წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ქართველთა მეფე მირდატი სპარსელებმა ტყვედ იგდეს და ბაღდადში წაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდევაც. ქართლში ჩაკვდა ქრისტიანული სარწმუნოება, ეკლესიებში ცეცხლთაყვანისმცემელთა ცეცხლი აინთო. სამი წლის შემდეგ სპარსელთა მეფეს აღმოსავლეთიდან მტერი შემოესია. ამით ისარგებლეს ქართლის აზნაურებმა და მცხეთაში მეფედ დასვეს მანამდე კახეთს შეფარებული ძე თრდატისი, არჩილ. არჩილი ბერძენთა მეფეს ივბიმიანოსს დაუმოყვრდა, მათი შემწეობით კვლავ აღადგინა ქრისტიანობა ქართლში, ცეცხლის მსახურთაგან ზოგი მოსრნა, ზოგი განდევნა და უკან შემობრუნებულმა მთელ ქართლს უქადაგა - მადლობა შეეწირათ უფალ იესო ქრისტესათვის, რომლის შემწეობითაც ქვეყანამ კვლავ დაიბრუნა თავისუფლება. არჩილის ძე მირდატიც მამასავით მორწმუნე და ღვთისმსახური იყო, ქველი და შემ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა პეტრე იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. იგი V ს-ის 60-იანი წლებიდან VI ს დასაწყისამდე განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას. წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა" და მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას. ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბი
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ VI ს დასაწყისში. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელი საქართველში ჩამოვიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო „ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი" წმიდა პეტრე კი მცხეთასვე განაწესეს ეპისკოპოსად. წმიდა პეტრე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათალიკოსის ტახტზე „დაჯდა სამუელ და მეფემან (დაჩიმ) მას მიათუალა მცხეთა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა ფრუმენტი - ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი, ღვთის განგებით, ბავშვობიდანვე მეფის კარზე აღიზარდა და მისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით მეფის უახლოესი მრჩეველი და ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო. ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობის მიზნით წმინდანი ალექსანდრიაში ჩავიდა და წმიდა მღვდელმთავარი ათანასე დიდი (326-373, ხს. 2 მაისს) მოინახულა. წმიდა ათანასეს კურთხევით ფრუმენტი აბისინიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ასე რომ, ნეტარი ახალ ხარისხში დაუბრუნდა ქვეყანას. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგებისა და სასწაულების გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ნათელიღო. მას შემდეგ, რაც მოციქულებრივი ღვაწლი გასწია აბისინიის ხალხის მოსაქცევად, ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახლოებით 380 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|