მთავარი » 2011 » ნოემბერი » 04


წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების (ხს. 26 დეკემბერს) ძე იყო. გადმოცემით, წმიდანი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში - წმიდათა წმიდაში შესვლ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 787 | დაამატა: mores | თარიღი: 04.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (847-857; 867-877), ერისკაცობაში - ნიკიტა, სამეფო გვარის ჩამომავალი იყო. როცა მისი მამა, იმპერატორი მიხეილ I (811-813) ლეონ სომეხმა (813-820) ტახტიდან ჩამოაგდო, ყრმა ეგნატე მონასტერში გამოამწყვდიეს. მონასტერში ცხოვრებამ წმიდანი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში განამტკიცა. მალე იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა დადგენილი.

იმპერატორ მიხეილ III-ის (855-867) არასრულწლოვნების ჟამს ქვეყანას განაგებდა მისი ბიძა - უღმრთო და უზნეო ბარდა. წმიდა პატრიარქი ამ უკანასკნელს შეაგონებდა, დაეგდო ცოდვილი ცხოვრება და ამხელდა მის უსჯულოებას. როცა ბარდამ მღვდელმთავარს წმიდა დედოფალ თეოდორას მონაზვნად აღკვეცა მოსთხოვა, რომ ამ გზით იგი ქვეყნის მმართველობისგან ჩამოეშორებინა, წმიდა ეგნატე არ დაჰყვა ბარდას ნებას და განაყენა იგი ზია ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 795 | დაამატა: mores | თარიღი: 04.11.2011 | კომენტარები (0)