წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი. როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იეს
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა". ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა". აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო". ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „
...
კითხვის გაგრძელება »
|
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებისგან და ქოლერის ეპიდემიისგან გაუდაბურებული და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. „ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი" (წმ. ექვთიმე თაყაიშვილი). იწერებოდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ხარიტინა ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა დაობლდა. მისი აღზრდა კეთილმსახურმა ქრისტიანმა, კლავდიუსმა იტვირთა. კლავდიუსს ღვიძლი შვილივით შეუყვარდა ღვთისმოშიში გოგონა. მან ხარიტინას გამოუყო ოთახი, სადაც ქრისტიანი ასულები იკრიბებოდნენ. მათგან უფროსები წმიდანს საღვთო სჯულს ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ, უმცროსები კი თავად ხარიტინასგან სწავლობდნენ. ამ დროს დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო. ქრისტიანთა შესაპყრობად გაგზავნილი მეომრები ხარიტინასაც მიადგნენ, კლავდიუსს ქვითინი წასკდა, მკერდში ჩაიკრა ქალწული და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა შვილობილის გადასარჩენად. მაგრამ ხარიტინამ თვითონ თხოვა მამობილს: „გამიშვი, ჩემო მეორე მამავ, იესო ტკბილის კვალზე გამიშვი, და ნუ წუხხარ, გიხაროდეს, რადგან უფალს მსხვერპლა
...
კითხვის გაგრძელება »
|
მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმიდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III) გავლენით მოექცა ქრისტიანობაზე, დაემოწაფა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ფრიად დაშვრა სხვადასხვა ერეტიკული სწავლებების, განსაკუთრებით, საველიანელთა მწვალებლობის სამხილებლად და აღმოსაფხვრელად. იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მშვიდი და მოსიყვარულე მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცე
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, ქალღმერთ არტემიდეს ქურუმი იყო. იგი საკუთარმა დამ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა წარმართებმა ნეტარი მარტვილი ნათლისღების თეთრ სამოსელში იხილეს, ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა დაახლოებით 344 წელს.
|
სრულიად რუსეთის მღვდელმთავართა: პეტრეს, ალექსისა და იონას საერთო მოსახსენებელი დღე პატრიარქმა იობმა დააწესა 1569 წლის 5 ოქტომბერს. 1875 წელს მათ რიცხვს მღვდელმთავარი ფილიპე შეუერთდა, 1913 წელს კი - მღვდელმთავარი ერმოგენი. ნეტარი მღვდელმთავრების ცხოვრებები მათი მოსახსენებელი დღეების საკითხავებშია ჩართული: წმიდა პეტრესი - 21 დეკემბერს, წმიდა ალექსისა - 12 თებერვალს, წმიდა იონასი - 15 ივნისს, წმიდა ფილიპესი - 9 იანვარს, წმიდა ერმოგენისა კი - 17 თებერვალს.
|

წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ - დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ეს გვარი მტრისა და თანამემამულეთა უგუნური საქციელის გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა. ერთი შტო ქვემო და შიდა ქართლში დამკვიდრდა, მეორე კი - აჭარაში. წმიდა პატრიარქის შესახებ ძალიან მწირი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს შემონახული. ვიცით მხოლოდ, რომ მის ძმას ლევანი ერქვა, რომლის ასული ელენე დავითის, თეიმურაზ I-ის ძის, მეუღლე იყო, ერეკლე I-ის დედა და არჩილ მეფის სიდედრი. ლევან დიასამიძე აქტიურად უჭერდა მხარს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსე
...
კითხვის გაგრძელება »
|

მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე დიონისე არეოპაგელთან (ხს. 3 ოქტომბერს და 4 იანვარს) ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.
|
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი წმიდა დიონისე ალექსანდრიელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფეები იყვნენ. ფავსტო, ევსები და ქერიმონი დიაკვნებად მსახურობდნენ. ევსების შემდგომ სირიის ლაოდიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა ფავსტო დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა, დანარჩენები მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში.
