კეთილმსახური მეფის, წმინდა თამარის (ხს. 1 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირას)
გარდაცვალების შემდეგ (1213 წ) ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქრისტიანულ საქართველოს. ამ
დროიდან სრულიად საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ერთიანი სახელმწიფოს მეფეთ-მეფე
შეიქმნა გიორგი IV, ზედსახელად ლაშა. „ლაშა აფსართა ენითა ბრწყინვალესა და
მანათობელს ნიშნავს" - აღნიშნავს „ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი მინაწერი.
ლაშა-გიორგი დაიბადა 1192 წელს და თამარის სიცოცხლეშივე, დავით სოსლანის სიკვდილის
შემდეგ (1207 წ), იქნა დასმული მის თანამოსაყდრედ, როდესაც ის ჯერ კიდევ 12 წლისა
იყო, ხოლო სრულწლოვანების მიღწევისთანავე 1209 წელს დედამ მას ფორმალურად დაუთმო
ტახტი და თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. 1210 წლიდან ლაშა-გიორგის სახელზე ფულიც კი
იჭრებოდა, მაგრამ მის მიერ ერთპიროვნულად და სრულფასოვნად ტახტის მფლობელობა მხოლოდ
წმინდა თამარის სიკვდილის შემდეგ იწყება.
ჭაბუკი მეფის გამოუცდელობის იმედით მისი გამეფებისთანავე მოხარკეები აიშალნენ და
საქართველოსთვის ხარკის გადახდაზე უარი განაცხადეს,
...
კითხვის გაგრძელება »