანე ბელავინის ოჯახში. ფსკოვის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ წმიდანი სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა, სასულიერო აკადემიაში. არქიმანდრიტის ხარისხში ნეტარი დაინიშნა ხოლმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1898 წლიდან ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა მამა ფრიად დაშვრა მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად ამერიკაში, სადაც მას დღემდე მართლმადიდებლობის მოციქულს უწოდებენ. მღვდელმთავარი ტიხონი 1905 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და 1907 წლიდან იაროსლავის, 1913 წლიდან კი - ლიტვის (ვილნოს) კათედრაზე გაამწესეს. 1917 წლიდან წმიდანი მოსკოვის
...
კითხვის გაგრძელება »
|
|