წმიდა დიდმოწამე არტემი, ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს), შემდეგ კი - მისი ძისა და მემკვიდრის, კონსტანციუსის (337-361) ზეობისას. ერთგული სამსახურისა და გამბედაობისათვის წმიდანს ხშირად აჯილდოებდნენ, ბოლოს კი ეგვიპტის მეფისნაცვლადაც დანიშნეს. ამ ძალაუფლებაში ნეტარმა არტემიმ ბევრი იღვაწა ეგვიპტეში ქრისტიანობის განსამტკიცებლად. ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე (361-363). განდგომილი, რომელსაც იმპერიაში წარმართობის აღორძინება სურდა. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. იგი დაუნდობლად გზავნიდა სასიკვდილოდ ასობით ქრისტიანს. ანტიოქიაში უსჯულომ ბრძანა, ეწამებინათ სიწმიდით განთქმული მღვდელმთავრები, ევგენი და მაკარი.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი გერასიმე ათონელი პელოპონესის სოფელ ტრიკალაში დაიბადა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მან კუნძულ ზაკინს მიაშურა სამოღვაწეოდ. წმიდა მთაზე გერასიმე ათონელ მოსაგრეებს დაემოწაფა; შემდგომ ბერების კურთხევით იერუსალიმში გაემგზავრა უფლის საფლავის თაყვანსაცემად, მოილოცა სინას მთის, ანტიოქიის, დამასკოს, ალექსანდრიის, ეგვიპტის წმიდა ადგილები და კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა. აქ იერუსალიმის პატრიარქმა გერმანე II-მ (1534-1579) წმიდანი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი ხუცესად დაასხა ხელი. მიუხედავად სამღვდელო ხარისხისა, ღირსი გერასიმე განდეგილის ცხოვრებით მოღვაწეობდა. ბოლოს წმიდანმა პატრიარქისაგან მდუმარების ღვაწლზე აიღო კურთხევა და ზაკინზე განმარტოვდა. აქ ნეტარმა ხუთი წელი დაჰყო მარტოდმარტო, მისი საკვები მხოლოდ მცენარეულობა იყ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|