მთავარი » 2011 » ნოემბერი » 20

 მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, 
ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა



მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 775 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)


იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე (III)

წმიდა მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. კეთილმსახური დედის აღზრდილი ჭაბუკი სიმშვიდითა და ზნეკეთილობით გამოირჩეოდა.

თანამმართველმა იმპერატორებმა, დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ლისიუსის წინამძღოლობ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 721 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

ღირსი ლაზარე გალისიელი ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. სიყრმიდანვე სიმშვიდით და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეულმა წმიდანმა საფუძვლიანი განათლება მიიღო, შემდგომ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.

იერუსალიმის პატრიარქმა ღირსი ლაზარე მღვდლად აკურთხა, რის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს მახლობლად, გალისიის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა: ცად აწვდილ ცეცხლოვან სვეტს შემოხვეული ანგელოზები გალობდნენ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი". ამ გამოცხადების ადგილას უფლის რჩეულმა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე დიდი მოსაგრის ირგვლივ მო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 706 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე თეოდოტე 303 ან 304 წელს, დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულა მოწამეობრივად. მის შესახებ იხილეთ 18 მაისის და 7 ივნისის საკითხავებში.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 756 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: მელასიპე, კასინია და ძე მათი ანტონინე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობაში ეწამნენ ფრიგიის ანკვირიაში 363 წელს.

მელასიპემ და კასინიამ რკინის ჩანგლებით სხეულდაფლეთილებმა და დასახიჩრებულებმა, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. მათმა ძემ, ყრმა ანტონინემ, რომელსაც მტარვალი აიძულებდა, მშობლების წამებისთვის ეცქირა, განდგომილ იმპერატორს სახეში შეჰნერწყვა. ამისთვის იგი საშინლად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ანტონინეს წამებისას აღსრულებული სასწაულის მხილველმა ორმოცმა ჭაბუკმა ირწმუნა ქრისტე, დაუფარავად აღიარეს სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 749 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა თესალონიკია წარმართი ქურუმის ასული იყო. როცა უსჯულო მამამ შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ქრისტიანი იყო, დაუნდობლად სცემა იგი, შემდეგ კი, ერთი ცნობით, სახლიდან გააგდო, სხვა წყაროს თანახმად კი - საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა ავქტი და ტავრიონი შეეცადნენ, გამოსარჩლებოდნენ ნეტარს და მისი გამხეცებული მამა გონს მოეყვანათ, ქურუმმა კი დაასმინა და შეაპყრობინა ისინი. წმიდანებმა მტკიცედ აღიარეს ქრისტე მტარვალთა წინაშე, რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს. მარტვილთა ნეტარი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს თესალონიკიამაც. მისი წმიდა ცხედარი ავქტისა და ტავრიონის ნაწილებთან ერთად პატივით დაკრძალეს მაკედონიის ქალაქ ამფიპოლში.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 759 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა პავლე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (+340) გარდაცვალების შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხმების უმრავლესობა მართლმადიდებლებმა მოიპოვეს. იმპერატორი კონსტანციუსი (337-361), რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, არიანელი იყო. პატრიარქის არჩევნების დროს იგი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა. როცა ჩავიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა. უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი აღასაყდრეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 694 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: ტეკუსა, ალექსანდრა, პოლაქტია, კლავდია, ევფროსინე, ათანასია და მატრონა 303 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ გალატიის ქალაქ ანკვირიაში. მათ შესახებ იხილეთ 18 მაისის საკითხავში.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 810 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)


ღირსი ლუკა ტავრომენიელი სიცილიის ქალაქ ტავრომენიიდან იყო. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლები, საცოლე და უდაბნოს მიაშურა, სადაც მრავალი წელი დაჰყო მარხვითა და ლოცვით. ნეტარი ეტნის მთაზე მოსაგრეობდა, სადაც სიცოცხლის მიწურულს ზეგარდამო გამოცხადებით მონასტერი დააარსა. სხვა სავანეთა წეს-განგებების გასაცნობად უფლის რჩეულმა მრავალი ქალაქი შემოიარა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ კორინთოში მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (IX ს-ის დასაწყისი).

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 757 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია. მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ. ისინი უხვად სწირავდნენ ოქროებს წარმართ ქურუმებს, მაგრამ მემკვიდრე მაინც არ ეძლეოდათ.

III საუკუნეში ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი. იგი ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი იყო და მათ დასაშინებლად ქალაქის ქუჩებში წამების ამაზრზენი იარაღების გამოფენა ბრძანა. მიუხედავად ამისა, ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენის მოსურნე მრავალი ქრისტიანი ნებით ბარდებოდა ჯალათებს.

ამ დროს ემესაში ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი ონოფრე, რომელიც გლახაკის ძონძებით ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 730 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე (I) სხვადასხვა ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებას. წმიდა პატრობა (რომ. 16,14) ნეაპოლისა და პუტეოლის (იტალია) ეპისკოპოსი იყო, წმიდა ერმე (ერმი) (რომ. 16, 14) ფილიპოპოლისისა. ლინოსმა (2 ტიმ. 4,21) პეტრე მოციქულის შემდეგ დაიკავა რომის საეპისკოპოსო კათედრა, წმიდა გაიოზი კი ეფესოს ეპისკოპოსი იყო მოციქულ ტიმოთეს შემდგომ; წმიდა ფილოლოგე (რომ. 16,15) ანდრია პირველწოდებულმა სინოპის (შავიზღვისპირეთი) ეპისკოპოსად აკურთხა. უფლის რჩეულები მრავალ მწუხარებას ითმენდნენ, წარმართთა მრავალ გამოხდომას უმკლავდებოდნენ თავიანთი მღვდელმთავრული ღვაწლის დროს, ბოლოს კი ყველა მათგანმა (გარდა ერმესი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ერმე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ფილიპოპოლისში (იხ. 8 მარტის და 31 მაისის საკითხავები). ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 748 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)

წმიდა გრიგოლი - ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ყოველგვარი სათნოებებით შემკული მღვდელმთავარი, იმპერატორ ლეონ სომეხის (813-320) დროს ეწამა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დაცვისათვის. ყოველგვარი წამების დამთმენი და ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდანი გადასახლებაში აღესრულა.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 728 | დაამატა: mores | თარიღი: 20.11.2011 | კომენტარები (0)