მთავარი » 2011 » ნოემბერი » 10

წმიდა მოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი, წარმოშობით ებრაელი იყო და სახელად იუდა ერქვა. ის იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც იცოდა, თუ სად იყო დაფლული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. მის გულში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - ერთგულება იუდეური ცრუმსოფლმხედველობისა და ეჭვი იმისა, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის აღთქმული მესია, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს.

როდესაც დედოფალი ელენე იერუსალიმში ჩავიდა უფლის ჯვრისა და სხვა სიწმიდეების მოსაძებნად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი), იუდამ შეკრიბა თანატომელები და გააფრთხილა: „უწყი, რამეთუ ძიებაჲ ეგულების ძელისა მის, რომელსა იესუ ჯვარს-აცუეს მამათა ჩუენთა. ეკრძალენით ნუუკუე აღ-ვინმე-იაროთ; უკუეთუ არა, ნანდჳლვე დაიჴსნეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჩული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემსა სიმონს და ჰრქუა, და მამამან ჩემმან მე მ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 727 | დაამატა: mores | თარიღი: 10.11.2011 | კომენტარები (0)

ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი - ცნობები მის შესახებ 3 ოქტომბრის საკითხავშია ჩართული.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 935 | დაამატა: mores | თარიღი: 10.11.2011 | კომენტარები (0)