მთავარი » 2011 » ნოემბერი » 07

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. ბავშვობიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას ნაზიარევმა, სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს წმიდანი მთავარდიაკვნად აკურთხეს.

ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 793 | დაამატა: mores | თარიღი: 07.11.2011 | კომენტარები (0)


წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311) მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვა მომხდური ბარბაროსებისგან და უკლებლი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 792 | დაამატა: mores | თარიღი: 07.11.2011 | კომენტარები (0)


წმიდა მოწამე ლუპე, წმიდა დიმიტრი თესალონიკელის მსახური, მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს (+306 წლის შემდეგ). ცნობები მის შესახებ იხილეთ 23 აგვისტოს საკითხავებში.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 881 | დაამატა: mores | თარიღი: 07.11.2011 | კომენტარები (0)

ღირსი ათანასე მიდიკიელი ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერული ცხოვრების სიყვარულით მან ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, მაგრამ მამამ ძალით დააბრუნა შინ. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდანმა უკვე მშობლის ნებართვით მიაშურა მიდიკიის მონასტერს ბითვინიაში და ბერად შედგა. წმიდანი ღირსი ნიკიტას (ხს. 3 აპრილს) თანამოსაგრე იყო; გარდაიცვალა დაახლოებით 814 წელს. მის საფლავზე ამოიზარდა კვიპაროსის ხე, რომელთანაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 785 | დაამატა: mores | თარიღი: 07.11.2011 | კომენტარები (0)

ღირსი დიმიტრი ბესარაბიელი მოღვაწეობდა ბულგარეთში, ქალაქ რუშჩუკის მახლობლად მდებარე უდაბნოში. გარდაიცვალა დაახლოებით 1685 წელს. 1779 წლის 8 ივლისს მისი უხრწნელი ნაწილები ბუქარესტში გადააბრძანეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 849 | დაამატა: mores | თარიღი: 07.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი - იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის (ხს. 6 ნოემბერს) ნოტარიუსების მორჩილება-საც აღასრულებდნენ - მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.

მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმიდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 767 | დაამატა: mores | თარიღი: 07.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმიდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 815 | დაამატა: mores | თარიღი: 07.11.2011 | კომენტარები (0)

მართალი ტაბითა, როგორც „საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, ცხოვრობდა ლიდიაში და „სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა". მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმინდა პეტრესთან და მდაბლად შესთხოვეს: „ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე". როცა პეტრე მივიდა, ქვრივები ტირილით „უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა". მაშინ მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!" მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი". ეს ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 938 | დაამატა: mores | თარიღი: 07.11.2011 | კომენტარები (0)