წმიდა მეფე ვახტანგ მესამე დაიბადა 1257 წელს. ვახტანგის მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე მეფეს ამ ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და რუსუდანი. სხვა ქორწინებიდან კიდევ ჰყავდა დემეტრეს შვილები: ბაადური, იადგარი, ჯიგდა-ხათუნი და გიორგი. დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში გახიზნეს და იქ იზრდებოდა. დემეტრეს ნაცვლად გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე დასვეს დავით ნარინის ძე ვახტანგი, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა დემეტრე თავდადებულის შვილმა, დავით მეექვსემ. ვახტანგი ერთგულად ამოუდგა ძმას გვერდით და ყოველმხრივ
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინემ (306-337) რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, მაგრამ აღმოსავლეთში წმიდა ეკლესია კიდევ დიდხანს იდევნებოდა. მოშურნე წარმართი - იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი (305-311) ცდილობდა, მის განმგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი - მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა. ალექსანდრიაში ჩასულმა წმიდანმა აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო. ამასთან ლოცვითა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშით იგი მრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) გაბედული მხილებისთვის აწამეს გალატიის ქალაქ ანკვირიაში. ნეტარმა ახოვნად დაითმინა მრავალგვარი სატანჯველი. ბოლოს უღმრთოებმა იგი გაატყავეს და ჯვარზე მიამსჭვალეს.
|
ღირსი თომა ბითვინიაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა, ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმიდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. როცა ერთმა კეთილმსახურმა ბიზანტიელმა დიდებულმა მდინარე საღარისის ნაპირას მონასტერი დააარსა, საძმომ უკვე გამოცდილი ბერი - თომა ახალი სავანის წინამძღვრად აირჩია. ეშმაკის მანქანებით ბერთა საძმოში, გაურკვეველი მიზეზით, შფოთი ატყდა. თავმდაბალმა თომამ, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მონასტერი დატოვა და უდაბნოში დამკვიდრდა. თანდათან წმიდა მოსაგრეს მიაშურეს ერისკაცებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით შესდგომოდნენ ბერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი: ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა (XV ს.). სერბეთის მმართველის, სტეფანე ბრანკოვიჩისა და მისი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელობებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე. 1475 წელს სერბეთის მაშინდელი მთავრის შუათანა ძე - სიმდაბლითა და წმიდა წერილში ღრმა განსწავლულობით გამორჩეული სტეფანე თურქეთის დედაქალაქში გაემგზავრა სულთან მურატისთვის მითხოვებული დის მოსანახულებლად, მაგრამ როცა შეიტყო, რომ თურქებს ფანატიკური სისასტიკით გადაეწვათ მილეშოვოს მონასტერი, გაბედულად აღსდგა დამპყრობთაგან სამშობლოს დასაცავად. მას შემდეგ, რაც წმიდანი ალბანეთის მთავრის ასულზე, ანგელინაზე დაქორწინდა, ოსმალები სტეფანესა და მის ოჯახს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და იგი იძულებული გახდა, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ჯერ ალბანეთში გახიზნულიყო, შემდეგ კი - იტალიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ნეტარმა ანგელინამ წმიდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|