
წმიდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. წმიდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ-შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს. საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმიდანთა შორის სულ ოთხი წმიდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის - ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმიდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი იოანიკე დიდი დაიბადა ბითვინიის სოფელ მარიკატში 752 წელს. მისი მშობლები ისე ღარიბები იყვნენ, რომ შვილს დაწყებითი განათლებაც ვერ მიაღებინეს. იოანიკე ბავშვობიდანვე იძულებული იყო, ნახირი ემწყემსა, რაც მათი ოჯახის მთელს ავლადიდებას შეადგენდა. იგი ხშირად ჯვარს გადასახავდა ხოლმე საქონელს და განკრძალულ ადგილას განმარტოებული მთელი დღე ლოცულობდა. ამ დროს ნახირს არც მხეცი ეკარებოდა და არც მპარავი. იმპერატორ ლეონ IV-ის (775-780) ბრძანებით ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ელჩები საუკეთესო ჭაბუკებს არჩევდნენ სამხედრო სამსახურისთვის. ყმაწვილი იოანიკეც იმპერატორის ლაშქარში ჩარიცხეს. მტრები ახოვანი მხედრის შიშით ძრწოდნენ, თანამოსაგრეებს კი გულწრფელად უყვარდათ იგი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო. ამ ხანებში წმიდანი მკრეხელური ქადაგების გავლენით წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლები
...
კითხვის გაგრძელება »
|
მღვდელმოწამე ნიკანდრე - მირონის ეპისკოპოსი და ერმე ხუცესი წმიდა ტიტე მოციქულის (ხს. 25 აგვისტოს) მოწაფეები იყვნენ, მანვე აკურთხა ისინი სამღვდელო ხარისხში. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულებმა მრავალი წარმართი მოაქციეს ქრისტიანობაზე. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ქალაქის თავ ლიბანიოსთან მიიყვანეს დაკითხვაზე. მტარვალებმა ვერც ცბიერი შეგონებებით და ვერც მუქარით ვერ გადადრიკეს წმიდა მოწამეები მაცხოვნებელი სარწმუნოებისგან, რის შემდეგაც სასტიკად აწამეს: ცხენზე გამობმულები ათრიეს, სხეულები რკინის კავებით დაუგლიჯეს, გახურებულ ქურაში ჩააგდეს. მაგრამ მარტვილებმა უფლის შეწევნით დაითმინეს ის, რისი დათმენაც ადამიანური ძალებით შეუძლებელია. ბოლოს ჯალათებმა მოწამეები ორმოში ჩაყარეს და ცოცხლად დამარხეს.
|
ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.). ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერლის შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტა რამაა მოღწეული. ანტონ კათალიკოსი (1720-1788 წწ.) წერს, რომ ნიკოლოზი იყო „ავქსონი კანონთ, მრავალ აკოლოთიათ" და ასახელებს მის ერთ თხზულებას: „ამან უზომოდ წჳმისა გარდამოსვლის დასაყენები შექმნა აკოლოთია, მხურვალსავედრი ღვთისადმი ერისაგან, მაღალგ
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას სახლში დიდებისა, რომელ არს ცათა შინა". უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამენი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი მხედრები იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის უღმერთოებმა ისინი 320 წელს, ლიკინიუსის ზეობისას (307-324) ცეცხლში გამოწვეს.
|
ღირსი აკეფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.
|
ღირსი სნანდულია, კეთილმსახური სპარსელი ქრისტიანი ქალი, თავის სიმდიდრეს უხვად გასცემდა საპორ II-ის დროს სპარსეთის ციხეებში პყრობილ ქრისტიანთა დასახმარებლად. გარდაიცვალა დაახლოებით 350 ან 380 წელს.
|
წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ - მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, თავისი მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ დევნიდა. მიუხედავად ამისა, მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღსავსე სპარსელი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მათ დასაღუპავად. ასეთი შემთხვევაც გამოჩნდა: გარდაიცვალა კონსტანტინე დიდი და საპორმა ომი წამოიწყო მის მემკვიდრესთან, კონსტანციუსთან (337-361). სპარსეთის მეფეს დაბეჯითებით დაუწყეს ი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი მარკიანე ახალგაზრდობაშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას, უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო განმარტოებით, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. ღამით, ფსალმუნთა გალობისას წმიდანი არასოდეს ანთებდა სანთელს, რადგან მისი სენაკი ღვთაებრივი შუქით იყო განათებული. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა ფლაბიანემ (ხს. 18 თებერვალს) და სხვა ეპისკოპოსებმა წმიდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, მაგრამ წმინდანმა ვერ დათმო განდეგილობით მოპოვებული უფალთან სიახლოვე. ღირსი მამა რჩევა-დარიგებისთვის მისულებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წინ წმიდანმა თავის მოწაფეს, ევსების დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი კელიისგან მო
...
კითხვის გაგრძელება »
|
|