მთავარი » 2011 » დეკემბერი » 01

ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.

თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 787 | დაამატა: mores | თარიღი: 01.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა წინასწარმეტყველი აბდია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი (ამ წინასწარმეტყველებს „მცირე" მათი წიგნების მოცულობათა სიმცირის გამო ეწოდებათ), ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიქემის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარამიდან იყო და ისრაელის უსჯულო მეფის, აქაბის ეზოსმოძღვრად მსახურობდა. ამ დროს მთელი ისრაელი განუდგა უფალს და ბაალს წირავდა მსხვერპლს, აბდია კი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს მტკიცედ ერთგულებდა და ფარულად მსახურებდა. როცა აქაბის ცოლი, უსჯულო და გარყვნილი იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს დევნიდა, აბდია იფარებდა და საზრდელს აწვდიდა მათ. აქაბის მემკვიდრემ, მეფე ოქოზიამ სამი რაზმი გაგზავნა წმიდა წინასწარმეტყველ ელიას (ხს. 20 ივნისს) შესაპყრობად. მათგან ერთ-ერთს წმიდა აბდია წინამძღვრობდა. ელიას ლოცვით ორი რაზმი ზეციდან გარდამომხდარმა ცეცხლმა შთანთქა, აბდია და მისი მეომრები კი უფალმა შეიწყნარა (4 მეფ. 1). ამ დროიდან ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 790 | დაამატა: mores | თარიღი: 01.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ბარლაამი სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უკვე მხცოვანი ბარლაამიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მტარვალის ბრძანებით იგი საკერპოში შეიყვანეს, წარმართული სამსხვერპლოს წინ დააყენეს და მარჯვენა ხელისგულზე გახურებული ნახშირი დაუდეს. უსჯულო ხელისუფალი ფიქრობდა, რომ ბარლაამი ვერ გაუძლებდა ტკივილს, ნაკვერჩხალს საკურთხეველზე დაყრილ საკმეველზე დააგდებდა და, ამგვარად, კერპს მსხვერპლს შესწირავდა, მაგრამ ნეტარ მოწამეს მანამ ეპყრა ხელთ გავარვარებული მუგუზლები, სანამ ხელები არ დაეწვა. ამის შემდეგ მან სული უფალს შეჰვედრა (+304).
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 707 | დაამატა: mores | თარიღი: 01.12.2011 | კომენტარები (0)


ღირსი ბარლაამი (ბალაჰვარი) და იოასაფი (იოდასაფი) - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი. ინდოეთში წმიდა თომა მოციქულმა იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება და დააარსა წმინდა ეკლესია, მაგრამ ქვეყანა მაინც ძირითადად წარმართული აზროვნების ტყვეობაში დარჩა. IV საუკუნეში ინდოეთს წარმართი მეფე აბენესი მართავდა. იგი დიდხანს იტანჯებოდა უშვილობით, მაგრამ ბოლოს ყოვლადსახიერმა უფალმა მემკვიდრე მიანიჭა. გახარებულმა აბენესმა ახალშობილ ყრმას იოასაფი (იოდასაფი) დაარქვა, კიდევ უფრო ადიდა წარმართული ღმერთები და ვარსკვლავთმრიცხველებს, ფილოსოფოსებსა და მისნებს მოუწოდა, „რათა აუწყონ, თუ რა წინა-უც ძესა მისსა". შემოკრებილთაგან უბრძნესმა ხელმწიფეს აუწყა, რომ იოასაფი მამისთვის საძულველ ქრისტეს სჯულს მიიღებდა. ეს რო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 763 | დაამატა: mores | თარიღი: 01.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი ისავრიაში (მცირე აზია) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. აზა თავდაპირველად მეომარი იყო, მაგრამ შემდეგ დატოვა სამხედრო სამსახური და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მას სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი მიმადლა. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპარქ აკვილინეს ბრძანებით აზაც დაატუსაღეს. წმიდანმა მის შესაპყრობად გაგზავნილი ასორმოცდაათი მხედარი გზად ქრისტიანობაზე მოაქცია და მისივე ლოცვით სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროში მონათლა. ახალნათელღებულ მეომრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდა აზა, მაგრამ უფლის რჩეულმა აიძულა ისინი, აღესრულებინათ მცნება ხორციელი ხელისუფლების მორჩილების შესახებ და ეპარქთან მიეყვანათ. სამსჯავროზე მხედრებმა ნეტარ აზასთან ერთად მტკიცედ აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება, რისთვისაც ყველას თავები მოკვეთეს. აკვილინემ მათთან ერთად სიკვდილით ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 768 | დაამატა: mores | თარიღი: 01.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ილიოდორე ქალაქ მაგიდაში (პამფილია) ცხოვრობდა იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას. ქალაქის თავმა, აეციმ სასტიკად აწამა იგი ქრისტეს აღსარებისათვის, ბოლოს კი თავი მოჰკვეთა (+დაახლ. 273).
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 746 | დაამატა: mores | თარიღი: 01.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე რომანოზის შესახებ იხილეთ 18 ნოემბრის საკითხავში.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 772 | დაამატა: mores | თარიღი: 01.12.2011 | კომენტარები (0)