მთავარი » 2011 » დეკემბერი » 13




გამოვიდა ცნობილი მესინჯერი Skype-ის ახალი და საფინალო ვერსია. ის არანაირად არ არის Beta ვერსია. მას გააჩნია უფრო საინტერესო და საჭირო ფუნქცია, არის შესული გრაფიკული თამაშები და ბევრი სხვა საინტერესო რამ.


კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 783 | დაამატა: mores | თარიღი: 13.12.2011 | კომენტარები (0)


წინასწარმეტყველი ნაუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნაუმის მეშვეობით გაუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ. წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა: ძველი მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი ქალაქი მტრებმა ერთიანად დაანგრიეს და გაძარცვეს, მდინარე ტიგროსის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 745 | დაამატა: mores | თარიღი: 13.12.2011 | კომენტარები (0)

მართალი ფილარეტ მოწყალე პაფლაგონიის ოლქის (მცირე აზია) სოფელ ამნიაში დაიბადა VIII საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმიდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის ჩამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები: ძე - იოანე და ორი ასული - იპატია და ევანთია.

ფილარეტი დიდ ქონებას ფლობდა და უხვად გასცემდა მოწყალებას.

ერთხელ პაფლაგონიას არაბები დაესხნენ თავს, ქვეყანა ააოხრეს და ფილარეტიც გაძარცვეს. წმიდანს მხოლოდ ორი ხარი, ცხენი, რამდენიმე სკა, მცირე მამული და სახლი შერჩა. იგი თვითონ ამუშავებდა მიწას, რომ თავისი ოფლით მოეპოვებინა სარჩო ოჯახისათვის და ყველაფრისთვის ჰმადლობდა უფალს. თანდათან ფილარეტის ოჯახს ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ იგი უკანასკნელ ქონებასაც გლახაკებს უყოფდა, რისთვისაც ხშირად უხდებოდა ცოლ-შვილისაგან საყვედურის მოსმენა.

ამ დროს ბიზან ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 743 | დაამატა: mores | თარიღი: 13.12.2011 | კომენტარები (0)