|
მღვდელმოწამე პეტრე, კაპეტოლიელი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როგორც ქრისტიანთა მოძღვარი და წარმართობის შემმუსვრელი მღვდელმთავარი სპარსელებმა შეიპყრეს და კაპეტოლიიდან (ქალაქი იერუსალიმიდან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე) დამასკოში ჩაიყვანეს. აქ წმიდანი საშინლად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. მარტვილის აჩეხილი სხეული ჯალათებმა ცეცხლს მისცეს, ფერფლი კი წყალს გაატანეს. ეს მოხდა III საუკუნის დასასრულს ან IV საუკუნის დასაწყისში.
|
წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) ანტიოქიელები იყვნენ. ისინი სირიაში აღესრულნენ მოწამეობრივად 305-306 წლებში.
|
ღირსი ამონი, მონაზონთა წოდების ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ეგვიპტეში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მასზე ზრუნვა ბიძამ იტვირთა და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა. წმიდანი ბიძის სურვილითვე დაქორწინდა, მაგრამ, ქალწულებრივი ცხოვრების მოსურნემ, ცოლი უბიწოების დამარხვაზე დაიყოლია. მეუღლეებმა თითქმის ორი ათეული წელი იღვაწეს ფარული ქალწულებრივი სიწმინდით, მარხვით, ლოცვითა და შრომით, შემდეგ კი, ცალ-ცალკე განაგრძეს მოსაგრეობა. ამონის მეუღლე სახლში დარჩა და აქ დედათა სავანე მოაწყო, თავად ამონმა კი ნიტრიის უდაბნოს მიაშურა, სადაც 22 წელი დაჰყო, სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. ღირსი მამა ხშირად აკითხავდა ხოლმე ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ერთხელ წმიდანთან მიმავალ მოსაგრეს უდაბნოში გზა დაებნა და დამაშვრალმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი პავლე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი უკვე მხცოვანი იყო, როცა ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) დაემოწაფა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის განჭვრეტისა და სულიერ სენთა კურნების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომელსაც თავისი წმიდა მოძღვარი ხან ელია წინასწარმეტყველს ადარებდა, ხან - იოანე ნათლისმცემელს და ხანაც - პავლე მოციქულს, საოცარი სიმდაბლითაც გამოირჩეოდა, ამიტომ „უბრალო" შეარქვეს. ანტონი დიდი მასზე ამბობდა: „სარწმუნოებაში წარმატებულუბს მხოლოდ მცირე ეშმაკთა განსხმა ძალუძთ, თავმდაბლებს კი, როგორიც პავლე უბრალოა, თავად დემონთა მეუფებაზე აქვთ ხელმწიფება". ნეტარი პავლე იხსენიება წელიწადში ორჯერ: 7 მარტს და 4 ოქტომბერს (იხილეთ 7 მარტის საკითხავი).
|
წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც დავიქტი ქალაქის თავი იყო. ღვთისმოშიშმა მამამ არ ისურვა, თავისი ქალიშვილი ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმინესთვის (305-313) მიეთხოვებინა, რისთვისაც იგი ქალაქ მელიტინში (სომხეთი) გადაასახლეს და თავი მოჰკვეთეს (+305-313). წმიდა კალისთენია მშვიდობით მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 318 წელს.
|
წმიდა სტეფანე შალიანოვიჩი სერბეთის ქალაქ ჟუპაში დაიბადა კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. იმ ხანებში სერბებს ხშირად ესხმოდნენ თავს თურქები, რომლებიც აოხრებდნენ ქვეყანას. წმიდანი მხედრად მსახურობდა ლაშქარში და მხნედ იცავდა სამშობლოს. როცა ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო, გულმოწყალე მეომარი თავის ულუფას დამშეულებს აძლევდა. ქველისსაქმე, სიწმიდე, ლოცვა, მართლმადიდებლური სარწმუნოება და მოყვასის გულწრფელი სიყვარული განუყოფელი იყო მისგან. ნეტარი 1515 წლის 4 ოქტომბერს გავიდა ამსოფლიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ თურქებმა მის საფლავზე ნათელი შენიშნეს. მათ იფიქრეს, რომ აქ განძი იყო დაფლული, სამარე გათხარეს და სტეფანეს უხრწნელი სხეული იპოვეს. სერბმა მონაზვნებმა ფაშასგან გამოისყიდეს წმიდანის ცხედარი და ფრუშტის მთაზე მდებარე შიშატოვეცის სავანეში გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|