მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22


წმიდა დიდებული დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი. ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.

წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში (იხ. 26 იანვრისა და 18 სექტემბრის საკითხავებში).

საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას" ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი", - წერს ვახუშტი ბატონიშვილ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 820 | დაამატა: mores | თარიღი: 22.11.2011 | კომენტარები (0)


წმიდა დიდმოწამე კონსტანტი დაიბადა დაახ. 767 წელს. იგი ქართლში ცხოვრობდა. ზეწოდება კახი კი მისი კახური წარმომავლობის გამო ეწოდა „მამულისა მის ქუეყანისა".

დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს, არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, როგორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს.

ქრისტესმოყვარე მთავარი ყველაზე ცოდვილად თვლიდა თავს და ხშირად ამბობდა: „არავინაჲ ვესავ მოტევებასა ცოდვათა, გარნა დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა მისთჳს, რომელმან იგი დასთხივნა სისხლნი ჩუენთჳს".

კონსტანტის დიდი სურვილი ჰქონდა, მოელოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები. იერუსალიმში ჩასულმა, დიდძალი საფასე შესწირა ეკლე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 833 | დაამატა: mores | თარიღი: 22.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდანი სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: ერასტოსი, ოლიმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი წმიდა პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მოციქული მათ ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაჲ არქუთ. ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა" (16, 15); „გიკითხვენ თქუენ. იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი" (16, 21); „გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ" (16, 22); „გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ" (რომ. 16, 23).

მოციქული სოსიპატრე აქაიიდან იყო. იგი იკონიის ეპისკოპოსი იყო და იქვე აღესრულა (მის შესახებ იხ. 28 აპრილის საკით-ხავებში). მოციქული ერასტოსი თავდაპირველად იერუსალიმის ეკლესიის დიაკონი და მნე იყო, შემდეგ კი - პანეადის ეპისკოპოსი. წმიდა კუარტოსმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ბოლოს კი ქალაქ ბი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 779 | დაამატა: mores | თარიღი: 22.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ორესტი კაბადოკიის ქალაქ ტიანში ცხოვრობდა III საუკუნის დასასრულს, იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. იგი დახელოვნებული მკურნალი იყო.

უსჯულო იმპერატორის ბრძანებით, ქრისტიანობასთან საბრძოლველად ქალაქ ტიანში გაიგზავნა მხედართმთავარი მაქსიმინე. ორესტი ერთ-ერთი პირველთაგანი წარდგა მისი სამსჯავროს წინაშე. მაქსიმინეს განკარგულებით წმიდანი მდიდრულ წარმართულ ტაძარში შეიყვანეს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს: ორმოცი მხედარი მონაცვლეობით გვემდა მას არგნებით და ხარის ძარღვებით, შემდეგ კი ცეცხლით დაუწყეს წამება. წმიდა ორესტი ლოცულობდა: „უფალო, ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდინ". უეცრად მიწა იძრა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. შეშინებული ხალხი საკერპოდან გაიქცა. როცა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 795 | დაამატა: mores | თარიღი: 22.11.2011 | კომენტარები (0)

მღვდელმოწამე მილი, სპარსელი ეპისკოპოსი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მილი სპარსელი იყო და ქალაქ სუზაში ქადაგებდა. შემდგომ დაუცხრომელი ღვაწლისთვის იგი ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა მრავალი ტანჯვა და შევიწროება დაითმინა წარმართთაგან, სამი წლის შემდეგ კი იძულებული შეიქნა, სამწყსო დაეტოვებინა. მილი მრავალი წმიდა ადგილის მოლოცვის შემდეგ კვლავ სპარსეთში დაბრუნდა, სადაც საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას მახვილებით განგმირეს. წმიდანთან ერთად ქვებით ჩაქოლეს მისი ორი მოწაფე: ამბროსიმე და სინი. უფლის რჩეულები 341 წლის 13 ნოემბერს ეწამნენ, მაგრამ რადგან ამ დღეს წმიდა იოანე ოქროპირი იხსენიება, ეკლესიამ მათ მოსახსენებლად 10 ნოემბერი დააწესა.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 743 | დაამატა: mores | თარიღი: 22.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა თეოსტირიქტე მცირე აზიაში, ოლიმპოს მთაზე მდებარე „სიმბოლოებად" წოდებულ მონასტერში მოსაგრეობდა. მისი მოღვაწეობისა და მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 766 | დაამატა: mores | თარიღი: 22.11.2011 | კომენტარები (0)