მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14

წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი თეოდოტია ადრე დაქვრივდა. კეთილმსახურებით აღზრდილი ძმები საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ. მოყვასთათვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, ისინი მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე საქმეში ღრმად ჩახედული ექიმები გახდნენ. უფალმა აკურთხა თავისი რჩეულები და ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანები მკურნალო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 847 | დაამატა: mores | თარიღი: 14.11.2011 | კომენტარები (0)

მღვდელმოწამე იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი ქრისტეს მოშურნე ქადაგებისთვის 345 წელს, საპორ II-ის ზეობისას ეწამნენ სპარსეთში: უღმერთოებმა ისინი მახვილებით განგმირეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 779 | დაამატა: mores | თარიღი: 14.11.2011 | კომენტარები (0)


წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. კილიკიის მმართველის, მარკიანეს ბრძანებით, გაშიშვლებულ, თმებმოკვეცილ წმიდა კვირიენას ბრბოს დასაცინად დაატარებდნენ თავისი მშობლიური ქალაქის, ტარსოსის ირგვლივ, შემდეგ კი წმიდა იულიანასთან ერთად ქალაქ როსაში გაგზავნეს, სადაც ორივენი ცეცხლში დაწვეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 784 | დაამატა: mores | თარიღი: 14.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ერმინინგელდი იყო გუთთა მეფის შვილი, იგი ესპანეთის ეპისკოპოსმა ლეანდრემ არიანელთა მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია. ერმინინგელდის მამა მტკიცედ იდგა არიანობაზე. ის ყოველმხრივ ეცადა, ძე კვლავ არიანელობაზე გადაედრიკა, მაგრამ ამაოდ. სარწმუნოებრივ ნიადაგზე მამა-შვილს შორის ატეხილი ბრძოლის დროს ერმინინგელდი შეიპყრეს და ბორკილებასხმული ვიწრო და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი. გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს. ძის სარწმუნოების სიმტკიცითა და სიმამაცით გაოცებულმა მამამ შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება ვერ გადაწყვიტა და ეპისკოპოს ლეანდრეს უბრძანა, მისი მემკვიდრე რიჰარდი მაინც მოექცია ჭ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 779 | დაამატა: mores | თარიღი: 14.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი, VII საუკუნეში, როცა ქალაქი დამასკო მაჰმადიანებმა დაიპყრეს, ქრისტეს მხნე აღსარებისთვის კესარიოსსა, დასიოსს და კიდევ ხუთ ქრისტიანს, რომელთა სახელები არ შემონახულა თავები მოჰკვეთეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 763 | დაამატა: mores | თარიღი: 14.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა ღირსმოწამე იაკობი ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად. იგი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ივერთა დაცარიელებულ სკიტში დამკვიდრდა, განაახლა იგი და ბერი ეგნატეს ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულმა სულის ისეთი სიწმიდე მოიგო, რომ ღვთაებრივი ხილვების ღირსი შეიქნა. პავლე მოციქულის მსგავსად მასაც განეცხადა სასუფევლის ნეტარება და ჯოჯოხეთის სატანჯველები. ზეგარდმო ნიჭით წმიდანი ცხადად ჭვრეტდა ყოველი მომსვლელის ფარულ გულისზრახვებსა და ფიქრებს, უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მოწაფეებთან ერთად ეტოლიაში ჩასული ნეტარი იაკობი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: სნეულებს კურნავდა და ყველას მოძღვრავდა. ურიცხვი ადამიანი იყრიდა თავს წმიდანის ირგვლივ. ავისმზრახველებმა ღირსი მამა თურქეთის ხელისუფლებასთან დაასმინეს, ხალხს იკრებს და ამბოხის მოწყობაც შეუძლიაო. მტარვალებმა ეს ცრუხმ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 769 | დაამატა: mores | თარიღი: 14.11.2011 | კომენტარები (0)