მთავარი » 2011 » ნოემბერი » 05


წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით - ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი) VI საუკუნეში ეწამნენ მართლმადიდებლობის ერთგულებისთვის. არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი, რომლის მცხოვრებლებიც ქრისტიანები იყვნენ.

ომირიტების (სამხრეთ არაბეთში, არაბეთის ყურესთან მოსახლე ხალხი) მეფემ, იუდეველმა დუნაანმა ქვეყანაში ქრისტიანობის ამოძირკვა გადაწყვიტა და გამოსცა ბრძანება, ამოეჟლიტათ ქრისტეს ყველა მიმდევარი, ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. მაშინ უღმერთო ხელისუფალი დიდი ლაშქრით დაიძრა მის ასაოხრებლად. ნეგრანის კედლებთან მეფის მაცნეებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. დუნაანმა ქრისტიანული ქალაქის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 801 | დაამატა: mores | თარიღი: 05.11.2011 | კომენტარები (0)

ნეტარი ელეზვოი - ეთიოპიის მეფე არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანის მეფობის ჟამს ცხოვრობდა. კეთილმსახურმა ხელისუფალმა, რომელიც ძალიან შეაწუხა მართლმორწმუნეთა გაუთავებელმა ხოცვა-ჟლეტამ, უღმრთო დუნაანს ომი გამოუცხადა, მაგრამ მისი ლაშქრობა მარცხით დამთავრდა. ელეზვოის სურდა, შეეტყო, თუ რა იყო დამარცხების მიზეზი და ზეგარდამო შთაგონებით ერთ დაყუდებულ ბერს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი წმიდანს განუცხადა, რომ იგი არასწორად მოიქცა, როცა მხოლოდ საკუთარ ძალებზე მინდობით დუნაანზე შურისძიება გადაწყვიტა, რადგან უფალი ბრძანებს: „ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო" (ებრ. 10,30). განდეგილმა ნეტარ ელეზვოის ურჩია, დუნაანის წინააღმდეგ ებრძოლა არა საკუთარი ძალის, არამედ ღვთის მოწყალების იმედით დაეწყო და ბრძოლის მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის დაცვა და წმიდა ეკლესიის სიყვარული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე ურჩია, საკ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 775 | დაამატა: mores | თარიღი: 05.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი არაბთა მეფემ, დუნაანმა აწამა VI საუკუნეში. სვინკლიტიკია (რაც სენატორის მეუღლეს ნიშნავს) დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა, რის შემდეგაც კეთილგონივრულად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა და ასულებსაც მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდა. უსჯულო დუნაანის მიერ ნეგრანელ მართლმორწმუნეთა ხოცვა-ჟლეტის დროს, სხვა აღმსარებლებს შორის მის წინაშე სვინკლიტიკიაც წარადგინეს თავისი ქალიშვილებით. მათი მშვენიერებით გაოცებულმა მტარვალმა კეთილმსახურ დედას მიმართა: „ყოველთვის მესმოდა შენი გონიერების შესახებ. ახლა ამ ხმების ჭეშმარიტებაზე შენი გარეგნობაც მეტყველებს. ასე რომ, როგორც მეფე და მეგობარი, გირჩევ: შენი ღირსების შესაფერისად მოიქეცი. დაუტევე შენგან თაყვანისცემული ნაზარეველი, მაშინ შენ ჩემი მეუღლის, დედოფლის მეგობარი შეიქნები, შე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 768 | დაამატა: mores | თარიღი: 05.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), ერისკაცობაში - ალექსი, საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ქრისტიანული სიბრძნის შემეცნებაში წარმატებულმა, დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. აქედან წმიდანი მალე ათონის წმიდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა.

მდაბალი აკაკი განერიდა კაცთამიერ ქებას, დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა, შემდეგ კი პატრის მთას მიაშურა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა. აქედან მოსაგრე ჯერ აქვსენტის მთაზე გადავიდა, შემდეგ კი გალანტის მთაზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდი სქიმა შეიმოს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 792 | დაამატა: mores | თარიღი: 05.11.2011 | კომენტარები (0)