მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10


ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად.
იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. ამაქვეყნის ძლიერთაგან დევნილი მართლმადიდებლობა მხოლოდ დედაქალაქისგან მოშორებით, მონასტრებში, განკრძალულ სენაკებში და თავისი ახოვანი და ერთგული მიმდევრების გულებში იყო დაცული. მომძლავრებული უსჯულოებით სულდამძიმებულმა წმიდა სტეფანეს მართლმორწმუნე მშობლებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, თექვსმეტი წლის ძე კი წმიდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. სტეფანემ მოიკვეთა საკუთარი ნება, თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და თხუთმეტი წლის მანძილზე გულმოდგინ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 689 | დაამატა: mores | თარიღი: 10.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის ჟამს აღესრულნენ. სასტიკი წამების შემდეგ უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 944 | დაამატა: mores | თარიღი: 10.12.2011 | კომენტარები (0)

წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის სტეფანე ახალთან ერთად იტანჯებოდნენ საპყრობილეში. ნეტარი მამის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინიც სიკვდილით დასაჯეს (+768).
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 751 | დაამატა: mores | თარიღი: 10.12.2011 | კომენტარები (0)